რა დაგვანახა საქართველოს ნაკრების მატჩმა ევროპის ჩემპიონატისთვის? - შექებაცა და ხისტი სიცხადის მხილებაც...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებმა მონტენეგრო ამხანაგურ მატჩში (3:1) დაამარცხა და კიდევ უფრო გაამყარა ის ოპტიმიზმი, რაც სადებიუტო ევროპის ჩემპიონატს უკავშირდება. ამის მიუხედავად, განვლილი შეხვედრა სხვადასხვა კუთხით საფუძვლიან ანალიზსა და კრიტიკულ მსჯელობას მოითხოვს. ჩვენ ახალი გამოწვევები გვაქვს, სადაც არც შექება უნდა დავივიწყოთ და არც ხისტი სიცხადის მხილება...

შემადგენლობა და ცვლილებები

ვილი სანიოლმა თითქოს როგორც მოკეთეებს, ასევე მოწინააღმდეგეებს ბოლომდე დაანახა, თუ რომელ ფეხბურთელებს შეიძლება დაეყრდნოს ევროპირველობის სადებიურო მატჩში, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ. ერთადერთი ცვლილება იძულებითი იყო, საბა კვირკველია ჯერ ბოლომდე მზად არაა. ფაქტია, საქართველოს ნაკრების
მწვრთნელმა იდეალურ ტაქტიკურ სქემას მიაგნო, ხოლო, როცა მასზე უარი თქვა, ესპანეთთან (1:7) მწარედ დამარცხდა. ფრანგმა სპეციალისტმა თავისი ჩანაფიქრებისთვის შესაფერისი ფეხბურთელებიც გამოკვეთა. ამას უარყოფითი რაც შეიძლება ჰქონდეს, მოწინააღმდეგეებმა მაქსიმალურად შეგვისწავლონ. საჭიროების შემთხვევაში, ე.წ. გეგმა "ბ" უნდა მოგვეპოვებოდეს, რაზეც არაერთხელ მიგვინიშნებია.

ამხანაგურმა მატჩმა თითქოს ის ახალი ფეხბურთელებიც გამოკვეთა, სანიოლი მინდორზე შესასვლელად პირველ რიგში რომ მოუხმობს. გამოჩნდა, რატომაა გუნდში საკმაოდ ბევრი ცენტრალური ნახევარმცველი, რთულ მეურვეებთან აქ როტაცია საჭირო იქნება. თუკი გიორგი ჩაკვეტაძის ალტერნატივად აქამდე ზურიკო დავითაშვილი მიიჩნეოდა, იქნებ ეს მისია ახლა სანდრო ალთუნაშვილმა მოირგოს, ზურიკო კი უფრო ხვიჩა კვარაცხელიას შემცვლელად იქცეს. ნიკა კვეკვესკირი მინდორზე შესვლის მაინც უმთავრესი კანდიდატი თუ იყო, იქნებ ეს როლი ანზორ მექვაბიშვილს (მოედანზე არსებულ ვითარებას გააჩნია) მიენიჭოს. ძალების გადანაწილება და როტაცია ასეთ ტურნირზე მნიშვნელოვანია, მაგრამ ჩვენი შუახაზელებისგან ამ ეტაპზე არავის შეუძლია ის ფუნქციები იტვირთოს, რისი განხორციელებაც ოთარ კიტეიშვილს ხელეწიფება. მას ტრავმების გამო არასტაბილურობა ჰქონდა, თორემ არაერთხელ დაგვიწერია, რომ ჩვენს ნახევარმცველებს შორის ყველაზე შემოქმედებითია.

მიქაუტაძემ აუღელვებლად გაიტანა...

Sportall.Ge

ძალიან კარგია ის რესურსი, რაც შეტევაშია. მოწინააღმდეგეებიდან თუ ფიზიკური მდგომარეობიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრების დამრიგებელს ფუფუნება აქვს, სხვადასხვა ფორვარდს ენდოს. თურქეთთან გიორგი მიქაუტაძე რომ დაიწყებს, ეს უტყუარი ჩანს, მომდევნო ტურში (ჩეხეთთან) კი იქნებ პირველი წუთებიდან ბუდუ ზივზივაძე ვიხილოთ. არ დაგვავიწყდეს მათი ერთდროულად გამოყენების საშუალებაც. ბარემ საბერძნეთთან ფინალურ დაპირისპირებასაც თუ გავიხსენებთ, საჰაერო ორთაბრძოლებში ძლიერი გიორგი ქვილითაია იქ კონკრეტული და შედეგიანი დავალებებით შემოვიდა.

რაც არ მოგვეწონა...

ტაქტიკიდან გამომდინარე, საქართველოს ნაკრებს დაცვაში მეტი ყურადღება და შეტევაში შანსების ეფექტურად გამოყენება მართებს. მონტენეგრო "წყალწაღებული" ნამდვილად არაა, თუმცა მაინც, თურქეთის ნაკრები ამდენ შანსს არ შეგვაქმნევინებს და თავადაც უფრო უნარიანად შემოგვიტევს  ამიტომ დაცვაში ყურადღებაც მეტადაა საჭირო და მომენტების რეალიზებაც. სანიოლი იტყვის, რომ დაცვა გუნდური ელემენტია და მხოლოდ მცველებს არ ევალებათო, რაშიც მართალიც იქნება, მაგრამ უკანა ხაზს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვება, მით უმეტეს, ჩეხების ათლეტური შემტევების ფონზე; კონტრშეტევაზეც უფრო უნდა გამოიყენო მომენტები, მაგრამ ყველა სახიფათო ეპიზოდი გოლად მაინც რომ ვერ იქცევა, ესეცაა.

საქართველოს ნაკრების ბოლო პერიოდში გუნდურობა აშკარად სახეზეა, მაგრამ არ ვიცით ამხანაგური შეხვედრის თუ სხვა მიზეზის გამო, რამდენიმე ეპიზოდში ეგოიზმი აშკარად ჭარბად იყო. ზუსტად ვიცით, სანიოლი ამას მნიშვნელოვან ყურადღებას დავუთმობს, ბიჭებს კი მისი გააზრების პრობლემა ისედაც არ ექნებათ.

გასაგებია, ჩვენი სტრატეგია ბურთის დათმობასაც ითვალისწინებს, მაგრამ ამ დროს მეტი კონცენტრაცია გვჭირდება და მხოლოდ მეკარის გადარჩენის ამარა არ უნდა დავრჩეთ, ეს ამბავი კიდევ უფრო დასახვეწია!..

კიდევ ერთია ბურთის იმ ზონაში დაკარგვა, საიდანაც ხიფათი გარდაუვალია, თანაც, როცა ჩალხანოღლუსა და მსგავსი კალიბრის ფეხბურთელებს ეპაექრები. კარგია, როცა შეტევაში ქაოტურად არ ამოდიხარ, მაგრამ რისკები მინიმუმამდეა დასაყვანი.

მცველებს ინდივიდუალურ ორთაბრძოლებში მეტი მოეთხოვებათ...

Sportall.Ge

რაც კარგი იყო...

საქართელოს ნაკრები ჰგავდა გუნდს, რომელმაც იცის, წარმატებისთვის რა სჭირდება. სანიოლი ჩვენი ფეხბურთელების უპირატესობის გამოყენებას, რაც იმავე წინახაზელების სისწრაფეს უკავშირდება, კარგად ახერხებს. როგორც შეტევის, ასევე კონტრიერიშის დროს "ჯვაროსნები" კარგადაა გადანაწილებული და ყველამ იცის, თავის შანსს სად დაელოდოს. ამაში ხვიჩა კვარაცხელიას წვლილი დიდია, ის ირგვლივ ბევრ მეტოქეს იკრებს და თანაგუნდელებს სივრცეებს მშვენივრად უთავისუფლებს (საგოლე პასიც სულ სხვა დონე იყო).

აშკარაა, სტანდარტულ მდგომარეობებს უფრო პროდუქტიულად ვიყენებთ, მარცხნიდან გიორგი ჩაკვეტაძის (დიდებული პასები შემოგვთავაზა და ახლა სულ მარცხნივ აღარ მიიწევდა) კუთხურები სახიფათოა. საგულისხმო იყო, რომ ლევან შენგელიას მარჯვენა ალმიდან ჩაწოდება სათანადოდ რომ არ წაუვიდა, მწვრთნელმა ეს უფლება ხვიჩა კვარაცხელიას გადააბარა. "კვარას" ნეაპოლურმა შესანიშნავმა ჯარიმამ იმედები მოგვცა, ის ამას ნაკრებშიც შეძლებს და მცდელობა საკმაოდ კარგი იყო.

დაცვაში შეცდომების მიუხედავად, გიორგი გველესიანის შეტევაში ჩართვები ძალიან კარგი იყო. ეს ისაა, რაც ჩვენ ცენტრალურ მცველებს აშკარად აკლიათ.

ისე ჩანს, სანიოლი ფლანგელებს უპირველესად დაცვაში თამაშს ავალებს და ამ მხრივ ოთარ კაკაბაძესა და ლევან შენგელიას მიმართებით საკმაოდ დამაჯერებელი სიტუაციაა. მეტი შეტევის სურვილის შემთხვევაში ალტერნატივები აშკარად გვყავს და ეს გიორგი წიტაიშვილის მაგალითზეც ვნახეთ.

კიტეიშვილის გარეშე ბურთის კონტროლი კი გვიჭირდა, თუმცა ჩვენი ნახევარდაცვისგან მაგარი პასები ვნახეთ - ჯერ "ჩაკვეს", მერე სანდრო ალთუნაშვილის და ანზორ მექვაბიშვილმაც "დახატა". რაც შეეხება გიორგი ქოჩორაშვილს, ის ბევრს მოძრაობს და ძალიან საჭირო შუახაზელია.

განწყობა მშვენიერია, უფრო მეტს კი 18 ივნისს ვნახავთ, ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში!..

altმშვიდად და დამაჯერებლად - საქართველოს ნაკრებმა მონტენეგროს 3:1 სძლია [VIDEO]

altვილი სანიოლი: ფიზიკურად ჯერ ბოლომდე მზად არ ვართ - მოსამზადებლად კიდევ ცხრა დღე გვაქვს

მკითხველის კომენტარები / 45 /
ცენტრალური მცველები კაშიას თამადობით სასწრაფოდ შესაცვლელია...
ზაზა
10 ივნისი 2024 19:01
6
ჯერ საერთოდ რა უნდოდა ნაკრებში მარა გადამწყვეტი პენალტის მერე საშვილიშვილო ვალში ვართ და კვეკვესკირის გაფუჭებულ საქმეებს უნდა ვუყუროთ.ჯვარი გვაქვს დაწერილი. . დაცვა დირკაა და ბერებს სინდისი არ აქვთ ხოლო მწვრთნელს კი. . .(ვისაც სანიოლი გონია მწვრთნელი მეცოდება)კაშიას და კვეკვეს ამოგდება პოლიტიკურ დევნას ჩაითვლება. . .ყველა ჩაწოდება ყველა ირთაბრძოლას აგებენ და იცით სიბერესთან ერთად ამის მიზეზი უპირველესად გიორგი მამარდაშვილია. . . 45 ლიმონი არა იხვი. . .რომელი სულელი გადაიხდის მეკარეში რომელიც მაღალ ბურთებს ხელში ელემენტარულად ვერ უმაგრებს და გამოსვლაზე უბრალოდ წარმოუდგენლად მშიშარაა. . . აი ეს შიში გადაეფოთ მცველებს ზუსტად. . .მეკარე ვერ ბედავს ბურათზე გამოსვლას.მაგრამ მამარდაშვილის კრიტიკა დღეს პრორუსობად ითვლება. . .იოვეტიჩის ორივე დარტყმაზე დაგვიანებულმა ეფექტურმა ხტომებმა,არ მოგვტყუოს. . მეკარე უკანასკნელი მცველია და როცა პანიკიორობს დაცვასად ედება. . . ეს ესეა და წყალი არ გაუვა. . .ჰაერში ბურთს ვერ იჭერს თუ ძირს არ დააგდო ეგ საბჭოთა მეკარეების სტილი იყო მარა ეხლა დააგეშილი თავდამსხმელები რაღაცას დაგმართა ენა მაგ დროს. . .მონტენეგროს პრესინგი არ უთამაშია. . .აი კარგი პრესინგი და დამთავრებულია ეს გუნდი. . .მიქაუტაძე უპირობოდ უნდა იყოს ძირიატადში,თუ რასაკვირველია პოლიტიკურ ზეწოლას გაუძლო ფედერაციამ. . ბუდუს უკანასკნელი აქტივობების ერთერთი მიზანიც ეგ იყო რა. . .
ნაპოლეონი
10 ივნისი 2024 14:58
54
კი, აშკარად შენელებული არიან შენ მიერ ჩამოთვლილი ვეტერანები, მარა ჩათვალე, რომ კაშია მოთამაშე მწვრთნელია, ძალიან ალაგებს მინდორზე სიტუაციას. მამარდაშვილი კიდე იზრდება და ბევრს სწავლობს, სადაც დაგვიანებული ნახტომი შენიშნე ფარულად დარტყმულზე, იქ ხაზზე სასწაული რეაქცია და საჰაერო ბრძოლებში აშკარა დომინაცია სად გამოგრჩა?.. ან მამრდას პანიკა სად ნახე?
ახლა მაინც შეკვეცეთ ეს პოლიტიკანური ,,რეჩები" რა უბედურება?...
Irakli Apkhaidze
10 ივნისი 2024 15:13
3
ამ საიტზე ეტყობა ორი ადამიანი წერს,ნაპოლეონის სახელით.ერთი ნორმალური გულშემატკივარია,მეორე კი,(ეს)ყველაზე გაბრაზებული და ბრაზისაგან ობიექტურობა დაკარგული.ჩემპიონატი კარზეა მომდგარი და 100% სიმართლესაც რომ ამბობდე,ახლა ამ პოსტის დადება,მაინც არ შეიძლებოდა.
სოსო
10 ივნისი 2024 18:39
1
ყველა გამოხმაურება
აქაც იგივეს დავწერ:
გუშინდელი თამაშის მერე დავითაშვილი აღარ მევასება!
ჯერ ერთი: იღორა და საგოლე პასი არ გააკეთა,
მეორე: არც გოლის დროს აპირებდა პასის გაკეთებას, რეალურად ბურთი დაკარგა და მერე არც მიულოცა,
და მესამე: 9 ნომერი მაისურა არ ეკუთვნის მაგას და მიისაკუთრა დაუსახურებლად!
მამამისმა სჯობია ფედერაციის ხელმძღვანელობასთან კურკურს თავის ბიჭს ჩაუკურკუროს რომ მაგისი ძველბიჭობა და ეგოიზმი არევს სიტუაციას ნაკრებში და საბოლოოდ ისევ მაგასვე ავნებს.
ეძმაკაცემა კვარს და მამარდას და სხვებს ზემოდან უყურებს , ბიჭები ითმენენ ისევ კვარას მამარდას და საქმის ხათრით, მარა მგონია რომ კაშია, კვეკვესკირი და სანოილი უნდა დაელაპარაკონ და მიაყენებინონ ერთი ადგილი.
ქეცბას რომ აიგნორირებდნენ ხოლმე მისი თაობის თბილისელი ვარსკვლავ ბიჭუნები იმას მაგონებს ეს სიტუაცია და სანიოლმა უნდა მიხედოს ამ სიტუაციას. ასე არ ივარგებს!
სათქმელი ახლა უნდა ითქვას რომ ჩაგიგუბებიათ მდორე წყალი პირში და ხმას არავინ იღებთ!
Bs
11 ივნისი 2024 00:23
11
უხერხულია ზურიკოზე ასე ლაპარაკი. 15 წუთი ითამაშა და ამ 15 წუთში იმდენი თავსატეხი გაუჩინა მცველებს, 75 წუთში რომ არ ჰქონიათ.

და ზოგადად ზურიკოს მეტიჩრობა ვინ თქვა, ჯერ მარტო ახალგაზრდულში რა თავდადებით ითამაშა, ბათუმის დინამოში ბოლომდე დარჩა. არ შეიძლება ასე. პირველ მომენტში ასი პროცენტი პენალტი იყო, პასის გაკეთება იქ გაჭირდებოდა.
სიმენონი
11 ივნისი 2024 01:28
3
ყველა ალხანოღლუს თავისი ჩალხანოღლუ ჰყავსო.
ეგეც არ მყავდეს ახლა ვალტერ გუჩუა
Levani
10 ივნისი 2024 13:40
1
პირველი რაც ამ თამაშზე გავიფიქრე,ყოჩაღ ფედერაციას,კარგი მეტოქე აურჩევიათქო. სხვას ვერაფერს ვიტყვი,ამხანაგრი და მოსამზადებელი იყო,ხოდა დიდი არაფერი,გაგორეს და მოემზადნენ. ამხანაგურით არავინ საზღვრავს და არავინ უკეთებს ანალიზს,მხოლოდ საქართველოში შეიძლება გადააწყდე მსგავს რამეს. ნებისმიერი გუნდი უამრავ მონახაზს და ტაქტიკას ამუშავებს,ამიტომაც ეს იყო სპარინგი მოსამზადებლად და მეტი არაფერი. ის რო ამ თამაშით დიდი მოლოდინები ან თავში ხელი ირტყათ,უაზრობა იქნება და ფეხბურთის უცოდინრობა.
იასონას უდარი
10 ივნისი 2024 14:21
4
ამხანაგურ თამაშს თუ ანალიზს არავინ უკეთებს, მაშინ ამხანაგურ თამაშს რა აზრი აქვს?.. კაი დავუშვათ ჩვენ ვერ ვართ მოწოდების სიმაღლეზე და აზროვნებაში გვიჭრს, სხვა ნაკრებებზე რას იტყვი? ყველამ მინიმუმ 2 თამაში ითამაშა ამხანაგურად და მერე ერთი ამბავი ატეხეს, პრობლემებზე (იტალიაში და საფრანგეთში), ზოგს ფეხბურთელები დაეტრავმა? იმათაც უჭირთ აზროვნებაში?
guga
10 ივნისი 2024 15:17
2
წაკითხულის გააზრებასთან როგორ ხარ? ამხანაგურები კონკრეტული გუნდის მწვრთნებისთვის არის და არა მეტოქისთვის. იმდენ რაღაცას ამუშავებენ რო შეიძლება ყველაფერი ან არაფერი არ გამოიყენონ. სწორე დაწერა იასონამ,მოლოდინებს ვერ შეიქმნი მაგით.ინგლისმა ისლანდიასთან წააგო და რა მერე მაგით?
guga-ს
10 ივნისი 2024 15:32
4
რა დაგვანახა და პირველ რიგში ის რომ კვარას ეტყობა საქართველოს ნაკრებშიც დაბალი ხელფასი აქვს.100% საგოლე პასიც იმიტომ არ მისცა მიწაუტაძეს რო დაბალი ხელფასი აქვს
waltet white
10 ივნისი 2024 20:56
22
მოდით თურქებო სტანოკზეეეე.))))
კოლა პაპა
10 ივნისი 2024 14:42
3
რისი ბრალია გოლი და შემოვიდა კვეკვე და ანზორიკო(კაი პასი კი გააკეთა).
22 მაგარი ფეხბურთელი ვილის კი არა ახალკაცის არ ყავდა.
რა გინდათ?
ვიღაცა წერს კაშია შესაცვლელიაო და კვეკვეს ვერ ვცვლით.
მორჩეს ეს საზონოვი-საზონოვი,ტორინოში ათამაშებენ?
ან გელაშვილს სპეციაში.
რა თქმა უნდა შესაცვლელია მაგრამ რო არ გვყავს უკეთესი ეგაა საქმე.
და მორჩით ერთი-რომელმა იცით სანიოლზე უკეთესად ფეხბურთი.
ტიპი საფრანგეთის ნაკრების და ბაიერნის უცვლელი წევრი იყო და ანჩელოტის თანაშემწე.
Levani
10 ივნისი 2024 23:09
3
რაც როგორ და რანაირად არ უნდა ეწეროს, რაც უნდა ვქნათ, "გამმინუსებლები" მაინც აქ არიან, ყოჩაღ მაგათ!
ზვიადი
10 ივნისი 2024 13:03
2
შეგვიძლია ბევრ დადებითზე ვილაპარაკოთ, შეცდომებიც ვახსენოთ და ასე შემდეგ, მაგრამ, რატო არ გვაქ გულშემატკივრებს უფლება ვიცოდეთ რა მოხდა აზაროვის შემთხვევაში? მარცხენა ფრთაზე უკონკურენტო სიტუაცია სულაც არაა, ეგ კი არადა ცენტრალური დაცვის შემდეგ შენგელია ყველაზე სუსტი იყო, წიტაიშვილმაც საოცარი ვერაფერი შემოგვთავაზა.
სიმენონი
10 ივნისი 2024 20:19
5

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული