ადრე გამოქვეყნებულ სტატიაში აღვნიშნე, რომ ევრო 2024-ზე სანიოლის კრებულს შეუძლია თავისუფლად, ყოველგვარი წნეხის გარეშე იასპარეზოს, რამეთუ მარცხის შემთხვევაში განსაკუთრებულად არ გააკრიტიკებენ, თუმცა მათგან უკვე მეტის მოლოდინია, ხოლო უშუალოდ მატჩის მიმოხილვის დასაწყისში ხაზი გავუსვი იმას, რომ ძალიან დიდი მნიშვნელობა ჰქონდა იმას, თუ როგორ
თურქეთმა ჩვენთან დაპირისპირებამდე ხუთიდან სამი მატჩი წააგო და ორი ფრედ დაასრულა, მაგრამ ევროპის ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე, სადაც D ჯგუფში მისი ერთ-ერთი მეტოქე ხორვატია იყო, პირველი ადგილი დაიკავა, ხოლო საქართველოს ნაკრები ხუთგუნდიან ჯგუფში მეოთხე პოზიციაზე გავიდა. ჩვენს თამაშზე, რა თქმა უნდა, იმანაც იმოქმედა, რომ სტადიონზე მოწინააღმდეგეს გაცილებით მეტი ქომაგი ჰყავდა (გერმანიაში თურქეთის 1.3 მილიონი მოქალაქე ცხოვრობს, ეთნიკური თურქი კი იქ გაცილებით მეტია). ამიტომ ითვლება, რომ ისინი ევრო 2024-ზე, ფაქტობრივად, სახლში გამოდიან, ხოლო ჩვენს გუნდს გასვლაზე მოუწია თამაში.
ძალიან იმოქმედა კიტეიშვილის არყოფნამაც, თუმცა ყოველთვის ყველა ფეხბურთელი ვერ იქნება მწყობრში და ეს იმაზე მიუთითებს, რომ სანიოლს შემადგენლობის მხრივ დიდი სიღრმე არ გააჩნია. საბედნიეროდ, ადრე შეტევაში თუ მარტო კვარაცხელიაზე ვიყავით დამოკიდებული, ახლა რამდენიმე წამყვანი ფეხბურთელი გვყავს. მაინც მოახერხა მიქაუტაძემ ანგარიშის გათანაბრება და იქვე დუბლის შესრულების შანსი ვერ გამოიყენა. პირველი ტაიმის დასასრული ჩვენი იყო, ვიზავი საკუთარ კარს მოვაჯაჭვეთ. წესით, ასევე უნდა გაგვეგრძელებინა, მაგრამ მეორე ტაიმის დასაწყისშიც დაცვაში ჩავჯექით. ჩავჯექით და მეორე გოლიც მივიღეთ. ბოლოს საქართველოს ნაკრები შტურმზე გადავიდა, დიდებულად მოთამაშე ქოჩორაშვილმა ბურთი ხარიხას გაარტყა, კაშიამ - ძელს, მეტოქის საჯარიმოში მამარდაშვილის ჩასვლას სწრაფი კონტრშეტევისას აქტიუროღლუს გოლი მოჰყვა და წავაგეთ. ემოციები და აზარტი ყოველთვის არაა საუკეთესო მოკავშირე და არაა გამორიცხული, მესამე გაშვებულმა გოლმა საბოლოოდ ცუდი სამსახური გაგვიწიოს. ალთუნაშვილის შეცვლაზე შეყვანა, შესაძლოა, სწორედ მამარდაშვილის შეტევაში ჩართვის განზრახვით იყო ნაკარნახევი, რამაც უარყოფითი შედეგი გამოიღო, მაგრამ ანგარიში რომ გაგვეთანაბრებინა და ლოგიკური ფრისთვის მიგვეღწია, ყველა სანიოლის გამართლებულ რისკზე და ბრძნულ გადაწყვეტილებაზე დაიწყებდა საუბარს.
სანიოლს, ალბათ, შეეძლო უკეთესი სასტარტო შემადგენლობის დაყენება და ცვლილებების უფრო ადრე განხორციელება, მაგრამ ეს მისი პრეროგატივაა. ნამატჩევს თურქეთის ნაკრების თავკაცმა მონტელამ განაცხადა, რომ საქართველო ფიზიკურად ძლიერი, კარგად ორგანიზებული გუნდია, იცის თავისი ძლიერი და სუსტი მხარეები და შესაბამისად თამაშობს. მან კარგად გათვალა ყველაფერი, სწორი სტრატეგია და ტაქტიკა აირჩია და შედეგსაც მიაღწია. მოკლედ, სანიოლს პირადი დუელი მოუგო. გაუმართლა კიდეც.
ბუნებრივია, მეტს ველოდით კვარაცხელიასგან, რომელსაც საუკეთესო მატჩი არ ჰქონდა და მასზე აშკარად იმოქმედა სატრანსფერო ამბებმა. თუ გახსოვთ, „რუბინის“ ყოფილი მწვრთნელი სლუცკი ამბობდა, რომ ხვიჩა ემოციურია და ნერვიულობისას ხარისხს კარგავს. ალბათ, დროა, „კვარამ“ ემოციების მართვა ისწავლოს და დარწმუნებული ვარ, ისევ ძველებურად გაგვახარებს. ისე, ბოლოს შექმნილი მომენტების უმეტესობა მის აქტიურ მოქმედებებს მოჰყვა.
წინ ორი ფინალი გველის - ჩეხეთთან და პორტუგალიასთან და ვნახავთ, როგორ დასკვებს გამოიტანს სანიოლი და როგორ აისახება ეს შედეგზე. ეს მხოლოდ ამ ტურნირს არ ეხება - აუცილებელია დასრულდეს ის დაუსრულებელი ეპოქა, როდესაც შესარჩევ ტურნირებზე მეოთხეზე უკეთეს ადგილს ვერ ვიკავებდით. ეს ჩვენს გუნდს რომ შეუძლია, თურქეთთან პირველი ტაიმის ბოლო ნაწილმა და მეტადრე კომპენსირებულმა დრომ დაგვანახა, როდესაც მეტოქე სასოწარკვეთილი იცავდა თავს. გასაგებია, მთელი 90 წუთი ასეთი ტემპით ვერ შეუტევ, მაგრამ როდესაც მთელ რიგ ეპიზოდებში ასე სჯაბნი, გამოდის, გაგაჩნია ვიზავის ძლევის უნარი, რაც უნდა ირწმუნო და შენი ეს უპირატესობა შედეგში ასახო. შედეგი კი მხოლოდ ერთი ჩაითვლება დადებითად - ჩეხეთთან მოგება, რადგან ფრის შემთხვევაში ჯგუფიდან გასასვლელად ბოლო ტურში პორტუგალიის დამარცხება დაგვჭირდება. თურქეთთან ჩვენმა გუნდმა საფეხბურთო რომანტიზმი გვაჩვენა და ყველა მოხიბლა, მაგრამ ახლა მეტი პრაგმატიზმი და 3 ქულის მოპოვებაა აუცილებელი.
მიმომხილველი
მცველები ფლანგზე დვალი შუაში კაშია ლოჩოშვილი და მათ გვერდზე კვირკველია კაკაბაძის ნაცვლად, ფაქტიურად ოთხივე მაღალია და სიმაღლე ძალიან მნიშვნელივანი კომპონენტი იქნება ამ ოთხ მცველს მივცემდი დავალებას რომ იყვნენ ნომინალური დამცველები და ავუკრძალავდი შეტევაში ჩართვას ფლანგებს. ცენტრში ჩაკვეტაძე დვალის დამზღევვად შუაში ქოჩორა და მის გვერდზე კიტე კვირკველიას დამზღვევად
შეტევა მარცხნივ თავის ფლანგზე კვარაცხელია მარჯვნივ საბა ლობჟანიძე ან შენგელია რომელიც ადრე მარჯვენა გარემარბი იყო და ფორვარდად შედარებით ტანმაღალი ბუდუ აანუ 4:3:3 შეცვლებზე დავითაშვილი მიქაუტაძე და ბოლოს შეილება კვირკველია გაიყვანო და დასვენებული კაკაბაძე ადნ გოჩოლეიშვილი შემოიყვანო. მოკლედ ჩაკვე და კვარა მარცხენა ფლანგზე იაქტიურებენ და კიტე და საბა მარჯვენა, ცენტრში ქოჩორა შედარებით ახლოს ფორვარდთან, ჩვენ ვნახეთ როგორ შეუძლია ბურთის გათამაშება და შეტევაში ჩართვა ქოჩორას. არ შეიძლება დაბალი ფეხბურთელები დავაყენოთ დაცვაში მე ასე ვფიქრობ იმენა ახმახები არიან