ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

Sportall.Ge

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 40 /
აზაროვი კარგია, მაგრამ ფიზიკურადაა სუსტი ანანიძესავით.
ზორო
24 მაისი 2024 14:10
7
მამუჩაშვილია გამოსაძახებელი, ტიპი 4 პოზიციაზე თამაშობს , დაცვისან შეტევამდე წინდა იკან სულ მოძრაობს ბევრს დარბის არ იღლება, 120 წუთი შეუძლია ტიპმა ირბინოს გაუჩერებლად, ბევრ სამუშაოს ასრულებს რაც მას არ ეხება იმასაც, ზუსტ პასებს იძლევა კარგი და ძლიერი დარტყმა აქვს, რავიცი მე სანიოლის ადგილზე მას წავიყვანდი
ნიკოლოზი
24 მაისი 2024 17:51
9
Azarovi uechveli gvindaaa
Taxo
24 მაისი 2024 16:52
4
რაღაც საეჭვოდ გამოხტა ოქრი და რა ვიცი, აბა...არ გამიკვირდება ამათ რომ მუჯირის მამაც გამოიძახონ.))))
ვითომ ოქრი?)))
24 მაისი 2024 15:43
5
ამიტომ უნდა გამოიძახო გაფართოებული სემოდგენლობა
1 თვით ადრე რომ ასაცელებ 26 კაცსს რა იცი რა ხდება. იქნებ ვინმე დაშავდეს. ან რამე პრობლემა შეხვდეს. იქნებ ვისაც იძახებ არ არის ფორმაში. ხო უნდა შეამოწმო
d
24 მაისი 2024 14:20
1
შენგელია და ქვილითაია გამოაკელით სიას კიდევ და ისე წადით ევროზე 23 კაცით!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 14:19
12
რა მამუჩაშვილი ხალხო? საღ ჭკუაზე ხართ? ამ საკვებში აშკარად რაღაცას ირევენ ტვინი რო აგერიოთ.... ზოგს რუსეთი ჰგონია დედა სამშობლო ზოგს მამუჩა ჰგონია ახალი ლუკას ვასკესი.. აზაროვის დიდად არ მეხატება გულზე დაცვაში სუსტია მაგრამ მამუჩაშვილს თავისივე ფლანგზე რო დააყენო იქაც აჯობებს რა მამუჩა ტვინი გაატოკეთ ხალხნო?! ან გაგნიძე ან აზაროვი. საზონოვიც კაი იქნებოდა წაეყვანა სად გამოჩხრიკეს ტაბიძე?
რონი
24 მაისი 2024 20:47
3
ზემოთ სწორი ეწერა და ამიტომ სჯობს სანამ იქნება ბოლო ვადა გამოსაძახებლის დასახელების, სწორედ იქამდე გაწელონ, რომ ბოლო მომენტში დაამატონ ის ვინც შეიძლება იმ წუთისთვის დასჭირდეს ნაკრებს. თუ გაიბრწყინა ვიღაცამ მაგალითად ამ ხნის მანძილზე სასწაულად, ის შევა
C
24 მაისი 2024 15:34
1
აზაროვი ან არაბიძე
ვანო
24 მაისი 2024 15:01
3
სამართალი თუ არსებობს ირაკლი აზაროვი უნდა იყოს ნაკრებში ევროპაზე. მიუხედავათ სხვა პოზიციებისა ჯაბას და აზაროვს შორის.
G.LA
24 მაისი 2024 17:23
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული