ბრწყინვალე მამარდაშვილი - ისტორიულ გამარჯვებამდე ერთი ზუსტი დარტყმა დაგვაკლდა [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ევროპის ჩემპიონატის მეორე ტურში, F ჯგუფში საქართველოსა და ჩეხეთის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

„ჯვაროსნების“ მწვრთნელმა სანიოლმა წინა შეხვედრისგან განსხვავებით ძირითად შემადგენლობაში ერთი შეცვლა განახორციელა, ჩაკვეტაძის ნაცვლად დავითაშვილი დააყენა. ამჯერად სტადიონზე ქართველი გულშემატკივრები მეტოქის ქომაგებზე მეტნი იყვნენ. დებიუტში მოწინააღმდეგეს სამი შანსი მიეცა და სამივეჯერ მამარდაშვილმა გვიხსნა. შემდეგ დავითაშვილი საჯარიმოში მცველთან ბრძოლაში მოედანზე დაეცა, მაგრამ მსაჯმა პენალტის დანიშვნა საჭიროდ არ მიიჩნია. ჩვენს გუნდს ბურთის დაჭერა და შეტევების ორგანიზება უჭირდა. მერე გლოჟეკმა ჩვენს კარში ბურთი ხელით შეიტანა და გოლი არ ჩაითვალა. ჩეხები
უპირატესობას
ფლობდნენ, ზეწოლას აძლიერებდნენ. თუმცა, აქედან მოყოლებული საქართველოს ნაკრები იერიშებზე გადავიდა და კაშიას სამი მეტრიდან მეკარე სტანეკმა არ გაატანინა. მსაჯმა ვიდეოგამეორების ნახვის შემდეგ ჩეხ მცველზე ხელით თამაში დააფიქსირა და მიქაუტაძემ პენალტი გაიტანა. ბოლოს მამარდაშვილმა შიკს გატანა არ დაანება და პირველი ტაიმი 1:0 დასრულდა.

მეორე ტაიმი ქართველმა ფეხბურთელებმა აქტიურად დაიწყეს, მიქაუტაძეს ისევ ეუხეშნენ და ყვითელი ბარათი იურაშეკმა მიიღო. კვარაცხელია სწრაფი კონტრიერიშისას გოლეშმა წააქცია და მსაჯმა მასაც ყვითელი ბარათი უჩვენა. მერე ხვიჩას პასით მექვაბიშვილი ხელსაყრელ პოზიციაზე გავიდა, მაგრამ მიზანს ვერ უწია. 59-ე წუთზე კი შიკმა ანგარიში გაათანაბრა. სანიოლმა წიტაიშვილი და დავითაშვილი ლოჩოშვილით და ჩაკვეტაძით შეცვალა. ვიზავი ისევ დაეუფლა ინიციატივას, იურაშეკის და ხიტილის თავურები მიზანს ასცდა, ორჯერ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა. 82-ე წუთზე კვირკველიას და კვარაცხელიას ნაცვლად მოედანზე გველესიანი და ლობჟანიძე შევიდნენ, ბოლოს მიქაუტაძე ქვილითაიამ შეცვალა, კომპენსირებულ დროში ლობჟანიძემ დიდებული შანსი ვერ გამოიყენა და საბოლოოდ - 1:1.

საქართველოს ნაკრებმა ევროპირველობაზე პირველი ქულა მოიპოვა.

ჩვენს ჯგუფში დღეს თურქეთი პორტუგალიას შეხვდება, ბოლო ტური კი 26 ივნისს ჩატარდება: საქართველო პორტუგალიას, ხოლო ჩეხეთი თურქეთს დაუპირისპირდება.

ჰამბურგი. „ფოლკსპარკშტადიონი“
საქართველო - ჩეხეთი 1:1
გოლი: მიქაუტაძე (45+4, პენ), 1:1 შიკი (59)

საქართველო: მამარდაშვილი, კაშია, კვირკველია (გველესიანი 81), დვალი, კაკაბაძე,
ქოჩორაშვილი, მექვაბიშვილი, წიტაიშვილი (ლოჩოშვილი 62), დავითაშვილი (ჩაკვეტაძე 62), კვარაცხელია (ლობჟანიძე 82), მიქაუტაძე (ქვილითაია 88)

altბრწყინვალე მამარდაშვილი - ქართველის ორმაგი მოგერიება ჩეხეთთან [VIDEO]

მკითხველის კომენტარები / 104 /
დიდება აქ დაუღალავად და მუხლჩაუხრელად მოღვაწე ფეხბურმცოდნეობის სამეცნიერო აკადამიას, მის პროფესურას, მეცნიერ-მუშაკებს, ლაბორანტებსა და სტუდენტებს, ყველას ვინ ასე სარკესავით ამხილა ფესვდოსლეციალისტი სანიოლი, მის პალგიატურ და ტავტოლოგიურ მიდგემებში.
დიდება, დიდება დიდება, ძირს სანიოლი

მაგრამ, აქამდე - ფინალურ ეტაპამდე სად იყავით ? თავიდანვე ჯობდა დმისი დაგმობა და გაგდება!
დიოგენე
23 ივნისი 2024 09:57
5
ლობჟანიძე ს რაც დაემართა ეგრე თმების შეღებამ და პიჟონიბამ რაც ადამიანის ფსიქოლოგიაზე აისახება
გიო
23 ივნისი 2024 09:45
8
კარგი რა, ლობჟანიძეს როგორ ადრი თმაშეღებილ მესის ან რონალდოს? ამ ორიდან რომელიმე მაინც რომ ყოფილიყო ჩვენს გუნდში, ლობჟანიძის ბოლო დარტყმამდე საქმე არ მივიდოდა, თამაში მოგებული გვექნებოდა.
გიოს,
23 ივნისი 2024 23:09
0
ბედი არ გინდა? მარტო საბას დაემართაეგრე, აბა მესის ხომ არ დაემართებოდა ბარსაში ერთი პერიოდი ქერად რომ ჰქონდა შეღებილი ან რონალდუ მელირებიანი რომ დარბოდა.
ზაკო
23 ივნისი 2024 12:03
0
გველესიანი ძირითადში
ირაკლი ქუთაისელი
23 ივნისი 2024 07:06
0
უმართლებთ ჩვენ მოწინააღმდეგებს რომ მწვრთნელი გვყავს ფიზმასწავლებელი, უკეთესი ნაკრები გვყავს, ვიდრე ვიყენებთ, წაყვანილ და დატოვებულ ფეხბურთელებზეც ეტყობოდა გონიერება, არც ევროზე არ გავსულვართ მაგის პროფესორობით, კიდევ კარგი თამაში თბილსში იყო,ლოჩო და ქვილითაია ტაქტიკა სტრატეგიის მწვერვალია
A
22 ივნისი 2024 23:08
14
სირცხვილია!
თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება?
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა?
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!
პროფესიონალებს!
22 ივნისი 2024 23:01
6
მართალი ხარ , მაგრამ აქ ტაკტიკის, სტრატეგიის და კიდევ რაღაც უფრო დიდი უბედურობის ზედმიწევნით მცოდნეების არმიაა და არავის აინტერესებს დილეტანტების მოსაზრებები :D ამიტომ ვარ ჩუმად :)
sonigi
23 ივნისი 2024 00:20
4
ვინც წერს ამ დისლაიქებს, იმათ ტვინში ჩამახედა...
მაგრად მიკვირს.
22 ივნისი 2024 23:59
1
ცხადია,რომ სანიოლი ყველაზე სუსტი რგოლია ჩვენს ნაკრებში.ზურიკო კი რ უნდა გაეყვანა,არამედ ჩაკვესთნ ერტად ეთმაშებინა,ორივეს შეუძლია სხვადასხვა ფლანგებზე თამაში.მიქაუტაძეს დიდი მადლობა,მაგრამ მეორე ტაიმში თითქმის არაფერი გამოსდიოდა.გაქვს არჩევანი,რატომ არ ცვლი სხვა,არანკლებ ნიჭიერზე???რტომ არ მისცა დავალება გუნდს,რომ ჩაწოდებების საშუალება არ მიეცათ ჩეხებისთვის,ეთამაშათ ახლოს,მჭიდროდ,როცა მათი ასეთი ტაქტიკა აშკარად მოსალოდნელი იყო???სხვა კიდევ არაფერს ვიტყვი,ლოჩოშვილი რომ წაიყვანა,სერია ბ-შიც რომ შეცვლაზე შეჰყავთ დ აზაროვი,ბრსელონას დონის გუნდებთნ ძირითადში თამაშობს,დატოვა...და ა.შ.
miro
22 ივნისი 2024 22:50
7
გავიდა ხვიჩა და დაგვაჯდა ჩეხეთი კისერზე, როგორც ნაპოლიში ხდება. მარტო ერთი შეტევა გვქონდა, ლობჟანიძის შეტევა...რა, ეგრე არ იყო,?!
უშია
22 ივნისი 2024 22:42
9
სირცხვილია!
თამაშის ექსპერტული განხილვა არ შეიძლება?
რატომ ვერ შექმნეს ბევრი მომენტები ჩვენმა ფეხბურთელებმა?
იმიტომ, რომ ჩეხებს დავალებული ჰქონდათ, ჩვენი ფეხბურთელების კონტრშეტევა ნებისმიერ ფასად, ბინძური, უხეში ჯარიმებით შეეჩერებინათ და ეს ჩეხებმა შეასრულეს 1000%-ით.
ამის ერთადერთი წამალი არის ერთი შეხებით თამაში და სწრაფი პასები, შეტაკებასაც აიცილებ და უფრო პროდუქტიული იქნება შეტევა.
ნამდვილად მოსაფიქრებელია, ასეთი უხეში თამაშის წინაღმდეგ ახალი საჯარიმო სანქციები და წესები!
უშია-ს
22 ივნისი 2024 23:11
3
სანამ მასის ცნობიერება ასეთ დონეზე იქნება რაც კომენტარებში ჩანს არც იოცნებოთ სერიოზულ მიღწევებზე… 26 მარტს თუ ყველა ფეხბურთელი და ყველაზე მეტად სანიოლი გმირებათ შევრაცხეთ დღეს მიუხედავად ბრწყინვალე დებიუტის და შემთხვევითი მარცხის, მერე კიდე ევროპის ჩემპიონატების სტაჟიან მონაწილესთან ,( რომელიც აშკარა ფავორიტად მიიჩნეოდა) ქულის აღებას მარცხად ვუთვლით და იმის მაგივრად რომ ვიამაყოთ და ჩვენი მხარდაჭერით სტიმული მივცეთ, პირიქით პოლიტიზირებას ახდენს ეს ვაიპატრიოტები და ორ მხარედ ყოფენ ფეხბურთელებს… ყველა ამნაირი ჩასაფრებული ხალხის საყურადღებოდ ვიძახი დაგუგლეთ მეხუთე კოლონა და ნახავთ რომ განმარტება გაკვდებათ ზედ… ნებსით თუ უნებლიედ ქვეყნის ღალატში რომ ღებულობთ მონაწილეობას, მიხვდეთ დროა ვინც შეუგნებლად არის ამ დიდი პროპაგანდის მსხვერპლი, ელემენტარულს გკითხავთ ბუდუს რომ თქვენდა მისაღები კომენტარები არ გაეკეთებინა, მაინც ასე გააპროტესტებდით რომ მიქაუტაძე ( რომელუც მართლა ბრწყინვალე ფორმაშია) ამჯობინა სანიოლმა? დარწმუნებული ვარ არა და იმაშიც დარწმუნებული ვარ რომ არა თქვენი ზღვარგადასულუ ბულინგი და შეურაცყოფები კვარაც უკეთეს შედეგებს დადებდა და მთლიანად გუნდიც…
ზოლა
22 ივნისი 2024 22:05
9
ნაცობა და კოლექტიური ნაცობა არ შეიძლება, მაგრამ ბუდუ შესაყვანი იყო აუცილებლად.
აკაკი
23 ივნისი 2024 00:03
3
ფეხბურთელებს და მთელ სტაფს უღრმესი მადლობა თავდადებისთვის და რასაც ქვია სისხლის და ოფლის ბოლო წვეთამდე ბრძოლისთვის!!!! ვამაყობთ თქვენით!!!!! იმ ხალხს მინდა გემევეხმაურო ევროზე წამსვლელი ავია და სტადიონის ბილეთების სიმცირეზე და სიძვირეზე ვინ აპელირებდა ფედერაციას და სახეკმწიფოს ვინც ადანაშაულებდა ჩეხებს ორჯერ მეტი გულშემატკივარი იყო დღეს სტადიონზე!!!! ორჯერ მეტი ევროზე ჩეხებთან!!!!!!!!! არავის ადვოკატი არ ვარ არც გულზე მეხატებიან თუმცა უსამართლობის გატარება არ შეიძლება!!! დამოიკიდებელი საქართველოს აბსოლუტურად საუკეთესო ფეხბურთის ფედერაცია გვყავს მაგათზე ცუდის სათქმელად ენა როგორ მომიბრუნდება!!!! ბრავო და ყოჩაღ ფედერაციას რომ სახელმწიფოს დახმარებით ასეთი დღეები აჩუქეს გულშემატკივრებს ვგულიწხმობ ბილეთების დასუბსიდირებას და სხვა ხელისშემწყობ ღონისძიებებს!!!
პორტუ
22 ივნისი 2024 21:38
13
ის კი ნუ გიხარია,რომ სახელმწიფო ბილეთებს გისუბსიდირებს,არამედ იმაზედ იდარდე,რომ ბილეთის საყიდელი ფული არ აქვს მასას!
პორტუ-ს
23 ივნისი 2024 05:48
1
შენი ჯიბიდან არა "მზე" ))) რატო წინა ფედარაციები არ გიღებდნენ ჯობიდან? თუ მაშინ ღარიბი იყავი და ეხლა გამდიდრდი? გაა....თ ამ ვაი გულშემატკივრებმა.((( რავა ყველგან პოლიტიკას აკვეხებთ, თქვენი პოლიტიკანი .....
ჟორას
23 ივნისი 2024 04:47
0
ყველა გამოხმაურება
მთელი საქართველო მთელი სერიოზულობით მსჯელობს ზივზივაძის პოლიტიკურ უთამაშებლობაზე!! არც საკუთარ თავს არ სცემენ ოატივს და არც ჩვენს მოქმედ და ყოფილ ფეხბურთელებს!! რა პოლიტიკა რა კრიტიკა!! მოქმედი ფეხბურთელი რომ ბინძურ პოლიტიკოსებს უჯდება გადაცემაში უკვე მეტყველებს მის ინტელექტზე!!! თუმცა მიქაუტაძე რომ ბეეევრად ჯობია ამაზე კამათიც აღარ ღირს!!! თუმცა ამდენი კლავიატურის ვირთხა და კანცელარიის ჩრჩილი იშვიათია!! განათლებაზე მისახედია რამდენი “გენიოსას” იტევს ეს ინტერნეტ სივრცე!!!
Pepelu
22 ივნისი 2024 21:19
15

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული