მატჩის დღე! გადამწყვეტი დაპირისპირება საქართველოს ნაკრებისთვის

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატზე სადებიუტო მატჩში სულისშემძვრელი ფინალისა და დამატებით დროში მარცხის შემდეგ საქართველოს ნაკრები ჰამბურგში ჩეხებს დაუპირისპირდება - დღეს, 22 ივნისს, თბილისის დროით 17:00 საათზე.

გიორგი მიქაუტაძის გოლმა ქართველი გულშემატკივრები კი აღაფრთოვანა, მაგრამ სამწუხაროდ, უფრო მეტი არ გამოვიდა. ვილი სანიოლის გუნდს მეტოქის კარისკენ 14 დარტყმა ჰქონდა, რაც დებიუტანტებისთვის სერიოზული ამბავია.

ახლა ქართველების მთავარი ფიქრი პლეი-ოფს უკავშირდება. ჯგუფური ეტაპის პირობებში ორმა ნაკრებმა წაააგო სადებიუტო მატჩი, მაგრამ შემდეგ ეტაპზე მაინც გავიდა - სლოვაკეთმა და ჩრდ. ირლანდიამ. ორივე ეს შემთხვევა 2016 წელს მოხდა. საქართველოს
ნაკრები ეცდება, მესამე იყოს.

ბოლო ტურში პორტუგალიასთან ურთულესი შეხვედრაა, ჩეხებთან კი მიქაუტაძისა თუ კვარაცხელიას მახვილგონიერების ძალიან გვეიმედება!..

მინუმუმ ერთი ქულა სასიცოცხლოდ აუცილებელია. ამ შემთხვევაში ჩეხების იმედიც შენარჩუნდება - თუკი ისინი წააგებენ და თურქეთი პორტუგალიასთან არ დამარცხდება, ჩეხეთის ნაკრები მესამე ადგილზე გასვლის შანსსაც, ფაქტობრივად, დაკარგავს.

Sportall.Ge

ჩეხეთის ნაკრები თურქებისგან განსნხვავებული გუნდია. მიუხედავად იმისა, რომ ისინი პორტუგალიას თითქმის ფრედ ეთამაშნენ და ბოლოს (1:2) წააგეს, ჩვენმა მომავალმა მოწინააღმდეგემ პირველ ტურში ყველაზე ნაკლები ზუსტი პასი გააკეთა.

ცნობისთვის, 1996 წლის ვიცე-ჩემპიონი ჩეხეთი ბოლო სამი ევროდან ორში მერვედფინალში გავიდა.

ვილი სანიოლის მხრიდან შემადგენლობაში ბევრი ცვლილება მოსალოდნელი არაა. მთავარი სიახლე იქნებ ზურიკო დავითაშვილის გამოჩენა და უფრი შემტევი შემადგენლობა იყოს. პირველივე წუთებიდან ითამაშებს 19 გოლით ჩეხეთის ნაკრების საუკეთესო ბომბარდირი პატრიკ შიკი. დიდი იქნება "ვესტ ჰემის" ფეხბურთელების, ტომას სოუჩეკისა და ვლადიმირ სოუფალის როლი. ჩეხეთის ნაკრების მეკარე ინდრიხ სტანეკს პირველ ტურში ყველაზე მეტი მოგერიება ჰქონდა - 7...

Sportall.Ge

სავარაუდო შემადგენლობები

საქართველო (3-4-1-2): მამარდაშვილი - კვირკველია, კაშია, დვალი - კაკაბაძე, კვეკვესკირი, ქოჩორაშვილი, შენგელია - ჩაკვეტაძე - კვარაცხელია, მიქაუტაძე

ჩეხეთი (3-1-4-2): სტანეკი - ჰოლესი, ჰრანაცი, კრეჟჩი - სოუჩეკი - ცოუფალი, ბარაკი, პროვოდი, დუდერა - ჩიტილი, შიკი

მსაჯი - ზიბერტი (გერმანია)

ღვთისავარ ანთაძე ვუპერტალიდან

sportall. ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.
მკითხველის კომენტარები / 58 /
სანიოლ შენ მოგმართავ სიგუა ათამაშე 10 წუთი მაინც და გპირდები გოლს შეაგდებს...
Nikoloz
22 ივნისი 2024 13:15
3
ჩვენ აუცილებლად მოვიგებთ.
ჩეხებს ბოლო თამაშში თურქებთან მოტივაცია მაინც ექნებათ, იმიტომ რომ არავის არ უნდა სამივე თამაშის წაგება.
აი პორტუგალია კი დაისვენებს მესამე თამაშში, თუ მეორე თამაშში თურქებს დაამარცხებს. ამიტომ ჩვენთან პორტუგალია გამოიყვანს სათადარიგო შემადგენლობას.
რეალობა
22 ივნისი 2024 10:53
4
თამაშისწინა პრესკონფერენცია
ჩეხეთის მწვრთნელი:
შორიდან დავარტყავთ და მამარდას გავუტანთ.
სანიოლი:
ჩავაწოდებთ და ჩეხები ავტოგოლებს გაიტანენ,მაგათი შუა მცველი მომეწონა კაი ავტოგოლოს ალღო აქვს
Levani
22 ივნისი 2024 14:45
1
5-0, 5-1. სხვა შედეგი ჩემთვის უბრალოდ მიუღებელია. ჩეხებს ეს სპორტის სახეობა დიდი ხნით უნდა დავავიწყოთ. ოღონდ არ გვინდა რა ეს მეორე ნომრად თამაში. დავიღალეთ. შეუტიეთ ბიჭებო და არ გაჩერდეთ, აი როგორც "გერმანული მანქანა". მერე პორტუგალიასაც მივხედავთ-დავკუნჭავთ ბებერი რონალდოთი.
კოლა პაპა
22 ივნისი 2024 14:15
6
რავიცი,გადავხარშე,გადმოვხარშე,ნეიტრალური თვალითაც შევხედე და კაცმა რომ თქვას მოსაგები თამაშია, თუმცა თავგანწირვაა საჭირო ამისთვის,ოღონდ ცოტა იღბალიც გვინდა და მწვრთმელის ჭკუაც
joni
22 ივნისი 2024 13:52
1
მე ვთვლი რომ დავითაშვილი არ არის ძირითადის მოთამაშე
უბრალდო კლასი არ ყოფნის.

წიტაიშვილის მაგივრად უნდა დააყენოს გოჩოლეიშვილი და აუცილებლად რაღაც უნდა მოხერხდეს მარჯვენა ფრთაზე.
ფაქტობრივად ნაკრები თამაშობს მარჯვენა ვინგერის გარეშე. რაც არ სეიძლება
უნდა დაიწყოს ძირიტAდაი ლობჟანიძემ. მარა ვის ადგილას არ ვიცი.
3 ცენტრალუი მცველი ნაკრებს ჭირდება. ამის გამოა რომ ფლანგზე გვაკლდება მოთამაშე :)
d
22 ივნისი 2024 12:47
3
მეორე ტაიმში რომ მაინც გამოეყვანა ზურიკო და საბა კაკაბას მაგივრად მარჯვენა ფლანგიდან მაგარს დააწვებოდნენ თურქებს ეხლა მართალიხარ მარტო მარცხნიდან ვუტევთ მარჯვენა ჩამკვდარია მარჯვენა ფლანგი. 2მეტრიან ლოჩოშვილს რომ დააყენებს ფლანგზე იმ მწვრთნელს რაზე უნდა ელაპარაკო
,
22 ივნისი 2024 13:30
1
წიტაიშვილი დგას იქ სადაც უნდა იდგეს! შეუცვლელია ახლა ამ ეტაპზე ასეა ახლა საჭირო, ერთერთი საუკეთესოა
გია
22 ივნისი 2024 21:02
1
მარცხნივ დახმარება ჭირდება ხვიჩას, სხვანაირად ისევ ვერ წაუვა თამაში, მთლიან ფლანგს ერთი კაცი ვერ აიღებს, რახან აზაროვი არ არის რამე უნდა მოიფიქროს სანიოლმა
გოგა
22 ივნისი 2024 11:43
1
მწარეებმა, ბრაზიანებმა, პესიმისტებმა აუცვით აქედან და ნუ სტრესავთ ყველას! მე პირადად ძალიან ოპტიმისტურად ვარ განწყობილი! წარმარება ნაკრებს!
ვახო
22 ივნისი 2024 12:44
4
555ს ვიღებ კრიტიკას) დილის 6 საათი იყო და ძალიან შემრცხვა რო დავხედე,მაგრამ უკვე გამოქვეყნებული იყო((
მირო+
21 ივნისი 2024 15:54
3
გაიხარე მირო ბატონო.ღმერთმა შენი გამზრდელი გაახაროს.
555
21 ივნისი 2024 17:58
2
მე ვიცი, რომ მოვიგებთ.
რეალობა
22 ივნისი 2024 12:41
2
ნეტარ არიან მორწმუნენი!
555
22 ივნისი 2024 15:34
0
არავინ დაისვენებს მე-3 ტურში. არც პორტუგალია და არც ჩეხეთი, მითუმეტეს არც ჩვენი ბიჭები. შანსიც რომ არ იყოს ვინმესთვის ბოლო ტურში ყველა გუნდი ითამაშებს მოგებაზე. პორტუგალიელებიც მათ შორის. ჩვენც ყველა თამაში დავიხარჯებით, ეს ხომ ევროპის ფინალური თამაშებია და ამიტომაც ქვია ფინალური თამაშები რომ ყველა თამაში ფინალია ყველა გუნდისათვის უშანსო იქნება თუ უკვე გასულ გარანტირებული. წარმატება და გამარჯვება საქართველოს.
G.LA
22 ივნისი 2024 11:34
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული