"ევროპა საქართველოს ისტორიული არჩევანია და ამას ვერაფერი შეცვლის. არა რუსეთს", - წერს ქვილითაია სოციალურ ქსელში.
შეგახსენებთ, რომ ამ კანონპროექტის ხელახლა ინიცირების შემდეგ ნაკრების არაერთმა ფეხბურთელმა გამოაქვეყნა პოსტი და თქვა, რომ საქართველოს ადგილი ევროპაშია.
ქართველმა ფეხბურთელმა რუსულ გუნდ "სოჭში" გადასვლაზე უარი თქვა. არსებული ინფორმაციით, გიორგის წელიწადში 700 000 დოლარი შესთავაზეს. ინფორმაციას Geo Team ავრცელებს. გამოქვეყნებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ გიორგის უარის მიზეზი შემდეგია -
"მას არ სურს რუსეთში თამაში“.
ქვილითაიას აგენტმა ირაკლი ლილუაშვილმა დაადასტურა, რომ ფეხბურთელმა შეთავაზება ნამდვილად მიიღო, უარის მიზეზად კი "სხვა კარგი ვარიანტები“ დაასახელა.
"მან ნამდვილად მიიღო შემოთავაზება სოჭიდან. ჩვენ უარი ვთქვით, რადგან არის სხვა კარგი ვარიანტები - ეს არის მთავარი მიზეზი. ველოდებით კონტრაქტის დასრულებას”, - ციტირებს მედია ლილუაშვილის სიტყვებს.
30 წლის ქვილითაია უკვე მესამე წელია, რაც კვიპროსში, “აპოელში“ თამაშობს. მიმდინარე სეზონში მან 23 მატჩში 6 გოლი გაიტანა. ტრანსფერმარკეტზე მოთამაშის ამჟამინდელი ფასი 1,7 მილიონი ევროა.
უკრაინაში რუსეთის შეჭრის დაწყების შემდეგ, სპორტსმენმა თავისი პოზიცია გამოხატა ომთან დაკავშირებით. ის მოედანზე უკრაინის დროშით გავიდა და სოციალურ ქსელში დაწერა - "ჩვენ საერთო მტერი გვყავს".