ვინ ჩაანაცვლებს კანკავას და იქნება სია 26-კაციანი?

AutoSharing Option
მოგეხსენებათ, ევროპის ჩემპიონატისთვის საქართველოს ნაკრების განაცხადს ჯაბა კანკავა საკუთარი სურვილით გამოაკლდა. ვილი სანიოლს ახალი ფეხბურთელის დამატება სჭირდება. სიაში საყრდენი ნახევარმცველების ნაკლებობა ნამდვილად არაა, შესაბამისად, არც იმის აუცილებლობაა, ჯაბა მისივე ამპლუის ფეხბურთელით ჩანაცვლდეს. ჩვენც ამ ამბავს ოფიციალურად დაველოდებით, მარჩიელობას არ ვაპირებთ, მაგრამ თემის აქტუალურობიდან გამომდინარე, მასზე ვიმსჯელებთ.

გულშემატკივრებს შორის ახლა ყველაზე დიდი მოლოდინი ირაკლი აზაროვს უკავშირდება. იქნებ სანიოლმა არსებულ ვითარებაში მაინც დაუშვას და მარცხენა ფლანგზე მესამე ალტერნატივა ჰყავდეს. კიდევ ერთხელ დავაფიქსირებთ, რომ ირაკლიმ ნაკრების წარმატებისთვის "ერთა ლიგაზე" ბევრი გააკეთა, კონკურენციისა და
ბოლო მატჩებში შენგელიასა და წიტაიშვილის კარგი გამოსვლის მიუხედავად, ის ევროზე ყოფნას იმსახურებს!..

სანიოლის სამუშაო სტილისა და ხასიათის გათვალისწინებით, მაინც მოსალოდნელია, მან კანკავა შუახაზელით ჩაანაცვლოს. ფრანგი სპეციალისტი გუნდში ყოფნის გამოცდილებას მაინც დიდ მნიშვნელობას მიანიჭებს და ასეთი განაცხადს მიღმა ვლადიმერ მამუჩაშვილია. ბათუმის "დინამოელი" თითქმის მუდმივად იყო სანიოლის რჩეულებში და მას ერთხელ მთელი მარჯვენა ფლანგიც ჩააბარა. მიმდინარე სეზონში მის ანგარიშზე 4 გოლია.

ნიკა გაგნიძე

Sportall.Ge

ჩვენი მხრიდან "ჯვაროსნების" თავკაცს ნახევარმცველის კიდევ ერთ ვარიანტს შევახსენებთ. ეროვნული ლიგის ლიდერ გორის "დილაში" ნიკა გაგნიძე გამორჩეულია.

გაგნიძე ევროპის 21-წლამდელთა ჩემპიონატიდან გულშემატკივრებს კარგად ახსოვთ როგორც თამაშით, ასევე ტრავმის შემდეგი ემოციებით. მიმდინარე სეზონში ნიკას 2 გოლი და 5 საგოლე პასი აქვს. პრობლემა ისაა, რომ მან ბოლო ტური გამოტოვა, მანამდე კი მხოლოდ 33 წუთი ითამაშა.

შეგახსენებთ, კანკავას გადაწყვეტილებამდე, საქართველოს ნაკრების განაცხადი 26-კაციანი იყო. აქვე იმასაც გეტყვით, სიის ბოლომდე დაკომპლექტება სავალდებულო არაა.

Edit: სანიოლმა გაბრიელ სიგუა გამოიძახა!..

alt"მინდა, ჩემი გადაწყვეტილების შესახებ გითხრათ..." - ნაკრებში გამოძახებული ჯაბა კანკავა ევროპის ჩემპიონატზე არ ითამაშებს

altსაქართველოს ნაკრების სავარაუდო სასტარტო შემადგენლობა ევრო 2024-ზე - განაცხადის ანალიზი

მკითხველის კომენტარები / 40 /
ამოდენა სანქციები მოდის და ე მანდ ნაკრებიც არ დაგვისანქცირონ!
მწვრთნელი
24 მაისი 2024 16:35
20
მე ოთარ მარცვალაძე მომეწონა ბოლო თამაშში,ხორვატიას რო მოვუგეთ საგოლე პასი შეასრულა.
მე მგონი უნდა გამოიძახოს
Levani
24 მაისი 2024 15:18
5
Memgoni umetesoba tanxmdeba rom azarovi ualternativod!
Qomagi
24 მაისი 2024 18:20
1
გელას გამოიძახებენ უეჭველი, გვარი კი იცით.....
გელას ძმა, ნუგზარა
24 მაისი 2024 15:49
3
ვფიქრობ საზონოვი უფრო გამოადგება ნაკრებს. ბოლო მატჩში საბერძნეთთან ყველა მაგარი იყო, ყველა მოტივირებული და ბრძოლის ჟინით იყვნენ მაგრამ ერთია ბრძოლისუნარიანობა და მეორე პროფესიონალიზმი. ერთ თამაშს კარგად ყველა ფეხბურთელი ითამაშებს. ამიტომაცაა მწვრთნელის ხედვა საჭირო რათა გამოიცნოს თუ ვინაა უფრო სტაბილური და საჭირო გუნდისთვის.
დავით 67
24 მაისი 2024 17:28
2
მამუჩაშვილის ფორმაზე წერდნენ ქვემოთ და რომ იცოდეთ, მამუჩაშვილი არის ერთ-ერთი ყველაზე ფიზიკურად მომზადებული ფეხბურთელი ამ ნაკრებში. ყველაზე მეტ დროს ატარებს სავარჯიშო დარბაზში და თვითონ ფეხბურთელები ამბობენ ამას. ჩაკვეტაძეც ამბობდა ინტერვიუში, რომ მამუჩაშვილისგან მიიღო რჩევები რომელი დანამატები უნდა მიეღო და ა.შ.
მოკლედ, მამუჩაშვილი შეიძლება მაღალი კლასით არ გამოირჩეოდეს, მაგრამ ფიზიკური მომზადება ნამდვილად აქვს უმაღლეს დონეზე.
Burton
24 მაისი 2024 17:12
5
არცერთი!სიგუა წაიყვანოს გამოადგება!
ჯეჯე
24 მაისი 2024 17:07
5
კვირკველიამ ბოლო ტურში 16 წუთი ითამაშა, და შეცვალეს. თუ ტრავმირებულია, ისიც შეიძლება ვერ წავიდეს ევროზე.
რეალობა
24 მაისი 2024 16:04
0
შეიძლება აზაროვი კარგია და გაგნიძესაც არაუშავს მაგრამ მამუჩაშვილი ორივეს ბევრად ჯობია, სხვა კლასია რა , უფრო მაღალი.
მერაბი
24 მაისი 2024 17:40
15
Lუკა გაგნიდზე გამოიდზახეტ
David
24 მაისი 2024 14:28
15
Bolos rodis itamasha lukam am sezonshi???ori tamashiaq at ati wuti shecvalzs natamashi....
L.J .
24 მაისი 2024 15:24
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული