ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
სანიოლს გადაეცით: ქოჩორაშვილი, დავითაშვილი და აზარაშვილი მოედანთან ახლოს არ მიუშვა.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 15:16
10
წინა ფიასკოს მერე, კიდე თუ გოჩოლეიშვილი დააყენა საღოლ რა სანიოლის ნერვებს.
გოგი
19 ნოემბერი 2023 15:11
8
თამაშის დასაწყისში მიქაუტაძე და კვარაცხელია გაიტანენ გოლებს ჩაკვეტაძის ასისტით. ამის შემდეგ არ გაჩერდეთ. დაცვაში არ ჩადგეთ. გააგრძელეთ შემტევი ფეხბურთის თამაში.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 15:08
3
4:0
ჩელენჯერი
19 ნოემბერი 2023 14:15
4
მე პირადად სპალეტისა და გარსიას ტაქტიკას შორის ვერავითარ განსხვავებას ვერ ვხედავდი,უფრო მეტიც გარსიას ხელში გუნდმა გააგრძელა იმ ფეხბურთის თამაში რა ფეხბურთსაც თამაშობდა გასული სეზონის ბოლოს .ერთადერთი რაც შეიცვალა იყო კიმის ნაცვლად ნათანის დაყენება.შეიძლება მე ვცდები და დიდად დამავალებთ თუ ვინმე ამიხსნის.ახლა თურმე მაცარი გვპირდება სიახლეს და 4-3-3 ტაქტიკით აათამაშებს გუნდს.აქ სიახლე რა არის? არ ვიცი,არ ვიცი !
arguti
19 ნოემბერი 2023 14:14
0
წარმატებები ბიჭებო!!! ღმერთი თქვენსკენ❤️
გულშემატკივარი
19 ნოემბერი 2023 14:10
0
მამარდაშვილმა დღესაც რომ დაუშვას შეცდომები, მორალურად ეს ცუდად იმოქმედებს მასზე. ისედაც ეტყობა ფსიქოლოგიური დაღლილობა. დღეს სანიოლმა არ უნდა ათამაშოს მამარდაშვილი.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 13:59
1
ქომაგს-----რას დაგიჟინია ქართული ფეხბურთის კოზირი,კომბინაციური და შემტევი იყო და არისო? ორ მოკლე პასს ვერ აძლევენ ერთმანეთს ზედიზედ და რა კომბინაციაზე და შეტევაზე ლაპარაკობ? შეუტევ ,ზურგს მოაშიშვლებ ,ბურთს უმალვე დაკარგავ და გიყვარდეს გოლების თვლა საკუთარ კარში,ესპანეთი მონაგონი იქნება.რამდენადაც კონტიგენტი თანმიმდევრული შეტევების საშუალებას არ იძლევა ,იქნებ თავდაცვითი მოქმედებები შევასწავლოთ [რომელიც შედარებით ადვილია,ვიდრე შეტევა]და კონტრშეტევებით ვეცადოთ ფონს გასვლა? ეს საძრახისი სულაც არ არის.ბევრი გრანდიც[რეალი] კი იყენებს ამ მეთოდს,რომელსაც უმაღლესი შეტევის პოტენციალი აქვს,მაგრამ როცა გამწარებული მეტოქე თავგამეტებით ეკვეთება ის დაცვაში ჯდება და მწვავე კონტრშეტევებით პასუხობს.დავანებოთ თავი ილუზიურ მსჯელობებს და რეალურად ვიაზროვნოთ.
arguti
19 ნოემბერი 2023 13:41
4
გამწარებული რო გიტევს თვითონაც ხო იშიშვლებს ზურგს-ამ დროს ართმევ ბურთს და გყავს შემადგენლობა რომელმაც არ იცის სად წაიღოს ეს წართმეული ბურთი.
დააყენე რა შემტევი შემადგენლობა და ათამაშე პრესინგი-ვინც დაიღლება შეცვალე მერე ვინ გიშლის(სასურველია ისევ შემტევით).
მაგრამ აქ არის ის პრობლემა რო ბებერი მცველები გვყავს და კომფორტულად გრძნობენ თავს ღრმა დაცვაში.
მთელი ეს კაშია-კვირკველია მერე ზემოთ კვეკვე-აბუ,ახალგაზრდა მექვაბიშვილი და ესენი ყველა მოსაშორებელია ნაკრებიდან
Levani
19 ნოემბერი 2023 19:50
0
საქართველოს ნაკრები ვერასდროს ითამაშებს ძალის მიერ და დაცვით ფეხბურთს ეს შოტლანდიასთან კარგად გამოჩნდა.ქართული ფეხბურთის კოზირი იყო და იქნება ბურთით და კობინაციებით თამაშიასევე დრიბლინგები რომელსაც კვარაცხელია საბა ლობჟანიძე არაბიძე რომლის არ გამოყენება დანაშაულად მიმაჩნია მე პირაფად აგრეთვე წიტაიშვილი რომელიც მცველი არ არი და შემტევია მაგრამ ნაკრებში დაცვით ფუნქციებს აკისრებენ იმის თქმა მინდა რომ რესურსი ნამდვილად არი მაგრამ ამას კარგი მწვრთნელი და ფეხბურთელების სწორად შერჩევა ჭირდება საყრდენებიო ამბობენ ქოჩორაშვილი მაგარი ბიჭია და მუშაობა უნდა გააგრძელოს ალთუნაშვილი რომელიც მუშა და მოძრავი საყრდენია მაგრამ ნაკრებში არ იყენებენ. ლუკა გაგნიძე, სიგუა რომელიც სწორ ადგილზე მოხვდა და დიდი პოტენციალი აქვს კიტეიშვილი რომელიც მეორე საყრდენად მაგრად თამაშობს და ბურთის დაჭერა კარგად ეხერხება სულ მუშაობს მოედანზე.მივადეგით დაცვას ფლანგები კარგია დაცვის ცენტრი კი უსუსტესია აქ უკვე
ივა გელაშვილი ლოჩოშვილი საზონოვი კალანდაძე ამათი დრო მოვიდა და ერთმანეთთან კონკურეციაში შევლენ უფრო გაიზრდებიან ეს ბიჭები მაგარი მცველები არიან ამას უბრალოდ დანახვა უნდა.მიმაჩნია რო ნაკრები 2 ცენტრალური მცველით უნდა თამაშობდეს და არა 3. ანუ 4 მცველით და არა 5-ით.როცა ნაკრები 5 მცველით თამაშობს ნახევარ დაცვის ცენტრი აგრეთვე შემტევი პოტენციალი სუსტია. ესპანეთთან და ესეთი ტიპის გუნდებთან არ ვიძახი ჩვენ მაგათ დონეზე ჯერ არ ვართ.ახლა მწვრთნელზე მინდა ვთქვა სანიოლი არის სულ სხვა იმადთან რაც ზემოთ ჩამოვთვალე ის აკადემიურ და უფრო დაცვით ანუ ძალის მიერ ფეხბურთს ანიჭებს უპირატესობას ეს კი ჩვენგან ძალიან შორს არი.ჩვენი ფეხბურთი არის ახლოს სამხრეთ ამერიკულთან რომელიც ძალიან თამაშის დროს პერიოდულად ფეთქებადი და კობინაციურია ისინი ძალის მიერ ფეხბურთს არ თამაშობენ,მაგრამ როგორ გამოსდით! ამაზე აღარ ვილაპარაკებ ეს მთელმა პლანეტამ იცის როგორ თამაშობენ სამხრეთ ამერიკელები.დასკვნა კვალიფიციური საშუალო დონის სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი ან ქართველი მწვრთნელი ჭირდება ნაკრებს სასწრაფოდ რო ეს ყველაფერი სისრულეში მოვიდეს და პოტენციალი სრულად გამოვიყენოთ.ახლა ვეტერანებზე მინდა ვთქვა კვეკვესკირი კაშია კვირკველია ლორია დიდი მადლობა ბიჭებო რაც ნაკრების თვის გააკეთეთ მაგრა წასვლის დრო მოვიდა როგორც ეს კანკავამ გააკეთა.ეს სწორი გადაწყვეტილება იქნება ეს შოტლანდიასთან თამაშსი კარგად გამოჩნდა ხალხი უფრო დაჰაფასებთ ასეთ შემთხვევაში.მეკარეები კი ნაკრებს კარგები ყავს და ამაზე აღარ ვილაპარაკებ.
ქომაგი
19 ნოემბერი 2023 11:34
0
ვაშააააა!!!
ეგ თქვენი სურვილებია. სინამდვილე დაუნდობელია. შემსრულებლები არ გვყავს. კვარას გარდა. დანარჩენი ფიზიკურად ვერ ქაჩავენ, გადაწყვეტილებას ანუ სწორ გაგრძელებას დიდხანს იღებს, მარტო დრიბლინგი იციან. ამიტომ ირჩევენ ნაკრების მწვრთნელები დაცვიდან თამაშს. თუნდაც ქართველები, ქეცბაია ხანდახან 6 მცველს ათამაშებდა, ცხადაძემ შემოიღო ხუთი მცველით თამაში. საიდან აიღებთ იმას რომ ქართული ფეხბურთი თურმე მარტო კომბინაციური და შემტევია???ძველ დინამოზე რომ ლაპარაკობენ, მაშინ დაცვა და ნახევარდაცვა გვყავდა მაგარი. ვირივით მუშაობდნენ, რათა ყიფიანს, გუცაევს და შენგელიას ეფრინათ. მანამდე ხურცილავა, ძოძუაშვილი, ჩოხელი იდგნენ კლდესავით. გასული საუკუნი 60-70-ანი წლების გამოთქმაა, ფეხბურთის გუნდი შედგება იმათგან ვინც პიანინოს ეზიდება, ხოლო რამდენიმე პიანინოზე უკრავს. არ გინდათ ბავშვები მოტყუება და ლეგენდების შეთხზვა. შოტლანდიასთან პირველი ტაიმი შემტევიც იყო და კომბინაციურიც. ყველა უცხოელი მაგას ამბობს, მაგრამ გადაიღალნენ, შესაბამისი შემცვლელები არ გვყავს. ეგ არის.
პატივისცემით
19 ნოემბერი 2023 14:23
2
100% გეთანხმები. სამხრეთ ამერიკელი მწვრთნელი გვჭირდება უეჭველი
ვანჩოპე
19 ნოემბერი 2023 13:05
0
დღეს ლორია უნდა დააყენოს სასტარტოში.
ქ. გ.
19 ნოემბერი 2023 10:29
4
რათა გაშიფრეს ესპანელებმა მამარდაშვილი?ქვემოთ ჰაჰაჰამ დაწერა კოჭოია ლაშქარაშვილი დავაყენოთ კარში გაშიფრული არ არისო.
შიო
19 ნოემბერი 2023 10:41
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული