9 ივნისს საქართველოს ნაკრები ამხანაგურ მატჩში სტუმრად მონტენეგროს დაუპირისპირდება. მომავალი შეხვედრის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე მასპინძელთა გუნდის მწვრთნელმა რობერტ პროსინეჩკიმ მეტოქე დაახასიათა:
"ჩვენი მოწინააღმდეგე კარგად ორგანიზებული გუნდია. მის ბოლო ოთხ შეხვედრას ვუყურე, განსაკუთრებით საბერძნეთთან თამაშს. პენალტების სერიაში, შესაძლოა, უკეთესი გუნდი დაამარცხეს. ვილი სანიოლმა შესანიშნავი სამუშაო გასწია, კარგი ატოსფერო აქვთ და ჩინებული ნაკრები ჩამოაყალიბა. იციან რა სურთ, კვარაცხელიას გარდა სხვა კარგი ფეხბურთელებიც ჰყავთ. ეს ის გუნდი აღარაა, როგორიც ადრე იყო და შესანიშნავი მატჩი გველის".
მონტენეგროსა და საქართველოს ნაკრებების მატჩი პოდგორიცას "პოდ გორიცომის"
15 230-იან სტადიონზე თბილისის დროით 22:45 საათზე დაიწყება.
ღმერთი იყვეს ჩვენსკენ !!!