საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია, სლოვაკეთი სერბეთზე წინ, საქართველო ოცეულს მიღმა - ESPN-ის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ტურნირის მასპინძლის თამაშით გაიხსნება, გერმანიის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ტურნირის ფავორიტების სია დაასახელა.

გამოცემამ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 22-ე ადგილი მიანიჭა. 

გთავაზობთ სიას:

1) საფრანგეთი

2) პორტუგალია

3) ინგლისი

4) გერმანია

5) ესპანეთი

6) ბელგია 

7) იტალია

8) ხორვატია

9) ნიდერლანდები

10) ავსტრია

11) დანია 

12) უკრაინა

13) თურქეთი

14) შვეიცარია

15) შოტლანდია

16) უნგრეთი

17) სლოვაკეთი

18) სერბეთი

19) პოლონეთი

20) ჩეხეთი

21) სლოვენია

22)
საქართველო


23) რუმინეთი

24) ალბანეთი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
რავი ბელგია იტალიის წინ ? რაღაც არ მგონია
გიო
14 ივნისი 2024 13:08
8
ესე რეიტინგებით ჩვენი ნაკრები შეიძლება აუტსაიდერია თუმცა მგონია რო ამ ევროზე დებიუტისდა მიუხედავად ალბანეთზე და რუმინეთზე მეტ გუნდს ვჯობივართ,,მგონია და მჯერა რომ საქართველოს ნაკრებს ერთი თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება და მოგება სლოვენიისთვის, სლოვაკეთისთვის, უნგრეთისთვის, თურქეთისთვის, ჩეხეთისთვის, შოტლანდიისთვის, პოლონეთისთვის და უკრაინისთვის მოგება შეუძლიათ, ანუ არაგრანდ ნაკრებებთან ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა მოგებაზე გააჩნია ვინ სად შეგხვდება და როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფიდან,, წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ბიჭებს
gel-100
14 ივნისი 2024 21:09
2
ბელგიამ თუ თამაში იცოდა არ ვიცოდი, ან ჰოლამდიელებზე წინ რომაა :D
საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! დიახ!
მერე ჰოლანდია იყოს :)
მანია
16 ივნისი 2024 21:33
1

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული