დამოუკიდებელი ქართული ფეხბურთის ყველაზე დიდი მატჩის დღე - საქართველო VS თურქეთი

AutoSharing Option
მთელი საქართველოსთვის ასე ნანატრი წუთები სულ უფრო ახლოვდება, როცა ჩვენი ეროვნული გუნდი ევროპის ჩემპიონატზე პირველ მატჩს ჩაატარებს და თურქებს დაუპირისპირდება - დღეს, 18 ივნისს, თბილისის დროით 20:00 საათზე.

უკვე მესამე თვეა, ამ შეხვედრის მნიშვნელობაზე, შესაძლო სცენარსა თუ მოწინააღმდეგის დადებითსა და უარყოფითზე ვწერთ და თითქოს ახალი რა უნდა ვთქვათ. განსაკუთრებული მოტივირება არც ბიჭებს სჭირდებათ - ვილი სანიოლის გუნდს ყველაფერი გათავისებული აქვს და პირიქით, ამ პასუხისმგებლობამ ზედმეტად არ უნდა დაძაბოთ!..

კვარაცხელიას შეჩერება გაუჭირდებათ...

Sportall.Ge

რა დიდიც უნდა იყოს "კვარას" ცნობადობა, რაც უნდა თქვას
მეტოქის დამრიგებელმა მატჩამდე, დებიუტანტ საქართველოსთან თავს მაინც ყველა ფავორიტად მიიჩნევს და ეს საჩვენოდ უნდა გამოვიყენოთ!.. მონტელამ კი აღნიშნა, ქართველები კონტრშეტევებზე სახიფათონი არიანო, თუმცა ამის თავიდან ასაცილებლად ისინი იერიშებზე უარს ვერ იტყვიან... ამ დაპირისპირებას სხვადასხვა ხასიათი და სიუჟეტები ექნება და წარმატებას მიღწევს ის, ვინც კონცენტრაციას ნაკლებად დაკარგავს. როცა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი შესწავლილი ჰყავთ, აქ სიახლის ძალა დიდი შეიძლება იყოს, მაგრამ რას ნიშნავს კვარაცხელიას, მიქაუტაძისა თუ ჩაკვეტაძის "შესწავლა?!" მათ თამაშის ბედის გადაწყვეტა ნებისმიერ წამს შეუძლიათ! მთავარი მაინც გუნდურობა და ერთსულოვნება იქნება.

რაც შეეხება შემადგენლობას, სანიოლისთვის კიტეიშვილის ბოლომდე მომჯობინება უმნიშვნელოვანესი ამბავი იყო, რაც, სამწუხაროდ, არ მოხდა. სასტარტოში ველით კვირკველიას. რაც შეეხებათ თურქებს, მათ ირგვლივ გარკვეული საკადრო პრობლემებია. პერსპექტიული ახალგაზრდები - როგორც "რეალის" წევრი გულერი, ასევე "იუვენტუსელი" ილდიზი, სასტარტოში იქნებიან.

სანიოლის მთავარი დანაკლისი კიტეიშვილია...

Sportall.Ge

ესაა მატჩი, სადაც ამ ნაკრებების აქამდე არსებული დაპირისპირებები თუ სხვა დეტალები აზრს კარგავს, ეს მთელი საქართველოსთვის სრულიად ახალი ათვლის წერტილია!..

სავარაუდო შემადგენლობები:

თურქეთი (4-2-3-1) : გუნოკი - აიჰანი, დემირალი, ბარდაქჩი, კადიოღლუ - ოზჩანი, ჩალჰანოღლუ(C)- გულერი, ილდიზი, აქტერქოღლუ - ილმაზი

მწვრთნელი - მონტელა

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი, კვირკველია, კაშია(C), დვალი - კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, კვეკვესკირი - შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

მწვრთნელი: სანიოლი

მსაჯი: ტელო (არგენტინა)

ღვთისავარ ანთაძე დორტმუნდიდან
sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

altსაქართველო-თურქეთის მატჩს არგენტინელი არბიტრი განსჯის

altსაათები საქართველოსთვის ისტორიული ევროს დაწყებამდე - ყველა ნაკრების წარდგენა

altკვარაცხელია რონალდოს წინააღმდეგ - ოცნება, რომელიც ხდება და ნეიტრალური გულშემატკივრებისთვის საინტერესო მატჩი...

მკითხველის კომენტარები / 39 /
ბიჭებმა რაც გააკეთეს იმით უკვე არიან გმირები. და აწი ითამაშონ თავისუფლად, ყველაფერი დადონ და ევროპას ქართული ფეხბურთი აჩვენონ
ქართველი
17 ივნისი 2024 12:40
2
რაც არ უნდა მოხდეს ჩვენი ზეიმი უკვე შედგა, და ის ხვალ 8 საათამდე გაგრძელდა მერე ახალი ათვლის წერტილია...
26 მარტ მხოლოდ ერთი რამ დამაკლდა-მინდოდა ვინმეს ერთი ქართველის სიტყვები დაედო ამ გამარჯვებისთვის მაგრამ, ესე რომ არ მოხდა მაგასაც აქვს თავისი ახსნა!
ეხლა სულ მცირე იმედს ვიტოვებ რომ 14 ივლისს, ბერლინის ოლიმპიურ სტადიონზე ვინმე ქართულად იტყვის: წარმომიდგენია ეხლა რა ხდება საქართველოს დედაქალაქში, ჭექს თბილისი, ჭექს მთელი ქვეყანა!..
ZIZ
17 ივნისი 2024 11:18
1
ბერლინის არა
((((
17 ივნისი 2024 15:26
0
კვირკველიას საწინააღმდეგო არაფერი მაქვს, მაგრამ გველესიანი ჯობია დააყენოს ძირითადში, მითუფრო სოლომონი ინდივიდუალურად ვარჯიშობდა და დინამიკიდან ამოვარდნილი იქნება.. გველესიანი შეტევაში(სტანდარტულებისას)ბევრად ეფექტურია..
rable
17 ივნისი 2024 13:42
2
მეგობარო დარწმუნებული ვარ, რომ ფეხბურთს უყურებ და ძალიან კარგადაც ერკვევი!!! მაგრამ კვირკველიას ნაცვლად გიორგი გველესიანის დაყენების მოთხოვნა უბრალოდ არასწორი მგონია!! ბევრი მიზეზის გამო მათშორის, კვირკველია ნაკრებვის სათამაშო სისტემას მიჩვეულია და სრულად არის ინტეგრირებული ხოლო სისტემა პირველ რიგში დაცვის ხაზიდან იწყება შესაბამისად ექსპერემინტები ამ ეტაპზე სრულიად უადგილოა! კვირკველია გველესიანზე ბევრად სწრაფია, უფრო მაღალ დონეზე აქვს ნათამაშები და ზოგადად სოლომონს უფრო დიდი წნეხისთვის გაუძლია ვიდრე გიორგის. ამ თამაშში კიდე თურქი გულშემატკივრები მაგარ წნეხს დაგვადებენ და იმედია ბიჭები გაუძლებენ!! თუმცა ზოგადად გველესიანის საწინააღმდეგო არაფერი არ მაქვს თავით ძალიან მაგრად თამაშობს და პასის კულტურაც ძალიან მაღალ დონეზე აქვს. წარმატებები ბიჭებს!!!!!!
Pepelu
17 ივნისი 2024 16:11
0
თუ კიტეიშვილი არ იქნება (რისი შანსიც როგორც ჩანს ძალიან დიდია), მაშინ კვეკვესკირს ალთუნაშვილი ამჯობინონ ბევრად უკეთესია. კვეკვესკირისადმი პატივისცემის მიუხედავად მისი ძირითადში დაყენებით ჩათვალეთ -1 ფეხბურთელით გავდივართ მოედანზე.
ირაკლი
17 ივნისი 2024 11:27
1
ძალიან გაპიარებული ყავთ ჟურნალისტებს ეს კვეკვესკირი რა მოსწონთ ალბათ ვერც იტყვიან.. როცა მინდორზეა ცენტრს ვკარგავთ მისი უაზრო მატაობით თუ არასწორი გადაწყვეტილებების გამო.. ერთ რამეში ეკუთვნის მადლობა ბოლო პენალი რომ შეასრულა კარგად მაგრამ მაგის გამო მისი გაღმერთება და მაგარი ფეხბურთელობის ძახილი მაგარი სისულელეა. კანკავა სჯობია ამ ასაკშიც კი
roni
17 ივნისი 2024 13:56
3
ყიფიანმა ხო გარისკა და მაშინ მრისხანე სკუადრა აძურასთან კალაძე და კობიაშვილი ათამშა,ორივემ გაამართლა.
ასე რომ მე სიგუას მივცემდი შანსს.
სიგუა სწრაფია მაღალია და ტექნიკური,თან გოლის ალღოც აქვს
Levani
17 ივნისი 2024 13:46
2
საფეხბურთო აიქიუ კვეკვეს შეიძლება დიდიაქ მარა ძაან ნელია თან ძაან ბევრ უკან პასს აკეთებს
bud
17 ივნისი 2024 12:33
1
კიტე თუ არ იქნა გაგვიჭირდება, კვეკვე ვერ გაქაჩავს სისრაფეში თურქები დაჩაგრავენ, მაგას სჯობს მექვაბიშვილი ან ალთუნაშვილი ათამაშოს, მე საერთოდ მგონია სიგუა უფრო შეცვლის სრულფასოვნად კიტეს, მაგრამ ასეთ მატჩში ძნელია გარისკო და 18 წლის ბიჭი ათამაშო...
Givi
17 ივნისი 2024 11:14
1
დადგა ნანატრი ჟამი, რომელსაც 30 წელი ველოდით. დღეს ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ჰიმნი აჟღერდება და სტადიონზე, სადაც ჩვენი ნაკრები ითამაშებს დაახლოებით 12 ათასამდე ქართველი გულშემატკივარი იქნება, რაც ფეხბურთელებს კიდევ უფრო დამუხტავს და მჯერა რომ ღირსეული დებიუტი გვექნება,მე მჯერა ჩვენი ფეხბურთელების.
წინ საქართველო❤
ქობულეთიდან
18 ივნისი 2024 12:24
1
ლობჟანიძე იქნებ შეცვლაზე გამოვიდეს. კაცმა მესის გუნდს მოუგო, გაიტანა რა ორი გოლი!
ლაშა
17 ივნისი 2024 13:14
2
საბა აუცილებლად უნდა მიეცეს შანსი ამ თამაშში და აი რატომ: 1) თურქებს ორთავე ფლანგზე ეს ბიჭები ძალიან სწრაფები ყავს---ილდიზი და არდა; 2) საბამ კარგად იცის თურქების მენტალობა, ენაც,სათამაშო სტილი და საფეხბურთო აზროვნება, რაც კონკრეტულ მომენტი შეიძლება გადამწყვეტიც იყოს; 3) თავისი სისწრაფის და დარტყმის ხარისხით იქეთ გააწამოს თურქები. P.S ეს ჩემი მოკრძალებული აზრია და რა თქმა უნდა ვილიმ ყველაზე უკეთ იცის ამ წუთას ვინ როგორ ფორმაშია ნაკრებში
ზაკო
17 ივნისი 2024 15:23
1
რასაც თურქეთის თამაშებს ვუყურებ დაცვის ცენტრი და ჩამშლელები ძალიან ცუდები ჰყავთ, ჩანჰალუღლუ შეტევაში კარგია დაცვაში ძააან აგვიანებს.. სწრაფ ფეხბურთს ანიჭებენ უპირატესობას და იმედია სანიოლს ღმერთი არ გაუწყრება და კვეკვეს არ გამოიყვანს მასეთი ნელი ფეხბურთელი სწრაფ ფეხბურთში ბევრ თავისუფალ ზონებს დატოვებს. ჯაბა მაინც გვყოლოდა რა უაზროდ წავიდა ნაკრებიდან. მიქაუტაძე გაიტანს დღეს და 1-0 მოვიგებთ. მიდით ქართველებო!!!!!
roni
18 ივნისი 2024 12:18
1
ჯაბა პირიქით კვეკვეზე უარესი იქნებოდა ხომ ვნახეთ რა ფორმაში იყო ლუქსემბურგთან
zura222
18 ივნისი 2024 13:20
0
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული