კომპიუტერის აზრით, საქართველოს ნაკრები ევრო 2024-ზე უიმედოდაა - რა შანსები აქვს გერმანიაში სანიოლის გუნდს ხელოვნური ინტელექტის გამოთვლით

AutoSharing Option
YouTuber-მა ჯეიმს ალკოტმა ნეიროსეტების დახმარებით ევრო 2024-ის ტურნირის შედეგების სიმულაცია 10 000-ჯერ გააკეთა.

ხელოვნული ინტელექტის მეშვეობით, კომპიუტერმა გამოთვალა, რომ ამ დიდ საფეხბურთო ფორუმზე ჩემპიონობის ყველაზე კარგი შანსი პორტუგალიას აქვს, ყველაზე ცუდი კი - საქართველოს.

სავარაუდო ჩემპიონთა შორის მეორეზე ინგლისია, მესამეზე საფრანგეთი, მეოთხეზე ესპანეთი, მეხუთეზე კი ბელგია.

აღსანიშნავია, რომ ალკოტმა ჯგუფური ეტაპის შედეგებიც გამოთვალა, სადაც ვილი სანიოლის გუნდი ასევე ბოლო ადგილზე გავიდა.

ევროპის ჩემპიონატი 14 ივნისიდან 14 ივლისის ჩათვლით გერმანიაში გაიმართება, საქართველოს ნაკრების მეტოქეები კი ჯგუფში თურქეთი, პორტუგალია და ჩეხეთი იქნებიან.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ეგ რომელია? რეალი უშანსოდ აგებს სიტისთანო რო იძახდა?
მეგრელი
15:33 27-04-2024
2
მიდით რა ლომებო,დატოვეთ გაოგნებული ეგ ხოლოვნური ინტელექტი და ჯეიმსონა,შეულაღლაღეთ ქართულ-ჯიგრულად ოსმალოებს,ჩეხებს და პორტუგალიელებს.
ქართველი
14:38 27-04-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული