"საქართველოს ნაკრების მთავარ პლუსად ეს მიმაჩნია" - თურქეთის ნაკრების მწვრთნელმა "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა

AutoSharing Option
18 ივნისს, ევრო 2024-ის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში საქართველოს ნაკრები თურქეთს დაუპირისპირდება, მათმა მთავარმა მწვრთნელმა ვინჩენცო მონტელამ კი Turkiyetoday-სთან ინტერვიუში "ჯვაროსნებთან" მოახლოებულ მატჩზე ისაუბრა.

"ჩემს ფეხბურთელებს ვუთხარი, რომ მთავარია რწმენით და თავდაჯერებით ვითამაშოთ. უმთავრესი მიზანი საქართველოს ნაკრებთან გამარჯვება და ევროპის ჩემპიონატის პოზიტიურად დაწყება იქნება. უმაღლესი მიზნები უნდა დავისახოთ, თუმცა შესაბამისი ზომის ნაბიჯები გადავდგათ, რადგან თუ დიდი ნაბიჯის გადადგმას შევეცდებით, ფეხის დაცდენის და წაქცევის შანსი გაიზრდება.

საქართველოს ნაკრები კარგად ორგანიზებულ ფეხბურთს თამაშობს, მათ სივრცეები თითქმის არ რჩებათ და კონტრშეტევისას ძალიან სახიფათოები
არიან, ჩემი აზრით, მათი მთავარი პლუსი სწორედ კონტრშეტევებია. მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს", - განაცხადა მონტელამ.

შეგახსენებთ, მატჩი თბილისის დროით 20:00 საათზე დაიწყება.

altმონტელა: საქართველოსთან ყველაზე მნიშვნელოვანი და რთული მატჩი გველის

alt"ჯვაროსნების" მეტოქე - მონტელამ თურქეთის ნაკრების შემადგენლობა დაასახელა

alt"ნაპოლის" მთავარი ვარსკვლავი? ის სათადარიგოთა სკამზეა - მონტელამ "პარტენოპეიზე" ისაუბრა
 

მკითხველის კომენტარები / 17 /
არაა თურქეთი ადვილი მეტოქე მით უგრო ამ დონის თამაშია..თუმცა არც მრისხანეა..მჯერა ჩვენი ბიჭების..ყველა თითქმის ფორმაშია..მუხტი არის..ერთია ნერვებს არ აყვნენ..ამ დონის ტურნირზე ფსიქოლოგიური მდგომარეობა არანკლებ მნიშვნელოვანია..ომი ელით ბიჭებს თან პირველი თამაშია და მჯერა გამარჯვებული გამოვალთ ..ხვალ დიდი დღეა.ვიწყებთ გამარჯვებით...დიდება საქართველოს..
კიეზა
17 ივნისი 2024 10:30
1
ნეიტრალური მაყურებლისთვის შეიძლება ეს ყველაზე მოსაწყენი თამაში იყოს, მაგრამ მაგრამ რა მნიშვნელობა აქვს?...
გამარჯვებულს არავინ გაასამართლებს!
ზიზ
16 ივნისი 2024 18:45
2
ისე ვინც წერთ თურქეთი მოგვიგებსო,მერე რა ევროკავშირში ჩაგვიკეტავენ კარებს,ამგენს ფეხბურთი არ ცოდნიათო?
მერე რა თუ მოგვიგებსო.
მაგრამ ვერ მოგვიგებსო,არ არის საქართველო კვეკვე-აბურჯანია-ოქრიაშვილი ზაპოროჟეცი.
სხვა გუნდია და მე ვერ ვხვდები თურქეთს რატო ვერ უნდა მოუგოს.
კლასში აშკარად ჩვენ ვჯობივართ.
Levani
16 ივნისი 2024 18:13
1
მონტელა შე ცხვირმიჭყლეტილო,გეყოს თურქების დაბოლოება,ხვიჩუნია გაგაპობთ რაგაცა-რაფაელოსავით
ფედელე ბაბუა
16 ივნისი 2024 18:06
2
არ გეწყინოთ და არც დამძრახოთ, ჩემი აზრით კვარამ მიქიუტაძე ჩაკვეტაძემ ან რომელიმე ჩვენმა ფეხბურთელმა უნდა წამოიკიდონ ჯარიმებზე თურქები და იქნებ წითელზეც გააქაჩინონ, თურქები თამაშობენ ხისტად და აგრესიულად, ასე რომ მემგონი არიქნება ცუდი აზრი ჯარიმები აკიდონ რომ დამანდრაჟდეს თურქთა ნაკრები
ვაჟა
16 ივნისი 2024 15:39
0
ისე ყველა თამაში ლოგიკურად მოდის ჯერ და იმედი მაქვს F ჯგუფამდე ასე იქნება
Tem
16 ივნისი 2024 14:56
0
არ ვიცი თუ გახსოვთ.
ევროპის შესარჩვის ბოლო თამაში იყო.
თურქეთი სახში ხვდებოდა ბოლო ტურში ლატვიას.
და მოგებული ევროზე ხვდებოდა
და მაგ ტამაშში სტამბულში პატარა ლატვიამ ამოტენა თურქეთი.

ლატვიის გმირობა უნდა გავიმეოროთ :)
d
16 ივნისი 2024 14:38
1
ისეთი განწყობაა შექმნილი სოც ქსელებში და ზოგადად გულშენატკივრებში,რომ ყველა 3 ქულის აღებაში და თურქების მაგრად დაჩაგვრაში დარწმუნებულია, მიუხედავად დანაკლისისა საკმაოდ სოლიდური ნაკრები ყავთ თურქებს და რეალურად ფავორიტი მათი ნაკრებია. ამიტომ მაქსიმალურად კონცენტრირებულად ისე როგორც ბერძნებთან იყო.
)))
16 ივნისი 2024 13:21
1
ანუ საბერძნეთთან თამაშს უყურა მხოლოდ,სადაც არნახული კონცენტრაციის ხარჯზე მართლა არ გვრჩებოდა სივრცეები,სხვა თამაშებს უყურე ვინჩენცო,,,ნაყურები აქვს არადა
master
16 ივნისი 2024 12:59
7
"მთავარია, რომ მოთმინება გამოვიჩინოთ და მატჩის ბედს სწორედ ეს ფაქტორი გადაწყვეტს". აქედან ჩემი აზრი გამომაქვს. თავის შანსს დაელოდებიან, კლასის იმედი აქვთ და აგრეთვე იმის იმედი რომ ჩვენი ნაკრები ბოლოს დაიღლება. შესაძლოა ტაიმების დასაწყისში მძლავრად შემოგვიტიონ, პირველი გოლის იმედით. საინტერესოა ჩვენები ამას რას დაუპირისპირებენ. ხო, ასეთი ტაქტიკის ერთერთი მინუსი ის არის, რომ თუ შეცდომებისგან გადარჩი, თუ გაძელი 70-80 წუთი, მაშინ ბოლო 10-15 წუთში ისინი იწყებენ ნერვიულობას. მათთვის ფრე წაგების ტოლფასია. და მთავარი მინუსი კიდევ, თუ ჩვენებმა გოლი გაიტანეს პირველებმა, მაშინ მათ ტაქტიკა უნდა გადააწყონ, რაც დამატებით რისკებს უჩენს.
ჰაჰა
16 ივნისი 2024 12:58
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული