"სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან..." - არაბიძე ნაკრებზე, სანიოლთან შეხვედრაზე და მის ხასიათზე

AutoSharing Option
Youtub-ზე დიმიტრი ობოლაძისა და ნოდარ სიმსივეს არხ ლაი ლაი - Lai Lai-ზე საფეხბურთო გადაცემის მორიგი სტუმარი ქუთაისის "ტორპედოს" შემტევი გიორგი არაბიძე გახლდათ.

წამყვანები მას ამ დროისთვის ყველაზე აქტუალურ საკითხებზე ესაუბრნენ. არის თუ არა არაბიძე მზად ეროვნული ნაკრებისთვის და რას იტყვის ხშირად ნახსენებ საკითხზე, რომ გიორგის ცუდი ხასიათი აქვს და ნაკრებში ამიტომ არ უხმობენ. 

"ვფიქრობ, ფიზიკურადაც და მენტალურადაც ნაკრებისთვის მზად ვარ. თავიდან ევროპაში, რომ ჩადიხარ არ იცი რა ხდება... დროს კარგავ, ადაპტაცია იწელება, მარტო გარემოს და ა.შ. არ ვამბობ... ის მოთხოვნები,
რომელიც ჩვენს ჩემპიონატშია, სრულიად განსხვავდება ევროპულისგან.

პორტუგალიაშიც ვიყავი, რუსეთშიც, უკრაინაშიც და ჩემთვის მაღალი მიზნებისკენ სწრაფისთვის მოთხოვნა ახალი ნამდვილად არ იქნება. 

ხასიათი? ვიღაცას შეიძლება გიჟი ვეგონო, "არაბა" გამოვა და ვიღაცას ეჩხუბებაო... სიმართლის მოსმენა ბევრს არ უყვარს და მაგას ცუდ ხასიათს ეძახიან, მე მაგას არა ცუდ ხასიათს, არამედ სიმართლეს ვეძახი! შემხვდა თუ არა ქუთაისში ჩამოსული სანიოლი? - არა, მასთან არანაირი საუბარი არ მქონია", - თქვა არაბიძემ.
მკითხველის კომენტარები / 65 /
ჩვენს ქვეყანაში სიმართლის მოსმენა კი არა,დამნაშავე რომ იყოს და ფაქტზე წაასწრო იმაზე დაგფიწყებს საუბარს რომ მართალი ვარო. ასეა სამწუხაროდ ჩვენთან და მაგიტომაცაა რომ კარგად ვართ!
გეგი
27 აპრილი 2024 13:51
3
მე ვფიქრობ ეს ბიჭი ნაკრებში არ ივარგებს,მისი ხასიათის გამო არაფერ სარგებელს არ მოიტანა გუნდს და სიტუაციასაც გააფუჭებს გასახდელში
ლმ.ს. მაჩი
27 აპრილი 2024 13:28
39
შენ ვერ ხარ სრულ ჭკუაზე? რეებს ბოდიალობ? ვიღაცის მონაჩმახს რო იმეორებ გასანგრევი გაქვს სიფათი. იცნობ პირადად? რა ხასიეთებზე ლაპარაკობ?
მოურავი
27 აპრილი 2024 18:37
6
იცნობ მის ხასიათზე რო საუბრობ?
Tem
27 აპრილი 2024 14:02
4
ისე ლაპარაკობთ სირბილზე, დისციპლინაზე და ხასიათზე, თითქოს გერმანიის, საფრანგეთის ან ინგლისის ნაკრები ვიყოთ და იმის ფუფუნება გვქონდეს, რომ შუსტერის, კანტონას, ან თუნდაც გასკოინის დონის ფეხბურთელებზე უარი ვთქვათ. არაბიძე მესი არააო და საქართველოა არგენტინა? რა, არგენტინის ნაკრებში მიწვევაზე აქვს პრეტენზია? ჩვენში, თუ კარში ვერავინ ურტყამს მისნაირად და ვერც პასს აკეთებს, მესიც ყოფილა საქართველოს ნაკრებისთვის და მეტიც. თუ "ბარსელონას" და არგენტინის ნაკრების ტაქტიკაში მოახერხეს მწვრთნელებმა მესისათვის ე.წ. თავისუფალი პირობების შექმნა, ჩვენთან უფრო მარტივი არ არის? ჩემპიონობისთვის ვიბრძვით? 7 თამაში გვაქვს დაგეგმილი? ანდა, კონკრეტულად რომელ თამაშში აპირებთ სირბილს? ერთი აირჩიეთ, ვინაიდან ცხრა დღეში სამ თამაში, თანაც სხვადასხვა ქალაქში, ღადაობთ? რა მაღალ ინტენსიობაზე საუბრობს სანიოლი? ქართველის კი არა, გერმანელების ფიზიკური კონდიციები ვერ გაუძლებს ასეთ გრაფიკს.
goga
27 აპრილი 2024 13:17
9
რატომაა მაშინ ტორპედოში? მთელი ნაკრები ევროპაში თამაშობს.
დიდუბელი
27 აპრილი 2024 15:25
6
მისნაირი და მასზე უკეთესი პასი და მისნაირი და უკეთესი დარტყმა არავის აქვს საქართველოს ნაკრებში?
სოსო
27 აპრილი 2024 13:21
12
გიორგი ესეთი განცხადწბები არ შეიძლება როგორ ფიქრობ ამის მერე უფეო დაგიძახებენ ნაკრებში მწვრთნელზე რო მაგას იტყვი არა ჩემო ძმაო დიდ პატივსაც გცემთ მაგრამ ესე ნაკრებს სამუდამოდ დაემშვიდობები და ძალიან გულდასაწყვეთი იქნება მეტი თავშეკავებულობა და კონტროლი სიტყვების რასაც გთხოვენ მაგრამ მაგის მაგივრად გაბრაებულიი კომენტარება იძლევი .. ესე არ გამოვა ჩემო დზმაოო ამიტომ შეცვალე მიდგომა მწვრთნელის მიმართ და შეიცვლება შენიი კარიერაც უფრო დიდი გუნდისკემ
დათა
27 აპრილი 2024 13:02
18
მერედა რაა ამაში არასწორი? ნაკრებში, რომ თამაშობ იმ ბიჭებს უნდა ეთამაშო და მათთან თამაშის გამოცდილება უნდა გქონდეს და არა საქართველოს დაბალი დონის ჩამპიონატში. კი იყო ევროპაში და რუსეთში არაბიძე, მაგრამ რა გააკეთა? დაბრუნდა უკან ე.ი. არ ივარგა. მაგ სიმართლის ლაპარაკს ხომ არ აჯობებს კარგად ივარჯიშოს?
ჟორა
27 აპრილი 2024 13:02
15
აი არაბიძის ამ პასუხიდანაც გამოჩნდა მისი ავყია ხასიათი. არაბიძე ყოფილა ერთადერთი სიმართლის მთქმელი ნაკრებში და დანარჩენები მშიშრები და მლიქვნელები
ხვიჩა
27 აპრილი 2024 12:59
18
მე არ მგონია ადამიანი რაიმეს ამბობდეს და იმას ფიქრობდეს, რომ ის სიმართლეს არ ამბობს. ამიტომაა ნათქვამი "ყველას თავის სიმართლე აქვსო", მაგრამ შენ, რომ სიმართლე გგონია არის ჭეშმარიტება? ანუ სიმართლის სწორად ასახვა? კაცი ევროპაშიც იყავი და რუსეთშიაც და არსად არ გამოდექი, ბოლოს ისევ საქართველოში დაბრუნდი. საქართველოს ჩემპიონატში პელე უნდა იყო, ნაკრებს რომ გამოადგე, შენ კი რამდენიმე ბურთი გაიტანე და ევროპაზე მათამაშეთო, ასე არაა ძმობილო. ფეხბურთელმა სიმართლე მაშინ უნდა ილაპარაკო, როცა როლანდოსა და მესის დონეს მიაღწევ, მანამდე კი უნდა ჩაღუნო თავი და დღე და ღამე უნდა იმუშაო და დაოსტატდე. ანუ კბილი უფალმა მარტო საჭმლის საღეჭად კი არ მოგცა, იმისათვისაც, ხანდახან ენას რომ დააჭირო.
ჟორა გაბრიჭიძე
27 აპრილი 2024 12:57
13
არა უშავს გიორგი! ბევრს ინანებენ ეს "ძალად ევროპელები", რო არ გამოგიძახეს ნაკრებში, რადგანაც მაგრად ჩაიკუკავენ ევ. ჩემპიონატზე. აგერ შენ და აგერ ჩვენ! აბა მოემზადეთ დაშტამპული იარლიყების მოკერებაზე: აი შე რუსეთუმო, პუტინისტო და ასე შემდეგ. სულ ცალ ფეხზე არ მკიდია, თქვენი იარლიყები?
გაგა
27 აპრილი 2024 12:48
35
ეგ იმის ბრალია, რომ ფედერაციაშიც "ევროლიბერალები" არიან !
ეს კობიაშვილები, იაშვილები და სხვა ევროპულ გუნდებში ნამყოფ-ნათამაშევები !
მაგათ ბინებიც ექნებათ ევროპაში და შვილებსაც ევროკავშირის მოქალაქეობა ექნებათ ... :)))


აი ეგრე ! ძირს ევროპა !
27 აპრილი 2024 13:08
10
სხვას რომ ეუბნები შენც უნდა მოისმინო!! სიმართლეს გეტყვი ბურთს რო დაკარგავ უნდა სდიო დასაბრუნებლად ან სივრცე უნდა ჩახურო დაცვაში!!! კიარ დარჩე ადგილზე
კლაუსი
27 აპრილი 2024 12:20
6
ჩვენთან ერთი ძალიან სულელური წესი აქვთ, არამარტო ამჟამინდელ მწვრთნელს წარსულშიც მრავლად იჩაგრებოდნენ ადგილობრივი მოთამაშეები, არაბიძე რომ პოლონეთში ან თუნდაც კვიპროსზე თანაშობდეს აუცილებლად დაუძახებდნენ ნაკრებში...
Givi
27 აპრილი 2024 12:15
11
მერე ვინ უშლის ევროპაში თამაშს? იყო და არ გამოუვიდა!ძალიან ნიჭიერი ახალგაზრდა იყო, როგორც ოქრუაშვილი თარგამაძე და კიდევ ბევრი, მაგრამ აღარ განვითარდენ, რატომ? იმიტომ რომ შრომა ეზარებათ, რასაც შრომობენ ათი იმდენი უნდა იშრომონ,აი მაშინ ყველა დიდი ფეხბურთს ითამაშებდა, და არ ექნებოდა სანილთან სახვეწარი წამიყვანე ნაკრაბშიო,პირიქით იქნებოდა. ეს არის ჩემი აზრით სიმართლე!
დავიდუსი
27 აპრილი 2024 13:51
8
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული