"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

AutoSharing Option
Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი - Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ.

წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. 

"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია, სრულიად განსხვავდება ევროპულისგან.

პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება. 

ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ისე როცა ბურთს ვკარგავთ თუ ყველა მოვსდევთ უკან დაცვაში-ვთქვათ წაუკრა ჩვენმა საყრდენმა ფეხი ბურთზე და მეტოქე ამოსულია ცენტრზე..ჩვენ რას ვშვებით მერე?როგორაა ფეხბურთში,დაცვიდან ისევ იმათ უნდა გავასწროთ შეტევაში?
ისინი ნელა გარბიან უკან?
იქნება 2-3 კაცის წინ დატოვებით იმათ მინიმუმ 4 კაცს ვბლოკავთ და მთელი გუნდით ვერ გვიტევენ მერე.
ხო ცნობილი ამბავია ყიფიანს რო დაუყვირა ახალკაცმა უკან ნუ მოდიხარ იმათი მცველები ჩვენ კართან მოგყავსო.
ეს რა თქმა უნდა გრუბად ნათქვამია ყველაფერი.
კი,უკან უნდა ჩამოვიდეთ მაგრამ ზოგი ჩემი აზრით სტატიკურად უნდა ჩამოყვეს კაცს და პადკატებზე კი არ უნდა გაიხიოს არამედ ისეთი ადგილი უნდა ჰქონდეს საიდანაც წინ კარგად დაგაზავს.
ყველაფერი რო ვიცოდე მწვრთნელი ვიქნები,ამ შუაღამეს აქ კი არ დავაკომენტებ
Levani
28 აპრილი 2024 02:23
6
არაბ გულს ნუ გაიტეხ,ტურისტებად მიდიან.
თოკა
27 აპრილი 2024 19:29
50
დაგასველე ენაზე და კლავიატურაზე თოკა !!!!!
gerchi
27 აპრილი 2024 23:08
0
ესეთი აზრი ბიძინასაც კი არ მოუვა თავში,თან 30მლნ დადო კონზე. მიუხედავად იმისა რომ გადამგდებია. რატომ გინდა რომ ჩვენი ნაკრები ცუდად გამოვიდეს ჩემპიონატზე,?? ვერ ხედავ რომ ზიზღს იწვევ ხალხში.?
დავით 67
27 აპრილი 2024 23:07
9
ყველა გამოხმაურება
რატომ მიბლოკავთ კომენტარებს?
ონოფრე
27 აპრილი 2024 18:39
1
არა- ევროპული სახელი გაქვს და ალბათ იმიტომ )))
gpi
27 აპრილი 2024 23:10
4
სიმართლის თქმა ყველას საქმეა, უბრალოდ ვინ რას თვლის სიმართლედ ეგ არის საკითხავი... ეს, ზოგადად, არაბიძეს არ ეხებ
დათო
27 მაისი 2024 15:08
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული