ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
ფიზიკაში გვჭირდება მომატება.
ეს ამ თაობის მინუსია და კარგი იქნება მომავალს მივცეთ იმის შანსი, რომ 90 წუთი შეძლონ სირბილი.
სხვა მხრივ ბიჭებმა ამ თამაშში სული და გული ჩადეს, ასე მგონია მე.
ესეთი ძლიერი და მოტივირებული შოტლანდია კი, კენი დალგლიშის მერე არ მახსოვს.
100%
19 ნოემბერი 2023 10:25
0
ესპანეთის ეს ნაკრები არგენტინასაც მოუგებს დიდი ანგარიშით. წესით 3:0 უნდა დამთავრდეს დღევანდელი თამაში, მაგრამ შეიძლება "გატყდეს" და 1:2 ან 0:1 დამთავრდეს საქართველოს სასარგებლოდ. "გატეხვის" შემთხვევაში იქნება წითელი ბარათი ესპანეთის მხარეს. საქართველოს მოგებას 26 კუში აქვს და უნდა დავსვა დღეს და არ გეწყინოთ. წარმატებები ყველას!!!
ყურადღება!!!
19 ნოემბერი 2023 10:20
1
მაშინ შოტლანდიაც წააგებს ნორვეგიასთან
A
19 ნოემბერი 2023 14:59
0
G.L.A-ს----ფედერაციის კრიტიკა საჭიროცაა და აუცილებელიც ,ნაკრები ხომ მათი საქმიანობის პირდაპირი შედეგია,მაგრამ მათი შეცვლით განა რამე შEიცვლება უკეთესობისკენ?დამოუკიდებლობის რომელ ეტაპზე გვყავდა ფედერაცია,რომელიც კრიტიკას არ იმსახურებდა? განა წინეები უკეტესები იყვნენ ან ახალს თუ მოვიყვანთ უკეთესი იქნება?არა და არა.საკითხი მასშტაბურია და სათავიდან მოდის .იმ სათავიდან საიდანაც იწყება და წყდება სახელმწიფოს პოლიტიკური წყობის,პოლიტიკური სისტემის და მართვის სტილისა და მეთოდების არჩევა და ცხოვრებაში გატარება.თქვენ რატომ ხართ უცხოეთში?სისტემის გამო ხომ არა? აქ დარჩენილიყავით და გებრძოლათ როგორც ფეხბურთის ასევე,სხვა უამრავი პრობლემის მოგვარებისათვის? მაგრამ დაუძლეველთან შებმას თქვენ გაქცევა ამჯობინეთ.აქ თუ ვერაFერი გააკეთეთ ,აბა მაქედან ლაპარაკით რა უნდა გააკეთოთ? მე ძAლიან მტკივა და განვიცდი ყველა ქართველის უცხოეთში წასვლას და გადახვეწას.თანაც დაბრუნებას აღარ ვაპირებო,მაშ რაღა აზრი აქვს მაქედან მოძღვრვას და ლაპარაკს? მალე ხომ ყველაფერი დავიწყებას მიეცემა და გაქრება?
არგუტი
19 ნოემბერი 2023 09:46
2
საქართველოში ეხლა დრო დადგა, როცა ფედერაციის შეცვლაც გმირობის ტოლფასია, რადგან ეს "მდიდარი ოჯახის" შთამომავალნი და "კონსტიტუციონალისტი" თმახუჭუჭა ბიჭები ფიქრობენ რომ სამუდამოდ ჩაიგდეს ქვეყანა ჯიბეში და სულ ფეხებზე ჰკიდიათ ყველაფერი გარდა უკვე ხსენებული ჯიბისა.
რატომ ველით რაიმე შედეგს თუ საბავშვო ფეხბურთის მწვრთნელების სრული უმრავლესობა არის გაუნათლებელი და უწიგნური ხალხი, რომელიც ამ საქმეს მხოლოდ ოჯახის სარჩენად აკეთებს? ისლანდიაში ფეხბურთის დონის ასამაღლებლად ასობით მწვრთნელი მოამზადეს ინგლისსა და გერმანიაში,რომლებმაც ისლანდიაში დაბრუნების მერე დაიწყეს ბავშვებთან მუშაობა და მხოლოდ ათიოდე წელიწადში დაიდო შედეგი.პროფესინალიზმი საჭიროა ყველა ეტაპზე, მხოლოდ სადღეგრძელოს დალევა და სტადიონზე საქართველოს ( რბილი ლ-თი) ძახილი საქმეს არ შველის.
ჟორა
19 ნოემბერი 2023 11:57
2
თურმე მეტოქეს საშუალება მივეცით და იმიტომ ვერ შევინარჩუნეთ ანგარიში.აგაშენათ ღმერთმა,აწი ვუთხრათ ბიჭებს საშუალება არ მისცეთო და გამარჯვება გამარჯვებაზე მოვა.საშუალება კი არ მისცეს ,მიაცემინეს,დაათმობინეს ,ზეწოლით დაათმობინეს ცენტრიც,ფლანგებიც და მთელი მოედანიც.გასაგები უნდა იყოს რომ გუნდი დაკომპლექტებულია სუსტი ფეხბურთელებით,მათთვის ბურთის დაჭერა,ინტენსიური შეტევების წარმოება,კომბინაციური თამაშის დავალება არის შეუძლებელის და შეუსრულებელის დავალება.მათ უნდა აკიდო იმდენი ტვირთი რამდენის ზიდვასაც შეძლებენ.ანუ ,რაოდენობით მაინც [რამეთუ ხარისხი არ გვაქვს] გადაკეტონ ჩვენი კარისაკენ მიმავალი ყველა გზა.მეტოქე უნდა შეასკდეს კედელს ,რომელზეც
თადათანობით ჩამოიმსხვრევა და ძალას დაკარგავს.უნდა დაველოდოთ ჩვენს დროს და სწრაფი კონტრშეტევებით დავამწუხროთ მოწინააღმდეგე.ამ შემთხვევაში სრულიად ზედმეტია ცენტრფორვარდით თამაში ,მის ნაცვლად ,ერთი მოძრავი ნახევარმცველის დამატება იქნებოდა უპრიანი.ეს არის ერთად ერთი გზა ამ შემადგენლობისთვის რათა მეტ-ნალებ წარმატებას მივაღწიოთ.აქ ზოგი წერს, რომ დაცვამ მაღლა უნდა აიწიოსო, კი მაგრამ,ამ შემთხვევაში მათ უკან ჩაგდებულ ბურთებზე ვინ უფრო მალე მივა, ჩვენი მოუქნელი მცველები თუ მეტოქის სწრაფი ფორვარდები? ერთი სიტყვით ჩვენ გვჭირდება დაცვიდან თამაში,მაღალი თავგანწირვით,წინასწარ კარგი მომზადებით ცოდნით და უნარით.მე პირადად,სხვა გზას,სხვა ვარიანტს წარმატების მისაღწევად,ვერ ვხედავ.
არგუტი
19 ნოემბერი 2023 09:14
4
კვეკვესკირი მექვაბიშვილის საქმე ასეა მკვდარი მკვდარს აეკიდაო,ეს ორი კაცი რა დამსახურებით თამაშობს ნაკრებში? არაბიძე არ მოგწონთ,მაგრამ ეს ორი კაცი რატომ გვერგო მზითებში???
სვანსკი
19 ნოემბერი 2023 02:20
0
აჩის და სოსოს

რატომ გგონიათ რომ აქ ფედერაციის კრიტიკოსები ანგაჟირებულები არიან და ვინმესგან რამით დავალებული? მე და ჩემნაირი აქ ბევრი შემოდიან ვინც უცხოეთში ვცხოვრობთ. მე ალბათ აღარც ვიცხოვრებ საქართველოში და შეიძლება უბრალოდ ჩამოვიდე როგორც ჩემს სამშობლოში. მაგრამ მე ისევე შემტკივა ქართულ ფეხბურთზე გული როგორც თქვენ ყველას და ასევე ზოგადად საქართველოს დღევანდელობაზეც.


უბრალო კითხვაზე შეგიძლიათ პასუხი გამცეთ, რას აკეთებს ნაკრებში დვალიშვილი და თვლით თუ არა მართებულად მან რამე დარიგება მისცეს შესვლაზე შესულ ფეხბურთელს?


ხოდა აქ მთავრდება ჩემთვის საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის კომპეტენცია და ნაკრებზე ფიქრიც.


რაც შეეხბეა გაკეთებულ საქმეებს როგორც თქვით, ვერსად წავიკითხე გაკეთებული ფედერაციის მხრიდან. აქვე თვქენვე გაქვთ ჩამონათვალი რა გააფუჭა ფედარაციამ. მაკედონასთან ფინალი. ზოგიერთი ვთვლით რომ სანიოლის მოყვანაც შეცდომა იყო და არის. იმ ტოპმოლერს და კუპერს ნაკრები ერთა ლიგაზე არ უთამაშიათ დ ან ც დაბალი დონის გუნდებთან. აგერ შეხედეთ ალბანეთი უკვე ფინალშია, მოლდოვას შანსი აქვს, ყაზახეთს შანსი აქვს. ეს არის გაკეთებული საქმის შედეგი. ახლა თქვენ დამისახელეთ შედეგი. ერთა ლიგის გარდა. იქ ყაზახეთიც 1/2 ფინალშია და იქნებ მითხრათ მათი გამორჩეული ფეხბურთელები რამდენი იცით?

G.LA
18 ნოემბერი 2023 23:15
4
უმარტივესია,შებრძანდით ფედერაციის საიტზე და თავადვე გაეცნობით,რას აკეთებს ფედერაცია.არავის დახმარება არაა საჭირო.ანალიზი კი,უდავოდ,მხოლოდ თქვენზეა და თქვენს ობიექტურობაზე.წარმატებები.
მაო
19 ნოემბერი 2023 11:37
1
სანიოლის ხელოვნური ოფსაიდი გაუგია რა არის? იქნებ ვინმემ აუხსნას რომ როცა ლამის ცენტრიდანაც საჯარიმოში გიწოდებენ და ერთი თაცით მაღლებს და ათლეტებს ეთამაშები გამოსავალი დაცვის ხაზის მაღლა აწევაა. გოლის გარდა კიდევ სამი გოლი უნდა გაეტანათ თავით და გადავრჩით. და იღბალი რომ გადაგვარჩენს და მერე შედეგით იტრაბახებ სირცხვილია როცა უმოტივაციო შოტლანდიასთან ფრე ცუდი შედეგია. როდემდე ვიქნებით სირაქლემას პოზაში და ფედერაციიდან არ წავლენ არაკომპეტენტური ხალხი მანამდე ასე ვიწუწუნებთ ყველა თამაშის მერე
Martali
18 ნოემბერი 2023 20:26
4
ბურთი ვისაც აქ გოლიც მას გააქვს და იგებს კიდეც, ჩვენები პასებს ვერ აძლევენ ერთმანეთს, ბურთს ვერ იჭერენ და ვერ კომბინირებენ და როგორ უნდა მოვიგოთ???
O.K.
18 ნოემბერი 2023 20:17
0
სანიოლს ესპანეთთან პირველი თამაში დაავიწყდა ეტყობა, დროის გაყვანა, დაცვაში ჩადგომა (მაშინ კვარას გაყვანით) ცუდ შედეგებს რო იღებს ეგ ტაქტიკა... და ეს გორიალი მოედანზე... არ ვარგია ეგრე. მაკტომინეი გაბუქებულად და ზედმეტს ტატყანებს, მარა იდეაში მართალს ამბობს. ეს თამაში ჩვენ უნდა მოგვეგო და შემთხვებით გადარჩენილ შეხვედრაზე ამ გოროაბის და საბავშვო ბაღის გამო ვერ მოვიგეთო ვერ უნდა ამბობდეს მეორე გუნდის ლიდერი.
რა გადხდა შეუტიე და აღარ ექნება ეგ დრო ისედაც მოწინააღმდეგეს შენ რო გექნება ბურთი
რა მაფიაა?
18 ნოემბერი 2023 18:40
1
ქოჩორაშვილმა 2-1 ზე ლოგიკურად შეაჩერა სწრაფი კონტრშეტევა ჯარიმით(ᲧᲕᲔᲚᲐ მასე მოიქცეოდა)
მერე როცა მოსაბოდიშებლად მივიდა და ხელი გაუწოდა მაკტომინეიმ ხელი ჰკრა და ესეც დაეცა ცოტა გააფორმა-ესეც სწორი საქციელია და რა გინდათ?
ქართული სტილი რაა? გარეთ დალოდებოდა და ეცემა ძმაკაცებთან ერთად და ბოლოს სახეზე შრამი დაედო?
Levani
18 ნოემბერი 2023 18:15
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული