ესპანეთი VS საქართველო - ბოლო მატჩი გაშვებული უპირატესობის შემდეგ...

AutoSharing Option
ესპანეთის ნაკრებს ერთი ქულა სჭირდება, რათა ჯგუფში პირველი ადგილი გაინაღდოს, საქართველო ნაკრებს კი ნორვეგიისთვის გადასწრება მხოლოდ გამარჯვებით შეუძლია. "ფურია როხა" და "ჯვაროსნები" ვალიადოლიდში, "ესტადიო ხოსე ზორილიაზე" დღეს, 19 ნოემბერს, ჩვენი დროით 23:45 საათზე შეხვდებიან.

განვლილი შეხვედრა...

საქართველოს ნაკრები შოტლანდიას ორჯერ უგებდა, თუმცა ბოლო წუთებზე გამარჯვება ხელიდან გაუშვა (2:2). ვილი სანიოლის გუნდმა მშვენიერი გოლები გაიტანა. აუცილებლად აღსანიშნავია გიორგი ჩაკვეტაძის ბრწყინვალე პასები. ფრანგი მთავარი მწვრთნელი იმაში უნდა შევაქოთ, რომ "ჩაკვეს" საბოლოოდ, იდეალური პოზიცია მოუძებნა და გიორგი მშვენიერი "ათიანია."

ხვიჩა კვარაცხელიამ თავისი მაღალი
კლასი კიდევ ერთხელ გვაჩვენა. "კვარა" 90 წუთის განმავლობაში მონდომებული და შემართული იყო. როცა საგოლე კომბინაციებზე ვსაუბროთ, იქ ოთარ კაკაბაძეც უნდა ვახსენოთ - პირველი გოლისას წამიც კი არ დაუკარგავს, კვარაცხელია ისე მოძებნა. ბოლო დროს "ნაპოლიში" ხვიჩას, როგორც "ფინიშერის" პრობლემაზე ვსაუბრობდით, ნაკრებში კი ცივსისხლიანი ფორვარდის უნარებს ამჟღავნებს და შორს არაა ის დღე, როცა "ჯვაროსნების" მაისურით ყველაზე მეტი გოლის ავტორი გახდება...

Sportall.Ge

რატომ ვერ შეინარჩუნა უპირატესობა საქართველოს ნაკრებმა? - გუნდმა, ფაქტობრივად, ბოლო ნახევარი საათის განმავლობაში შოტლანდიელებს საშუალება მისცა, მათი მთავარი კოზირი, მაღალი ჩაწოდებები აემოქმედებინათ და ისედაც არადამაჯერებელი დაცვის ცენტრის პირობებში მასთან გამკლავება ბოლოს შეუძლებელი გახდა. საქართველოს ნაკრებს კვლავ უჭირს მოწინააღმდეგის პრესინგს თავი დააღწიოს, ბურთის შეტევაში გადატანა ინდივიდუალურ ოსტატობას უფრო უკავშირდება. ამ მხვრივ პრობლემები თითქმის ყველა რგოლშია. სანიოლის როგორც ცვლილებები, ასევე მეორე გოლის შემდეგ არჩეული სტრატეგია, წარუმატებელი აღმოჩნდა. სიმართლის თქმას არასდროს უნდა მოვერიდოთ, ეს თავად ფეხბურთელებისთვისაა უკეთესი - გიორგი მამარდაშვილმა ურთულესი დარტყმა მოიგერია, მაგრამ ფეხით თამაშისა და გამოსვლის კომპონენტებზე კვლავ ბევრი სამუშაო რჩება... აღსანიშნავია გიორგი ქოჩორაშვილის პროგრესიც, მას თანამედროვე ტიპის საყრდენისთვის ყველა მონაცემი აქვს...

რაც შეეხება ესპანეთის ნაკრებს, მათ თემურ ქეცბაიას კვიპროსს 3 გოლი მალევე გაუტანეს და (3:1) გაიმარჯვეს. ისევ გაიტანა "ბარსელონას" თინეიჯერმა იამალმა. გაიას არყოფნაში მარცხნივ "ლევერკუზენში" ბრწყინვალე ფორმაში მყოფმა ალეხანდრო ხრიმალდომ იასპარეზა ("ასისტი" მიითვალა), მარჯვენა ფლანგი კი 37 წლის ხესუს ნავასს ეკავა. კარში "არსენალელი" რაია იყო.

მატჩის წინ...

საქართველოს ნაკრებს ლევან შენგელია დააკლდება. ესპანელთა რიგებში ტრავმირებული ორიასაბალი "სოსიედადს" დაუბრუნდა. უცნობია, ითამაშებს თუ არა როდრი. სასტარტოში ნიკო უილიამსს ველით. მატჩს რუმინელი ჰარეგანი განსჯის.

სავარაუდო შემადგენლობები:

ესპანეთი: სიმონი - კარვახალი, ლე ნორმანდი, პ. ტორესი, ხრიმალდო - მერინო, ზუბიმენდი, რუისი - ფ. ტორესი, მორატა, უილიამსი.

საქართველო: მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, კალანდაძე - გოჩოლეიშვილი, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, აზაროვი - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე.

altსაქართველოს ნაკრები ესპანეთში ძირითადი შემადგენლობის ფეხბურთელის გარეშე ჩავიდა

alt"ჩაკვეტაძე ფორმაში არ იყოო, ახლა არაბიძეზე არიან გაჯიუტებულნი" - ჟურნალისტ მერაბ მეტრეველის გამოხმაურება

მკითხველის კომენტარები / 68 /
.. აქ მთავარი სხვა რამეა, ძოფი ან ბუფონი რომ იდგეს კარში და ბარეზი-მალდინის წყვილი დაცვის ცენტრში , ისენიც კი ვერ გაუძლებენ ყველა თამაშში ყრუ დაცვაში დგომას . მეორე ნომრად თამაში არ ნიშნავს , რომ საჯარიმოს მისადგომებთან ხვდებოდე მოწინააღმდეგეს . რას გავს საერთოდ , რა ტაქტიკა ქვია ამას არ ვიცი . ვინ თამაშობს ასეთ რაიმეს , ვისაც რაიმეზე პრეტენზია აქვს ? კარგი , დავეთანხმე ვთქვათ სანიოლის და მის ბანდას ( აბა სამწვრთნელო შტაბი ქვია ამათ ?) და ვთამაშობთ მეორე ნომრად , მაგრამ განლაგებას რა ქვია , რასაც ეს ბანდა გუნდს ავალებს ამიხსნას ვინმემ . სად ხდება რომ საჯარიმოს მისადგომებთანაც მარტივად მიაღებინო შემტევს ბურთი ? 3 ოქლაქი მცველი გყავდეს და ყველა საჰაეროს აგებდე ???კაშია-კვირკველიას ვგულისხმობ უპირველესად. რად გინდა მაშინ ეგენი , სისწრაფე მაგათ არ აქვთ , ვერ მოძრაობენ და პოზიციას დროულად ვერ იკავებენ . იმიტომაც გვიჭირს ბურთის ამოტანა . შეტევის გარეშე თამაში სად გაგონილა და ვინ თამაშობს ? ქართული ფეხბურთის ხიბლი და ძალა იყო შემტევი ფეხბურთი ! ხიზანიშვილის მენტალიტეტის ფეხბურთელს რო არ ესმოდეს ეს , არ ნიშნავს , რომ მართალი არ ვარ . 5-ჯერ შევუტიეთ და 2 გოლი გავიტანეთ . აქედან გამომდინარე ვერ უნდა მიხვდე რომელი მხარე გაქვს უკეთესი , ძლიერი ხმამაღალი ნათქვამი რო არ გამოვიდეს ?ჰაუტის მოწოდებისას გახსნა და ბურთის მიღება ვერ უნდა ასწავლონ მეტი მონახაზი თუ არ აქვთ ? 1-2 -ის გარდა ყველა ჰაუტი შოტლანდიელებს ჩავაბარეთ .მოკლედ , მითქვამს ათასჯერ და ვიმეორებ, სანამ ასეთი ჩასვრილი მენტალიტეტით ვართ , მანამ არაა ჩვენი საშველი . ლომების პრაიდს , რომელსაც სატავეში ყავს კურდღელი , ამარცხებს კურდღლების ჯოგი თუ სათავეში ყავთ ლომი . ჩვენ გუნდა სხვა ,,სიკეთესთან" ერთად სათავეში კურდღლები უდგანან და ,, წვრთნიან" . არასწორ თამაშს ათამაშებენ და 98% -ითაც რო შეასრულონ , მაინც ვერ მოვიგებთ . შოტლანდიასთან დავალება გუნდმა დაახლოებით ასეთი პროცენტით შეასრულა . ბიჭების ბრალი არაფერია . თუ ვინმე არ უნდა მდგარიყო მოედანზე , ეს სხვაა , მაგრამ ისინი თვითნებურად არ შესულან სათამაშოდ .ამაშია მთელი საქმე . ესპანეთმა თუ მოინდომა , არც კი მინდა წინასწარ ვიფიქრო , რა ანგარიშიც იქნება.მთავარი მწვრთნელი ახალგაზრდულის ევოს არ დაესწრო , არ აინტერესებს ვინ შეიძლება გამოდგეს. ხიზანიშვილი რა ფეხბურთელიც იყო , უარესი სამწვრთნელო ცოდნა და ფანტაზია აქვს ეტყობა ( არაფერი პიროვნული , მაგრამ ვერც ფეხბურთელად ვაფასებდი და ახლა ხო საერთოდ ), ხოდა , რას უნდა ველოდო კარგს ? ეგენი ყაზახეთთანაც მე-2 ნომრად ათამაშებენ გუნდს და ლუქსემბურგთანაც .
Luka
18 ნოემბერი 2023 12:31
3
ქოჩორაშვილი იყო ერთ ერთი საუკეთესო ძალიან მაგრად მოუმატა ართმევებზე კარგი იყო და შემდეგ ძალიან სწორ და მნიშვნელოვან პასებს აკეთებდა ნახევარ დაცვაში ნამდვილი კედელივით იდგა და რაც შეეხება კვირკველოას და კაშიას პატივისცემა და მადლობა მათ რაც თავიან საუკეთესო წლებშო ნაკრებისთვის გააკეთეს მაგრამ სანიოლი თუ ვერ ხვდება ან არ ხვდება მათ ვეტყვი რომ ნამუსოც კარგი საქოენელოა და როცა აღარ შეგიძლია თავად უნდა თქვა უარი სასტარტოში თამაშზე ან სულაც სანაკრებო კარიერა დაასრულო მეორე გოლი მთლიანად ამ ორი მცველის კისერზე იყო!
T.q
18 ნოემბერი 2023 12:10
5
... ძალიან გრძელი წინადადებაა!
გიორგი
18 ნოემბერი 2023 12:57
3
მაინტერესებს სად უნდა მიიღოს გამოცდილება იმ ახალგაზრდა მცველებმა რომლებიც ამ ორი დამსახურებული ვეტერრანი ფეხბურთელების ჩანაცვლებაა უნდა განახორციელონ თუარა უმოტივაციო არაფლის მომცემ თამაშში რატომ არ აჩვევს თანაგუნდელებს ისე როგორც მაგალითად მექვაბიშვილს.
გიორგი
18 ნოემბერი 2023 12:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული