საფრანგეთი ტურნირის ფავორიტია, სლოვაკეთი სერბეთზე წინ, საქართველო ოცეულს მიღმა - ESPN-ის პროგნოზი ევროპის ჩემპიონატზე

AutoSharing Option
დღეს, 14 ივნისს, ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპი ტურნირის მასპინძლის თამაშით გაიხსნება, გერმანიის ნაკრები თბილისის დროით 23:00 საათზე შოტლანდიას დაუპირისპირდება.

ცნობილმა ამერიკულმა გამოცემა ESPN-მა ტურნირის ფავორიტების სია დაასახელა.

გამოცემამ ვილი სანიოლის გაწვრთნილ გუნდს 22-ე ადგილი მიანიჭა. 

გთავაზობთ სიას:

1) საფრანგეთი

2) პორტუგალია

3) ინგლისი

4) გერმანია

5) ესპანეთი

6) ბელგია 

7) იტალია

8) ხორვატია

9) ნიდერლანდები

10) ავსტრია

11) დანია 

12) უკრაინა

13) თურქეთი

14) შვეიცარია

15) შოტლანდია

16) უნგრეთი

17) სლოვაკეთი

18) სერბეთი

19) პოლონეთი

20) ჩეხეთი

21) სლოვენია

22)
საქართველო


23) რუმინეთი

24) ალბანეთი

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩს 18 ივნისს, თურქეთის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს.
მკითხველის კომენტარები / 15 /
ბელგიამ თუ თამაში იცოდა არ ვიცოდი, ან ჰოლამდიელებზე წინ რომაა :D
საქართველომ უნდა გაიმარჯვოს! დიახ!
მერე ჰოლანდია იყოს :)
მანია
16 ივნისი 2024 21:33
1
ღმერთო, რა ცოდოები ვართ ამ კომენტატორების სმენა რომ გვიწევს. რა დავაშავეთ?
დიდება საქართველოს!
ლევანი
15 ივნისი 2024 00:07
1
1/4 ფინალი:
პორტუგალია — ავსტრია
გერმანია — შვეიცარია
უბგრეთი — ესპანეთი
საქართველო —ბელგია
რონალდუ
14 ივნისი 2024 23:27
3
ესე რეიტინგებით ჩვენი ნაკრები შეიძლება აუტსაიდერია თუმცა მგონია რო ამ ევროზე დებიუტისდა მიუხედავად ალბანეთზე და რუმინეთზე მეტ გუნდს ვჯობივართ,,მგონია და მჯერა რომ საქართველოს ნაკრებს ერთი თამაშის უმაღლეს დონეზე ჩატარება და მოგება სლოვენიისთვის, სლოვაკეთისთვის, უნგრეთისთვის, თურქეთისთვის, ჩეხეთისთვის, შოტლანდიისთვის, პოლონეთისთვის და უკრაინისთვის მოგება შეუძლიათ, ანუ არაგრანდ ნაკრებებთან ყველასთან შეგვიძლია ბრძოლა მოგებაზე გააჩნია ვინ სად შეგხვდება და როგორ დაწყვილდებიან გუნდები პლეიოფიდან,, წარმატებები საქართველოს ნაკრებს და ბიჭებს
gel-100
14 ივნისი 2024 21:09
2
თურქეთთან და ჩეხეთთან უნდა დააგროვონ 4 ქულა, 3 ქულითაც შეიძლება გავიდნენ, მაგრამ ამის ძალიან დაბალი შანსია. რა თქმა უნდა ჯგუფიდან გასვლა და პირველ ორ ტურში 4 ქულის დაგროვება ჩვენი ნაკრებისთვის ურთულესი იქნება და ამის პატარა შანსია ,მაგრამ უნდა ვიმედოვნოთ რომ ასე იქნება.
!
14 ივნისი 2024 18:57
1
ჩემი აზრით ბელგია არ იმსახურებს მეექვსე ადგილს, ასევე თურქეთი ერთი ადგილით ქვემოთ მაინც უნდა იყოს, რაც შეეხება ჩეხეთს 2 სლოვაკეთზე და უნგრეთზე უკეთესი გუნდი მგონია, ისევე როგორც საქართველოს ნაკრები ბევრს აჯობებს. პირველი თამაში საქართველო-თურქეთი 2-1.
bebe
14 ივნისი 2024 15:17
3
ჯერ არ დაწყებულა უკვე დავწინაურდით. ბოლოზე აღარ ვართ. პორტუგალიის მე-2 გადამეტებული მგონია, მითუმეტეს მარტინესის ხელში.
G.LA
14 ივნისი 2024 14:34
7
ჩვენი ფორვარდების მეიმედება, თითო თამაშში ორი ბურთი მაინც გაიტანონ.
მერაბი
14 ივნისი 2024 14:19
3
მისნობა და პროგნოზები უმადური საქმეა. მასე იყო 1950 წლის ჩემპიონატის ფინალის წინ, როცა ბრაზილიაში ლამის წინა დღის გაზეთებში დაწერეს - ბრაზილია ჩემპიონიაო. რაც მოხდა შემდეგ, ცნობილია, საბრძოლოდ შემართულმა ურუგვაელებმა მარაკანა დაადუმეს. თუ ჩვენმა ნაკრებმა ტაქტიკურად გამართულად ითამაშა, შეიძლება ფინალამდეც მივაღწიოთ. ბიჭების თავდადების და ოსტატობის იმედი მაქვს. ევროპაზე მოხვედრა უკვე დიდი წარმატებაა. ყოველი შემდეგი ეტაპი უფლის სასწაული და წყალობა იქნება. გამარჯვება ჩვენს ბიჭებს და წინ საქართველო!
თენგაბი
14 ივნისი 2024 14:11
3
მეც თურქეთი ჩეხებზე ძლიერი მგონია. ჩემი აზრით, საჭიროა თურქებს შევაკვდეთ და როგორმე ფრეს მივაღწიოთ. ( ნუ თუ თავში ავარდნილებმა გვეთამაშეს, იქნებ მოვუგოთ კიდეც.) ხოლო ჩეხებთან, ფლანგები ჩავკეტოთ, ცენტრში ორი საყრდენი ვათამაშოთ. მაქსიმალურად ავირიდოთ ჩვენთან სტანდარტულები და წინ ჩაკვე, კვარა და ჟორჟიკას მივცეთ სივრცე. აქ უკვე მოგების შანსია.
ეს ჩემი აზრია, თორე თუ სამივეს მოიგებენ, მაგას რა სჯობია.
ჰაჰა
14 ივნისი 2024 13:43
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული