"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

AutoSharing Option
Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი - Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ.

წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. 

"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია, სრულიად განსხვავდება ევროპულისგან.

პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება. 

ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 65 /
მე ვფიქრობ ერთ ამხანაგურ მატჩში უნდა დაუძახოს, ვნახავთ ყველა თუ არის ნაკრების დონეზე. იქნება გლიჯავს ყველაფერს? თუ არადა ჩვენც დავისვენებთ და თვითონაც
კახა
27 აპრილი 2024 17:28
0
ფეხბურთელები პოლიტიკაში არ უნდა ერეოდნენ თავისი საქმე უნდა აკეთონ კარგად. რაც შეეხება ევროკავშირს უმცროსმა თაობამ უნდა მოუსმინოს უფროს თაობას რადგან ჩვენ უკვე ვივხოვრეთ სსრ კავშირში რა დირექტივები მოდის ევროპიდან იმის მეასედი არ მოდიოდა საბჭოთა ხელმძღვანელობიდან თუ ჩვენ უნდა მივიღოთ ის სიბინძურე რასაც გვაძალებენ.დავივიწყოთ ენა სარწმუნოება და მამული ანუ ქართველობა რისთვისაც ჩვენი წინაპრები იბრძოდნენ , მაშინ ტ...ში გაიკეთონ კანდიდატობა და წევრობაც. ჩვენ გვყავს და გვიფარავს უფალი, თუ უფალს ზურგს შევაქცევთ ვერანაირი კავშირი ვერ გვიშველის, ევროპა მატერიალურად მდიდარია ,სულიერად უღარიბესი, არჩევანი ჩვენზეა. საქართველოს ჭირი არის ყველა ეპოქაში ბევრი მოღალატე, ამჟამად ქვეყანას ღალატობს ეგ. წოდებული გაერთიანებული ოპოზიცია, მივმართავფეხბურთელებს ნუ ჩაეწერებით მათ რიგებში. მე არც ქოცი ვარ და ღმერთმა დამიფაროს ნაცივიყო, თუმცა 29 აპრილის აქციაზე გავდივარ რომ მსოფლიომ დაინახოს რა უნდა ქართველ ხალხს.
იმერელი
27 აპრილი 2024 15:18
33
ღმერთმა დაგვიფაროს თქვენი მოსმენა! თქვენ ის თაობა არ ხართ, რომელმაც განახევრებული საქართველო დაგვიტოვა. თქვენ ის თაობა არ ხართ სსრკს რომ აქებდით და დღესაც აქებთ,37მანეთიანი ბილეთებით მოსკოვი რომ გენატრებათ? რაც მალე წახვალთ იმ ქვეყნად უფრო კარგი იქნება. მხოლოდ მაშინ ამოისუნთქებს საქართველო.სულ ცოტა კომუნისტური იდეებით მაინც აღარ გაზრდით შვილებს
ლევანი
27 აპრილი 2024 16:13
40
სირცხვილია ლევან, დედ-მამა არა გყავს, ჰკითხე, მისი თაობა როგორ იბძოდნენ დაუნდობელ პირსისხლიანი რუსეთის იმპერიის წინააღმდეგ. სამარცხვინოდ აიჩემეთ 37 მანეთიანი ბილეთები,
გაიოზი
27 აპრილი 2024 21:41
3
ყველა გამოხმაურება
სხვას რომ ეუბნები შენც უნდა მოისმინო!! სიმართლეს გეტყვი ბურთს რო დაკარგავ უნდა სდიო დასაბრუნებლად ან სივრცე უნდა ჩახურო დაცვაში!!! კიარ დარჩე ადგილზე
კლაუსი
27 აპრილი 2024 12:20
6
არ მაქვს იმის ილუზია რომ ჯგუფიდან გავალთ, მაგრამ იქნებ ვინმემ დაწეროს ვის მაგივრად გესახებათ ამ ბიჭის ადგილი გუნდში. თუ ხასიათის გამო არ იწვევენ გუნდში ეს სამარცხვინოა. ტკბილი და მურაბა ხასიათის ბიჭები არ თამაშობენ ფეხბურთს.
დავით 67
27 აპრილი 2024 16:24
8
არსებულ ტაქტიკაში 3-5-2 ოთხი კაცი გვყავს წინ: კვარაცხელია, ზივზივაძე, მიქაუტაძე, ქვილითაია. მეხუთე კაცად შეიძლება დავითაშვილი განვიხილოთ, რომელსიც ხან ნახევარზე შეჰყავს ხან წინ.

ერთადერთი ადამიანი ვისზეც ამ ხუთ კაცში შეიძლება იფიქრო დატოვოს და არაბიძე წაიყვანოსო, არის ქვილითაია. მაგაზე იმედია არ ვკამათობთ რომ დანარჩენი 4 ხელშეუხებელია. ეხლა შეხედე - სტილის მიხედვით შემცვლელი ვისაც არ ჰყავს ეს არის ზივზივაძე. მაღალ გადაგდებულ ბურთებზე თამაში რომ დაგვჭირდეს. ქვილითაია არის დაახლოებით მისი სტილის. არაბიძე არის ბურთით “მომატავე” , ბურთიდ წამღები ფეხბურთელი ხომ. ეგეთი გვყავს სამი. გარდა ამისა სამივე თამაშობს უფრო მაღალი დონის ჩემპიონატში, ხვიჩაც, ზურიკოც და მიქაუტაძეც. ვის მაგივრად გინდა რომ წაიყვანო?
მე გეტყვი ვის მაგივრად არ უნდა ითამაშოს.
27 აპრილი 2024 17:33
5
მოპასუხეს. ჰოდა მეც მასე ვფიქრობ. ვერ ვხედავ მის ადგილს გუნდში. მიუხედავად მისი პატივისცემისა
დავით 67
27 აპრილი 2024 18:26
3
ყველა გამოხმაურება
მე არ ვიცი რა მოხდა და რატომ არ ათამაშებენ ნაკრებში, მაგრამ ვიცი, რომ სადაც იყო წასული, არსად არ ათამაშეს, არც უკრაინაში, არც რუსეთში, არც თურქეთში და არც პორტუგალიაში. თან ეს არ არის პირველი ხუთეულის ტოპჩემპიონატები. ყველგან დაჩაგრეს? იქნებ საკუთარ თავშიც უნდა ეძებოს მიზეზი? მისი კომენტარების მიხედვით, არ მგონია თვითონ, საკუთარ მიდგომაში რაიმეს შეცვლას ცდილობდეს .
Baxt
27 აპრილი 2024 14:59
7
სამაგიეროდ ახლა ხო თამაშობს და ტორპედოს უპირობო ლიდერია.
გიგა
27 აპრილი 2024 18:29
7
მაშინ რატომ უყურებთ ფეხბურთს, თუ არაბიძე არ მოგწონთ?! -კაცს, რომელსაც გოლიც გააქვს, კარშიც ზუსტად ურტყამს სხვასთან შედარებით, კაცსაც ატყუებს! თქვენ ეტყობა თამაშებს არ უყურებთ(რა თქმა უნდა არ უყურებთ - ტროლ-ბოტების ქარხნიდან პოსტავთ) სადაც არაბიძეს უამრავჯერ ეუხეშებიან, ის კი წყნარად წამოდგება და არც მსაჯს ეჩხუბება და არც ხელებს შლის ხვიჩასავით(მაგას ვენაცვალე). ხვიჩამ რამდენი ყვითელი მიიღო და მნიშვნელოვანი თამაშები გამოტოვა! ახლა გეკითხებით ვის აქვს ცუდი ხასიათი?!
ომეხი
27 აპრილი 2024 15:08
9
ისე ლაპარაკობთ სირბილზე, დისციპლინაზე და ხასიათზე, თითქოს გერმანიის, საფრანგეთის ან ინგლისის ნაკრები ვიყოთ და იმის ფუფუნება გვქონდეს, რომ შუსტერის, კანტონას, ან თუნდაც გასკოინის დონის ფეხბურთელებზე უარი ვთქვათ. არაბიძე მესი არააო და საქართველოა არგენტინა? რა, არგენტინის ნაკრებში მიწვევაზე აქვს პრეტენზია? ჩვენში, თუ კარში ვერავინ ურტყამს მისნაირად და ვერც პასს აკეთებს, მესიც ყოფილა საქართველოს ნაკრებისთვის და მეტიც. თუ "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ტაქტიკაში მოახერხეს მწვრთნელებმა მესისათვის ე.წ. თავისუფალი პირობების შექმნა, ჩვენთან უფრო მარტივი არ არის? ჩემპიონობისთვის ვიბრძვით? 7 თამაში გვაქვს დაგეგმილი? ანდა, კონკრეტულად რომელ თამაშში აპირებთ სირბილს? ერთი აირჩიეთ, ვინაიდან ცხრა დღეში სამ თამაში, თანაც სხვადასხვა ქალაქში, ღადაობთ? რა მაღალ ინტენსიობაზე საუბრობს სანიოლი? ქართველის კი არა, გერმანელების ფიზიკური კონდიციები ვერ გაუძლებს ასეთ გრაფიკს.
goga
27 აპრილი 2024 13:17
9
მისნაირი და მასზე უკეთესი პასი და მისნაირი და უკეთესი დარტყმა არავის აქვს საქართველოს ნაკრებში?
სოსო
27 აპრილი 2024 13:21
12
რატომაა მაშინ ტორპედოში? მთელი ნაკრები ევროპაში თამაშობს.
დიდუბელი
27 აპრილი 2024 15:25
6
ტაქტიც საჭიროა,გიორგი!ცამდე მართალიც რომ იყო,თუ ამით გუნდში სიტუაციას გააფუჭებ,ისევ შენ შეგელევიან.მთელი გუნდის არევას,ისევ გაჩერება სჯობია,გუნდისათვის.სიმართლე ისე უნდა დაამტკიცო,რომ ამით გუნდის ერთიანობას არ ავნო."ზოგჯერ თქმა სჯობს,არათქმასა,ზოგჯერ თქმითაც დაშავდების".წარმატებებს გისურვებ.იქნებ ამ საკითხებზე,თუნდაც შენივე გუნდის მწვრთნელს დაელაპარაკო.ბევრ რამეს აგიხსნის,გასწავლის,ბევრ რამეს სხვა თვალით შეგახედებს და ყველასათვის უკეთესი იქნება.პირველ რიგში კი,შენთვის.მჯერა,რომ ნაკრებში ითამაშებ.შეგიძლია და ვალდებულიც ხარ,ნაკრებსაც გამოადგე.
სოსო
27 აპრილი 2024 11:55
3
არ დარბის ეს ბიჭი. მოედანზე სიარულს მესის უტარებდნენ მარტო.
321
27 აპრილი 2024 12:00
9
რათუნდა იმას დავა რომ არაბიძეს ნაკრებში ვიღაც ბლოკავს? ან დებილები ხართ ან თავს იდებილებთ და გინდათ სხვაც დაადებილოთ... რომელი ჩვენი ნაკრები ნახეთ დიდად მორბენალი? რომელი უქნია ძაან მორბენალი? ქვილითაია მოსეირნე კვეკვესკირი კუ აბუჯანია თუ რომელი ერთი ჩამოვთვალო?
roni
27 აპრილი 2024 14:16
19
მოეშვით შეთქმულების თეორიებს. მოედანზე მოსისრულე ტიპი არავის არ უნდა
ვაჟა
27 აპრილი 2024 14:28
15
ვაჟა ბატონო თამაშში ორი გოლი გაიტანოს და რამდენიც უნდა ისეირნოს.
ჯიმი
27 აპრილი 2024 16:32
0
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული