"როგორც ვიცი, ამის გამო კანკავა ნაკრებიდან გულდაწყვეტილი და ნაწყენი წავიდა... აზაროვის გამოუძახებლობის მიზეზზე ეს ჭორი გავიგე..." - სალუქვაძე საქართველოს ნაკრების შემადგენლობაზე

AutoSharing Option
Youtub-ზე "ამბასადორი სპორტის" თოქშოუს სტუმარი ჟურნალისტი ლევან სალუქვაძე გახლდათ, რომელმაც საინტერესო თემებზე ისაუბრა. მას კითხვა ირაკლი აზაროვის, გიორგი არაბიძის და ჯაბა კანკავას შესახებ დაუსვეს.

როგორც იცით, პირველი ორი ვილი სანიოლმა ევროპის ჩემპიონატისთვის არ გამოიძახა, კანკავამ კი დიდ საფეხბურთო ფორუმზე გამგზავრებაზე უარი თავად განაცხადა. 

"მიშა აბაიშვილის ნათლული არის ჯაბა და კარის მეზობელი. მაშინ თბილისის "დინამოში" ვმუშაობდი, მიშა ჩემთან მოვიდა და მითხრა, 17 წლის გამორჩეული ბიჭია და იქნებ გასინჯონო.

მაშინ მწვრთნელი გია გეგუჩაძე იყო და პირდაპირ მაგასთან ვერ მივიდოდი, ამიტომ სელექციონერ თემურ
უგრეხელიძეს ვუთხარი და მიპასუხა, ვიცი მაგ ბიჭის შესახებო და ვურჩევ მწვრთნელსო. ასე მოხვდა კანკავა "დინამოში".

ორ თვეში "ვისლასთან" და სხვა გუნდებთან ისე მაგრად ითამაშა, ყველა მასზე საუბრობდა. ამას იმიტომ ვიხსენებ, რომ ჯაბასთან ძალიან დიდი ურთიერთობა და სიყვარული მაქვს.

ვაჟკაცი ბიჭია, მოედანზე ლიდერი, ცხოვრებაში წყნარი, მშვიდი, ზედმეტს არ იტყვის და ილაპარაკებს. კიდევ ბევრი რამე ვიცი, რაც ვაჟკაცური საქციელები გაუკეთებია. 

პირადად მასთან ამ თემაზე არ მისაუბრია, მაგრამ როგორც ვიცი, გულდაწყვეტილი იყო ნაკრებიდან წასული. ალბათ, კარიერას რომ დაასრულებს, ყველაფერს თვითონ იტყვის.

შვედეთთან თამაში, რომ იყო და არ შეიყვანეს, მერე ამხანაგურ მატჩში არ დაუძახეს... ყველაზე მეტად, იცი, რა გამიკვირდა და მეწყინა? - "პირველ არხზე" გია თვალაბეიშვილმა ესპანეთთან 1:7 წაგების შემდეგ ვილი სანიოლს ჰკითხა, ალბათ, კანკავას წასვლის მერე ძალიან რთულია, ნახევარდაცვა ისე დაალაგო, შუაში პრობლემა არ შეგექმნასო. სანიოლმა უპასუხა, არ ვთვლი, ჯაბას წასვლა გუნდს რამეში დაეტყობოდაო. ეს მაფიქრებს, რომ შიგნით რაღაც იყო. 

მერე ბოლოს, რომ გამოიძახეს, გადამწყვეტი მატჩების წინ ძალიან სწორი გადაწყვეტილება იყო. ვფიქრობ, აქაც უარს იტყოდა, უბრალოდ, ისეთ შეხვედრებზე დაუძახეს, სამშობლოს ღალატის ტოლფასი იქნებოდა, უარი რომ ეთქვა. 

მგონია, რომ კანკავა ნაწყენია. როცა დაუძახეს, ჩამოვიდა და დაუდგა ქვეყანასა და ნაკრებს გვერდში, იქ კი უკვე წაიყვანეთ ახალგაზრდა ბიჭებიო. გული ძალიან დამწყდა. ყველამ ვიცით, რომ ის გერმანიაში კაპიტნობის, ვაჟკაცობის სიმბოლოდ მიდიოდა. 

რაც შეეხება არაბიძეს... ყველაფერზე მწვრთნელი არის პასუხისმგებელი და რაც უნდა გვედავა და გვეკრიტიკებინა, ცხვირში მოგვარტყა... გაიყვანა გუნდი და ხელებიც აგვიწევია, ნეტა სულ ეგრე იყოს.

იცი რა, მე მგონია, რომ იყო 22, მერე 23 და ახლა უეფამ უფლება მისცა, რომ 26 ფეხბურთელი წაიყვანონ. ამდენ ხალხს, რომ უნდა ეს ბიჭი, საქართველოს ჩემპიონატში, რომ გამორჩეულია, მე წავიყვანდი.

იცით, რატომ? - სალაპარაკოს ამ თემას არ გავხდიდი. ვთქვათ, მოცულობას ვერ ასრულებს, 90 წუთი კუთხურის ალმიდან კუთხურის ალმამდე ვერ დარბის.

სიტყვაზე, დარჩა 15 წუთი და ანგარიში 1:1-ია, ვერ იგებ და გამარჯვების შემთხვევაში გადიხარ, ხომ არის შემოსაყვანი?

ან შორიდან გააქანებს, დაარტყამს, ან სტანდარტულს კარგად მოაწვდის, ან ვიღაცას მოატყუებს,.იმ დროს მოედანზე მისი გადაადგილება კი არ გინდა, კრეატივი გინდა. თან მაგ ბიჭს რაღაც იღბალიც აქვს მოედანზე... არავინ ცუდად არ გამიგოს და პანიკებს არ ვტეხ, უბრალოდ, ჩემი აზრით, შეიძლებოდა, რომ წაეყვანა, თან ხალხს ძალიან უნდა და მოსწონს ეგ ბიჭი. 

რაც შეეხება აზაროვს, საერთოდ დიდი ფორუმების წინ სულ საკამათოა, მწვრთნელმა ვინ არ წაიყვანა, ან ვინ არ წავიდა.

რამხელა დონის ფეხბურთელები არ წაუყვანიათ... კრუიფი, კანტოლა, ჟინოლა, ბაჯო არ მიჰყავდათ, რაული... ახლა ვფიქრობ, რაულის დონეზე აზაროვის არწაყვანა, მაგხელა ამბავი არ არის.

არც ისეა საქმე, რომ იკითხავ, აზაროვი რატომ არ წაიყვანეო, არ არის ეს ჩარევა, რომ ერთი ამბავი ატყდეს... აზაროვს წაიყვანდნენ და სიტყვაზე, ვერ წაიყვანდნენ დვალს, ან გოჩოლეიშვილს...

აზაროვი ნაკრებში იყო, არაფერი არ დაუშავებია და რომ ვიკითხო, რატომ არ გამოიძახეთო, არ მაქვს უფლება?! სანიოლისგან რაც მოვისმინე, თქვა, რომ ირაკლიმ კარგად უნდა გაითავისოს, რომ მცველიაო და მის ადგილას გამოძახებული შენგელია და წიტაიშვილი მაგას ვერ გაითავისებენ, რადგან ამპლულით მცველი არცერთია. 

იმას არ ვამბობ, რომ შენგელია არ უნდა წაეყვანა. პირიქით, ძალიან კარგად ითამაშა საბერძნეთთან. უბრალოდ, ეს არგუმენტი, რაც მწვრთნელისგან მოვისმინეთ, არ ჯდებოდა.

მერე თქვა, "შახტარში" შეცდომები ჰქონდაო და უნდა გამოასწოროსო. მერე დონეცკში, რომ კარგად ითამაშა, ე.ი. გამოუსწორებია და სანამ ნაკრებში არ დაუძახებ, ამას ხომ ვერ დაინახავ?

ასეთი ამბავი გავიგე... ფეხბურთია, ტრიბუნაზე ზიხარ, ხან რა ჭორი ისმის და ხან რა... აზაროვს მძიმე ხასიათი აქვსო და ნაკრებში სიტუაციას არ უხდებაო. იგივე ითქვა არაბიძეზეც", - თქვა სალუქვაძემ.
მკითხველის კომენტარები / 54 /
ამის პროფესორობა ამოვიდა ყელში, წადი ბიძია კუშები არჩიე.
რაბუ
31 მაისი 2024 13:45
9
აბა !?
ან რა ხმა აქვს, ან რას მიედ მოედება .
დამსახურებული არტისტი გამიგია მარტო, სპორტსმენი - არა.
-
31 მაისი 2024 19:07
2
არ არის კარგი საქციელი ასე კურსების მიბმა ყველაფერზე.
ევროპის ჩემპიონატით არ მთავრდება არაფერი.
ამის მერე მსოფლიოზე უნდა გავიდეთ და პირდაპირ ჯგუფიდან.
ვისაც ფრითენზია გაქვთ იქ გამოიჩინეთ თავი.
მასე ძველ დინამოშიც ჩელებაძე ყვებოდა გულდაწყვეტილი ჩემს მაგიერ ჟვანია წაიყვანეს ფინალზეო.
მანუჩარი გაუშვეს და ესეც დიდი განსჯის საგანი იყო
ფეხბურთია,ყველა კმაყოფილი ვერ იქნება.
მაშინ უნდა გყავდეს 11 რკინის კაცი,სულ ჯანმრთელი როა და 6 უემოციო კაცი სკამისთვის-რო არ წყინთ სკამზე ჯდომა.
შენ კიდე გყავს 40-45 კაცი რომელიც ყველა პელეა მამამისს რო კითხო.
კარგით რა,რა დროს ეგაა,ვინც წავიდა და ვინც ვერ წავიდა ამჯერად ყველამ უქომაგეთ ნაკრებს.
და კიდე ერთი-ყველა კარგად ვერ ითამაშებს,წარმოუდგენელია მასეთი რამ,
მაშინ მოგვივიდა ევრო და ეგაა.
ხოდა მერეც არ უნდა-ეს რატო და ის რატო არა და ა.შ.შ.
Levani
31 მაისი 2024 17:47
1
ის სალუქვაძე არა ხარ შენ, ჩაკვეტაძეზე რომ ამბობდი, სადმე ქობულეთის შუქურაში დაასრულებს კარიერასო? რას აგესლავ სიტუაციაში, რა გინდა ბლინ, ძლივს შეკრული ნაკრებია და რას ჭორაობ ტუია ქალივით?
????
31 მაისი 2024 14:44
8
გუნდში ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს გუნდურობას და თყ ვინმეს თავი კიტრი გონია (ძირიტადად არაბოძეს ვგულისხმობ ნუ ქზაროვსაც ეხება) მწვრთნელტან ლაყბობს ბევრს და სიტუაციას რევს, თუ მესი და რონალდო არაა გუნდს არ უნდა გააკარო. უგდებს სხვებს მოტივაციას, ვარჯიშის სურვილს და იმაზე მეტი ზიანი მოაქვს ვიდრე სარგებელი მისი ნიჭით.
ასე რომ 3 კაცი ხელმძღვანელი რომ არ ყოფილხარ არასდროს პროფესორობას მოეშვით და დაუჯერეთ მენეჯერს(მწვრთნელს).
15 წუთით შემოყვანა კი შეიძლება გამოგვადგეს მაგრამ თუ აამტუტა სიტუაცია თავისი უპასუხისმგებლობით მაგ 15 წუთი არასდროს დადგება!
Giorgi
31 მაისი 2024 13:46
7
უბნის ჭორაობებმა იუთუბზე გადაინაცვლა
Emre
31 მაისი 2024 13:18
5
ბიჭო რომ ხედავ რომ კანკავა კაცია და ზედმეტს არ ლაპარაკობს და არ ჭორაობს იქნებ შენც გესწავლა რამე...
მინდია
31 მაისი 2024 14:30
3
აქ არის ერთი მაგრამ - სალუქვაძე კანკავა არ არის და ხშირად უაზრო სისულელებს ისვრის
:)))))))))))
31 მაისი 2024 15:55
1
არაბიძეს და აზაროვს "მძიმე ხასიათი"ქონიათ და ნაკრებში სიტუაცის აურევდნენ ? ასეთი იდიოტობა მართლა დააბრეხვეს ვიღაცეებმა ? კი მაგრამ ნაკრები რომ ორადაა გაყოფილი და ზოგი "ალა ლუსულ კანონს"რომ გაჰყვირის და ზოგი კი ქართულ კანონსო ეგ როგორაა ? ეგ არ ურევს ნაკრებში სიტუაციას ? ან ნაცები და ლიბერალები ნაკრების ფეხბურთელებს რომ აბულინგებენ და პირველ რიგში კვარას იმას რაღა უნდა დავარქვათ ?? @@@
zura222arabiZes
31 მაისი 2024 18:00
43
აშკარაა: შენზე მეტად არვინ აქტიურობს ე.წ. პოლიტიკური შემადგენელით გატენილი პროსახელისუფლო კომენტატებით!
და აქაც, აი ეს ეს ე.წ. კომენტარიც პოლიტიკითაა სავსე !!!
ჰოდა, "გადაკეცე" ცოტა ხანი მაინც, საკმარისია !
გსიამოვნებს ამდენი ანტილაიქი ?!
ჰო ხედავ, აშკარად უმცირესობაში ხარ !!!
შენი ლოგიკა ...
31 მაისი 2024 20:53
7
შენ ჯობია პოლიტიკას მიხედო,
არაა ფეხბურთი შენი საქმე.
zura222arabiZes -ეს
01 ივნისი 2024 09:39
1
კარგი რა ლევან, რა დროს ჭორაობაა. ნუ ურევ სიტუაციას ჩემპიონატის წინ. ყველამ თავის საქმეზე აგოს პასუხი,სანიოლიც პასუხისმგებელია თავის არჩევანზე, ასე უნდა იმ კაცს და შეეკითხე თუ გინდა. იმდენი დიდი ფეხბურთელი დაუტოვებიათ მსოფლიო ისტორიაში განაცხადს მიღმა, ერთ გვერდზე არ დაეტევა. ხდება ხოლმე. არაბიძეც და აზაროვიც ახალგაზრდები არიან, გაგვახარებენ ეგენიც თავის დროზე.
გიო
31 მაისი 2024 14:43
4
Amisgan gasakviri araa eg...ragac strannad dabogmili vai zhurnalisti!!!
L.J .
31 მაისი 2024 15:20
2
თან იძახი ჟინოლა და კანტონა არ წაიყვანესო და თან ამბობ არაბიძე წაეყვანაო. სამ ტანცუეშ, სამ პაიოშ, ეგრეა შენი საქმე. გააკეთა არჩევანი? წაიყვანა, ვინც საჭიროდ ჩათვალა? ეხლა ეს თავების დამარხვა, კანკავა ნაწყენი იყო , აზაროვი რომ არ წაიყვანეს, მერე რა მოხდა თუ არაბიძე რატომ არ წაიყვანეს, უკვე უაზრობაა. საბოლოო ჯამში გუნდი ევროპაზე გაიყვანა, ოპტიმალური შემადგენლობა წაიყვანა და ეგ არის
:)))))))))))
31 მაისი 2024 16:00
3
ერთი გვკითხე, გვაინტერესებს შენი აზრები? ყველა რავა დოცენტი და პროფესორი გამოხვედით? შენ ვინ გეკითხება ნაკრების დაკომპლექტება?
ლევანას!!!
31 მაისი 2024 20:09
24
ასე რამ გაგაბრაზა, ყველა ძახილის ნიშანი რომ დახარჯე ერთბაშად ? )))
ერთი ძახილის ნიშანს ვერ გვათხოვებ ?
31 მაისი 2024 21:00
1
პატივცემულო ქართველო გულშემატკივარო !
წერილიდანაც ჩანს, რომ :
ლევან სალუქვაძე ტოქ შოუში მიიწვიეს (!) ,
იქ დაუსვეს შეკითხვა და (ა)მანაც გასცა პასუხი.
ჰოდა, აუ ამ პასუხიდან ამონარიდი აქ დაიბეჭდა და შენ (!) და შენს კომენტარზე დამლაიქბლებმაც, ყოველგვარი დაძალების გარეშე, თავად წაიკითხეთ.
თანაც, წაკითხვამდე, სათაურიდანვე იცოდით, რას წაიკითხავდით, "მარა" მაინც
(და როგორც ჩანს, ბოლომდე!) წაიკითხეთ ! :)
ჰოდა, აბა ამის შემდეგ, რამდენად ადექვატურია თქვენი ასეთი
გამოხმაურება, შეურაცმყოფელი მიმართვა და/ან სხვებისგან, ამის დალაიქება ?!
თუ, პერსონალურად ეს ლევან სალუქვაძე არ მოგწონთ ( რომელსაც
პირადად არ ვიცნობ !),
რატომ კითხულობდით, თქვე დალოცვილებო ?!
აწი მაინ აღარ წაიკითხოთ და ა(ღა)რ აიშალოთ ნერვები !
:)))))...
არა და, საკვირველია !
31 მაისი 2024 20:47
2
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული