"თუ ევროპის ჩემპიონატზე გავალთ, ალბათ, ნაკრებიდან წავალ... საქართველოში ჩემი წარმატება ისაა, რომ..." - ინტერვიუ ვილი სანიოლთან

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა ვილი სანიოლმა Footmercato-ს ინტერვიუ მისცა, სადაც საინტერესო საკითხებზე ისაუბრა.

გთავაზობთ, ჩვენთვის საინტერესო საკითხებს, სადაც ფრანგი დამრიგებელი ქართულ ფეხბურთზე ლაპარაკობს.

-დაახლოებით, 5 წლის წინ წარმოუდგენლად მოჩანდა, რომ საქართველოს ნაკრებს ევროპის ჩემპიონატზე თამაში შეეძლებოდა, ახლა კი პლეი-ოფის ნახევარფინალს ითამაშებთ.

იქნება ახლა წარუმატებლობა ფინალურ ეტაპზე ვერგასვლა თუ ერთგვარი ბონუსია, რომ 3 მილიონის მაცხოვრებელ ქვეყანას ამის ოცნების საშუალება მიეცით?


- ვიტყოდი, რომ ვერგასვლა წარუმატებლობა არ იქნება და ამავდროულად, გასვლაც არ უნდა მივიჩნიოთ წარმატებად, იმ მატჩში შესაძლოა, ყველაფერი მოხდეს.

ჩემი მუშაობის
წარმატება მდგომარეობს იმაში, რომ საქართველოს ნაკრებს მივეცი საშუალება, ევროპის ჩეპიონატის პლეი-ოფში ეთამაშა. ცხადია, როდესაც ამ ეტაპამდე მიდიხარ, უკვე კვალიფიკაციაც გსურს, რადგან ამ მიზნისკენ 3 წელია მიიწევ.

ჩვენი ისტორია გალამაზდება, თუ ევრო 2024-ზე გავალთ. ვფიქრობ, თუ ამ მიზანს მივაღწევთ, ეს ჩემი საქართველოს ნაკრებში მუშაობის დასასრული იქნება.

შემოთავაზებები საკმაოდ მაქვს, მათ შორის, საფრანგეთიდან, საიდანაც რეგულარულად მიკავშირდებიან, მაგრამ ეს გუნდი პსჟ არ არის. ამ ეტაპზე არანაირ შემოთავაზებას არ განვიხილავ, რადგან სხვა რამეზე ფიქრი არ მსურს და მხოლოდ საქართველოს ნაკრებზე ვარ კონცეტრირებული.

ვისურვებდი, ამის შემდეგი სამუშაოც მსგავსი მქონდეს და პერსპექტიული გუნდის მშენებლობა მომიწიოს, რადგან არ მაქვს აკვიატება, რომ ძალიან მაღალ დონეზე ვიმუშაო. მე სანიოლი ვარ და არა გვარდიოლა. შესაბამისად, პეპისგან განსხვავებით, ჩემს თავთან ნაკლები მოთხოვნა და პრეტენზიები გამაჩნია. 

ერთხელ ერთმა ჟურნალისტმა მითხრა, რომ კარგი შედეგები მქონდა, მაგრამ მე "ოქროს თაობას" ვწვრთნიდი. ვთხოვე, რომ ნაკრების 5 ფეხბურთელი ჩამოეთვალა, მაგრამ ეს ვერ მოახერხა.

გვყავს ხვიჩა კვარაცხელია, რომელსაც საზოგადოება კარგად იცნობს და ის უნიჭიერესი ფეხბურთელია. მისი გაბრწყინება არ გამკვირვებია, რადგან ჩამოსვლის დღიდან ჩემზე უდიდესი შთაბეჭდილება მოახდინა.

გვყავს "ვალენსიას" მეკარე გიორგი მამარდაშვილი, რომელმაც ძალიან ბევრი იმუშავა და საჭირო დროს საჭირო ადგილას მოხვდა. გიორგი მიქაუტაძემ საფრანგეთის მე-2 ლიგაში ბრწყინვალე სეზონი ჩაატარა, წელს კი "აიაქსში" თამაში პრაქტიკულად არ უწევს, რაც სიტუაციას ართულებს. ჩემი დანარჩენი ფეხბურთელები სხვადასხვა დონეზე თამაშობენ. 

საქართველოს ჩემპიონატის დონე? - ძალიან მგრძნობიარე საკითხს შეეხეთ. არ დავმალავ, რომ არ არის ისეთი, როგორიც უნდა იყოს დონის მიხედვით, ეს კი ნაკრების წინსვლის ერთ-ერთი დაბრკოლებაა.  საფრანგეთის ჩემპიონატთან შედარება? ვფიქრობ, ორი საუკეთესო გუნდი ბათუმის "დინამო" და თბილისის "დინამო" ლიგა 2-ის ბოლო საფეხურებისკენ იქნებოდნენ. 
მკითხველის კომენტარები / 68 /
აუხსენით ამ პრაქტიკანტს, რომ პლეიოფ-ში ნათამაშები გვაქვს უკვე ვაისის დროს! დღევანდელზე სუსტი შემადგენლობითაც! თუმცა ამას რა უნდა ელაპარაკო, ჩამოიყვანეს, ჩვენს გუნდზე ავარჟიშეს, აი ე.წ. მსხალი რომ არის "გრუშა", მოკრივეები რომ ვარჯიშობენ და უბახუნებენ, აი იმ გრუშის როლში გამოაყენებინეს საქართველოს ნაკრები ამ ტიპს ფედერაციის ვირთხებმა. რაღაც ალბათ იხეირეს კიდეც აბა ეს ტიპი საერთოდ სად იპოვეს? გამოცდილი მწვრთნელი დაილია ამ ქვეყანაზე? ახლა წავა სადღაც საფრანგეთის რომელიმე ჭ კლუბში, და ერთ-ორ წელიწადში შეიძლება რაღაც ისწავლოს კიდეც! ტფუ!
არტ
15:03 21-11-2023
6
სანიოლ!!!შენ და ფედერაცია კვარაცხელიას გარეშე ხართ ნულებიი 0,ახლა კი ილოცეთ რომ მარტში მოვუგოთ ლუქსემბურგს, თორემ მე პირადად გპირდებით რომ არ გავჩერდები!!!!!
სოსო
14:03 21-11-2023
8

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული