საქართველოსთან მარცხის შემდეგ საბერძნეთის ნაკრები უმწვრთნელოდ დარჩა

AutoSharing Option
ევროპის 2024-წლის ჩემპიონატის პლეი-ოფის ფინალში საქართველომ საბერძნეთს უმასპინძლა. ძირითადი და დამატებითი დრო 0:0 მორჩა, პენალტებში კი "ჯვაროსნებმა" 4:2 იმარჯვეს.

აღსანიშნავია, რომ ამ შეხვედრის შემდეგ სტუმრები უმწვრთნელოდ დარჩნენ. ბერძენთა დამრიგებელ გუსტავო პოიეტს კონტრაქტი ამოეწურა და როგორც ადგილობრივი პრესა წერს, ის აღარ გახანგრძლივდება.

საბერძნეთის ნაკრებიდან აბარგებაზე პლეი-ოფის მატჩებამდე თავად ურუგვაელიც საუბრობდა და არ გამორიცხავდა, სულაც ევრო 2024-ზე რომ გასულიყვნენ, მაინც წასულიყო.

altბოლო მატჩი თბილისში? - მოულოდნელი სიტუაცია საბერძნეთის ნაკრებში, პოიეტი ამბობს, რომ ყველა ვარიანტში მიდის


ინფორმაციისთვის, პოიეტი ირლანდიის ნაკრების მწვრთნელობის ერთ-ერთ მთავარ

კანდიდატად განიხილება, რომელ პოზიციაზე ვილი სანიოლსაც მოისაზრებდნენ. 56 წლის სპეციალისტი ბერძნებს 2022 წლიდან მოყოლებული ავარჯიშებდა. 


altგუსტავო პოიეტი: ჩემი ფეხბურთელები განადგურებული არიან

მკითხველის კომენტარები / 3 /
ეს ირლანდიელები ჩვენს შორის წაგებულზე იყო ჩასაფრებული?DDD
tobo
12:30 27-03-2024
1
რეალურად ორივე ნაკრები იმსახურებდა მოგებას და უბრალოდ უძლიერესმა გაიმარჯვა. ვინც წააგო ის წავიდა და რეალურად ურუგვაელი მწვრთნელი სულაც არაა ურიგო ადამიანი. ძალიან კარგი მწვრთნელია რომელმაც შეძლო და ფინალი პენლებამდე მიიყვანა სადაც ქართველების მეხუთე დარტყმამდე ქონდათ შანსი გასულიყვნენ ევროპაზე. მწვრთნელს არ წაუგია ეს თამაში ბერძნებმა წააგეს. როგორც ვილიმ აღნიშნა ქოჩორაშვილმაც და სხვებმაც თვითონ გამოთქვეს ინიციატივა რომ ისინი დაარტყამდნენ და მოვიგეთ, აქ ვილი არ ჩარეულა სავარაუდოდ, უბრალოდ დართო ნება კი ბატონო თქვენ დაარტყით თუ ასე გინდათო და 100% გაამართლა. ასევე იყო საბერძნეთის შემთხვევაში და მათ ვერ გაამართლეს იმედები. ღმერთი ჩვენსკენ იყო 26 მარტს.
roma bejanidze
22:13 27-03-2024
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული