სკოტ მაკტომინეი: ქართველი ფეხბურთელები ჩვილი ბავშვებივით ტიროდნენ

AutoSharing Option
შოტლანდიის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდთან წაგებას კომპენსირებულ დროში გატანილი გოლით გადაურჩა, ფრეს მიაღწია (2:2), ნამატჩევს კი მათმა ნახევარმცველმა სკოტ მაკტონიმეიმ ქართველი ფეხბურთელები გააკრიტიკა.

"ცხადია, მათ რამდენიმე მართლაც კარგი ფეხბურთელი ჰყავთ, მაგრამ დღეს საღამოს, როგორც ისინი მოედანზე მოქმედებდნენ, მე მსაჯის პროვოცირებად და სირცხვილად მიმაჩნია. ასე არ შეიძლება. ჩვენ სიმშვიდის შენარჩუნება გვჭირდებოდა, რაც ძნელია.

ისე იქცეოდნენ, თითქოს ტრავმირებულები იყვნენ. ამას ძნელია ფეხბურთი უწოდო. მოედანზე კოტრიალი და ჩვილი ბავშვივით ტირილი ფეხბურთი არაა. ჩვენ თამაშის გასაგრძელებლად და გამარჯვების მოსაპოვებლად ყველაფერს ვცდილობდით, ორჯერ დავბრუნდით თამაშში,
ისინი კი განუწყვეტლივ მსაჯის პროვოცირებას აგრძელებდნენ", - ციტირებს მაკტონომეის The Scotsma-ი.

altშოტლანდიელთა მწვრთნელის თქმით, საქართველოს განსაკუთრებული ფეხბურთელი ჰყავს და დროის გაყვანას ცდილობდნენ

altკვარაცხელია მატჩის საუკეთესო ფეხბურთელად დაასახელეს

altვილი სანიოლი: კვარაცხელია ინსტინქტურად მოქმედებს - შეცვლების გაკეთება დაღლილობის გამო მიწევს

altკვარაცხელიას დუბლი - საქართველოს ნაკრებმა შოტლანდიასთან გამარჯვება ხელიდან გაუშვა [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 52 /
სკოტ ტირილი მაგას ქვია თამაშის მერე რასაც ამბობ მოწინააღმდეგე გუნდზე.ისე ღირსები ვართ,თორემ ქულაც,რომ ვერ აგეღოთ მერე გენახა ტირილი
გოჩა
20:54 17-11-2023
1
შენ ჩემო აკო არც წერა გცოდნია და არც დაწერილის გაგება.ახლა კი უტყუარია,რომ ტვინი გამორეცხილი გაქვს."თქვენ რომ აღარ იქნებით,ჩვენ ,ტვინგამორეცხილები ავაშენებთ ქვეყანასო" .ეს არის შენი ავტორიტეტული სიტყვა? მე რომ ავაშენე და ჩაგაბარე სად წაიღე? პრიხვატიზაცია გაუკეთე,ხომ?ეს არის შენი აშენებული ქვეყანა? არა სამართალი,არა ეკონომიკა, არა ჯანდაცვა, არა განათლება.დემაგრაფიული კატასტროფა,გავერანებული ,მიტოვებული, რაიონები და ყველაფერი უარესი და უარესი.შენხარ ქვეყნის ამშენებელი,კიკინიანი,საყურიანი ,პომადიანი,სვირინგიანი გადედლებული კაცუნა? კისერიც გიტეხიათ მე თქვენ არ დაგეძებთ,მაგრამ მინდა რომ ქართველებმა და საქართველომ წარმატებას მიაღწიოს და თქვენნაირებით ეს რომ შეუძლებელია,ამაზე ვკვნესი და ვვოხრავ.
აკოს
20:17 17-11-2023
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული