ევრო 2024-ის ყველაზე სანახაობრივ მატჩში საქართველოს ნაკრებმა თურქეთთან დასანანი მარცხი განიცადა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის პირველ ტურში, F ჯგუფში, საქართველოს ნაკრები თურქეთთან 1:3 დამარცხდა.

ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ გაუმკლავდებოდა ჩვენი გუნდი სასტარტო მღელვარებას და მატჩის როგორი დებიუტი ექნებოდა. დაპირისპირების დაწყებამდე საათ-ნახევრით ადრე დორტმუნდში კოკისპირულად იწვიმა, თუმცა მოედანი არ დაიტბორა. უპირატესობას თავიდანვე ჩვენი მეტოქე დაეუფლა და აიჰანის დარტყმული ბურთი ძელს მოხვდა. საპასუხო იერიშისას მექვაბიშვილის დარტყმული ბურთი რიკოშეტით წავიდა, მაგრამ მეკარე გიუნოქმა მოიგერია. 26-ე წუთზე მიულდურმა თურქები დააწინაურა, ცოტა ხანში კი ილდიზის გოლი თამაშგარეს გამო არ ჩაითვალა. შემდეგ მახვილი კუთხიდან წიტაიშვილს გატანა
გიუნოქმა არ დაანება. მერე ქოჩორაშვილი ფლანგზე მეურვეს გაექცა, პასი მიქაუტაძეს გაუკეთა და მან ანგარიში გაათანაბრა. გიორგის მალე დუბლის შესრულება შეეძლო, თუმცა მცირედით ააცილა ბურთი მიზანს და პირველი ტაიმი 1:1 დასრულდა. სანიოლის შეგირდებმა ცუდად დაწყებული შეხვედრის შემდეგ თამაში გამოასწორეს და მოწინააღმდეგეს ტოლს არაფერში უდებდნენ.

მეორე ტაიმში კვარაცხელია გააქტიურდა, ფრთაზე მცველს დაუსხლტა, საჯარიმოში მიქაუტაძე მოძებნა, მაგრამ მის მიერ დარტყმული ბურთი მცველმა დაბლოკა. ამას ვიზავის შეტევები მოჰყვა და საჯარიმოდან ჩალჰანოღლუს დარტყმული ბურთი მამარდაშვილმა მოიგერია. თამაში კიდევ უფრო დაიძაბა, გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა. შანსი ხვიჩას მიეცა, რომელმაც ნახტომში ვერ შეძლო გატანა. 65-ე წუთზე გიულერმა შორიდან დალაშქრა მამარდაშვილის კარი და თურქები წინ გავიდნენ. ცოტა ხანში ქოჩორაშვილი ცენტრიდან შეიჭრა საჯარიმოში და ბურთი ხარიხას გაარტყა. სანიოლმა მოედანზე წიტაიშვილისა და ჩაკვეტაძის ნაცვლად ლოჩოშვილი და დავითაშვილი შეუშვა, ხოლო ბოლოს ვა-ბანკზე წავიდა და კვირკველია ზივზივაძით შეცვალა. სწრაფი კონტრიერიშისას მამარდაშვილმა გატანა იაზიჯის არ დაანება. კომპენსირებულ დროში "ჯვაროსნები" შტურმზე გადავიდნენ, "კვარამ" საჯარიმოში ჩააწოდა, ქოჩორაშვილის დარტყმული ბურთი მცირედით ასცდა მიზანს, ზედ მსაჯის საფინალო სასტვენის წინ მამარდაშვილიც ჩავიდა მეტოქის საჯარიმოში, თურქები ძელმა იხსნა, კონტრშეტევისას კი აქტიუროღლუმ ცარიელ კარში გაგვიტანა გოლი.

ჩვენს ჯგუფში მეორე ტური 22 ივნისს გაიმართება - საქართველო ჩეხეთს, თურქეთი კი პორტუგალიას დაუპირისპირდება.

დორტმუნდი. „სიგნალ იდუნა პარკი“

თურქეთი - საქართველო 3:1
გოლები: 1:0 მიულდური (26), 1:1 მიქაუტაძე (33), 2:1 გიულერი (65), 3:1 აქტიუროღლუ (90+7)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (ზივზივაძე 85), დვალი, კაკაბაძე, ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი (ალთუნაშვილი 89), წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 73), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 73), კვარაცხელია, მიქაუტაძე

altქართველი და თურქი გულშემატკივრები ტრიბუნებზე ერთმანეთს დაუპირისპირდნენ [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 171 /
კვარა რა ვარსკლავია ბურთს ვერ წაეკარა, მაგის თამაში დგეს თამაში იყო?
გაბრიელი
18 ივნისი 2024 23:04
12
კვარა რა ვარსკლავია ბურთს ვერ წაეკარა, მაგის თამაში დგეს თამაში იყო?
ბებიაშენისა
18 ივნისი 2024 23:04
10
კვარა რა ვარსკლავია ბურთს ვერ წაეკარა, მაგის თამაში დგეს თამაში იყო?
ბებიაშენისა
18 ივნისი 2024 23:04
11
მამარდაშვილი არაა ის ფეხბურთელი ეს რომ უნდა ეშლებოდეს. მეკარე თუ კარს ტოვებს ეს იმას არ ნიშნავს, რომ ბურთისთვის მოწინააღმდეგის კარის წინ იბრძოდეს. ის საჯარიმოს გარეთ უნდა მდგარიყო და მოგერიებულ ბურთებზე ენადირა, ცალი თვალი კი კარისკენ უნდა ჭეროდა. რა იცით რომ სწორედ მაგ ბურთმა არ ჩაგვტოვოს ჯგუფში? რაც შეეხება თამაშს, მე მგონი სანახაობრივად ყველაზე საუკეთესო მატჩი იყო დღემდე ჩატარებულთა შორის. მე მგონია ჩეხები არ უნდა იყოს გადაულახავი ზღუდე, მით უმეტეს სტარტის ციებ-ცხელება გავლილია.
ჟორა
18 ივნისი 2024 23:00
5
უთამაშებელი და “თითქმის” ტრამვირებული კვირკველია. გყავს მარცხენა მცველი , რომელიც მცველი არ არის(წიტაიშველი). აგებ და შემოგყავს მცველი (ლოჩოშვილი) თან გაგყავს ნახევარმცველი რომელსაც შეუძლია რაღაც შექმნას(ჩაკვეტაძე) . ცენტრ ფორვარდი შემოგყავს 85 წუთზე. მწვრთნელმა მეტი რაღა უნდა დააშავო. და ბოლოს არ გყოფნის გამბედაობა შეცვალო ასე ვთქვათ ვარსკვლავი(კვარა) , რომელიც ალბათ ყველაზე სუსტი რგოლი იყო მთელ გუნდში. ვთქვათ და ვაღიაროთ მწარე სიმართლე და წარმატებები ვუსურვოთ ჩვენს ბიჭებს მომდევნო თამაშებში.
რიგითი
18 ივნისი 2024 22:59
4
ეეეეე კვარა შენს კისერზეა ეს წაგება
კვარა
18 ივნისი 2024 22:59
9
მოგებები არ იყო ვითომ რატომღაც მის კისერზე და წაგებებია მაინცდამაინც?
ჭკვიანს
19 ივნისი 2024 08:09
2
და კიდევ ერთს ვიტყვი, დღესაც მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ზარმაცი იყო ქინქლაძე. რომელსაც შეეძლო რონალდოს დონეზე უფრო მეტაფ თამაში მაგრამ არ მოინდომა. შოთამ და კახამ ბევრად მეტს მიახწიეს შრომით, იგივე კობიმ. არ არსებობს მარტო ნიჭი ყოველთვის უნდა ეცადოთ განვითარებას და უფრომეტი უნდა მოთხოვოთ საკუთარ თავს. მოინდომეთ!!!
M
18 ივნისი 2024 22:58
3
და კიდევ ერთს ვიტყვი, დღესაც მიმაჩნია რომ დამოუკიდებელი საქართველოს ისტორიაში ყველაზე ნიჭიერი და ყველაზე ზარმაცი იყო ქინქლაძე. რომელსაც შეეძლო რონალდოს დონეზე უფრო მეტაფ თამაში მაგრამ არ მოინდომა. შოთამ და კახამ ბევრად მეტს მიახწიეს შრომით, იგივე კობიმ. არ არსებობს მარტო ნიჭი ყოველთვის უნდა ეცადოთ განვითარებას და უფრომეტი უნდა მოთხოვოთ საკუთარ თავს. მოინდომეთ!!!
M
18 ივნისი 2024 22:58
4
ბიჯოოოო რა ჭირს
არაფრის მაქნისი
18 ივნისი 2024 22:57
4
კომენტარზეც გეტყობა რომ მართლა არაფრისმაქნისიხარ.
უსაქმურს
19 ივნისი 2024 08:11
1
ყველაზე დიდი შეცდომა კი არადა დანაშაული იყო ახაროვი რომ არ წაიყვანეს @ წიტაიშვილი ნული იყო დღეს
zura222
18 ივნისი 2024 22:57
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული