"მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია..." - რა თქვა ხვიჩა კვარაცხელიამ საბა ლობჟანიძეზე?

AutoSharing Option
ევროპის ჩემპიონატის ჯგუფური ეტაპის მეორე ტურში საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდა, მატჩი ფრედ 1:1 დასრულდა. შეხვედრის შემდეგ ჟურნალისტებთან ხვიჩა კვარაცხელიამ ისაუბრა.

"ისე ვგრძნობდი თავს, თითქოს საქართველოში ვთამაშობდი და ძალიან დიდი მადლობა გულშემატკივრებს. რაც შეეხება თამაშს, მოგებასთან ძალიან ახლოს ვიყავით. ჩეხებს ბევრი მომენტი ჰქონდათ, მაგრამ მამარდაშვილმა გადაგვარჩინა, ალბათ ამიტომაც არის საუკეთესო მეკარე.

რაც შეეხება დანარჩენს, ვფიქრობ, ჩვენც გვქონდა მომენტი და ბოლოს, საერთოდ მოგება შეგვეძლო. სანამ შანსი 1% მაინც გვაქვს, ყველა გუნდთან ვიბრძოლებთ ბოლომდე და გავაკეთებთ ყველაფერს, რაც შეგვიძლია.

ოპტიმალურ ფორმაში არ ვიცი
ვარ თუ არა, ნაკრებისთვის ყველაფერს ვაკეთებ, რასაც მავალებენ, იმის მიუხედავად, რომ ჩემ პოზიციაზე არ მიწევს თამაში. მე ვფიქრობ, რომ უკეთესადაც შემიძლია, საკუთარი თავით კმაყოფილი არასდროს არ ვარ.

რაც შეეხება საბას მომენტს, მსგავსი რამ რონალდოსაც მოსვლია, არაფერი ისეთი არ ყოფილა, რაც აქამდე არ გვინახავს, დარწმუნებული ვარ, შემდეგ ჯერზე გაიტანს", - განაცხადა კვარაცხელიამ.

ღვთისავარ ანთაძე ჰამბურგიდან

sportall.ge მადლობას უხდის საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერისთვის.

alt"ბევრი მეკითხება, ბუდუს რატომ არ ათამაშებენო, იმედია, რომ..." - რას აცხადებს ზივზივაძის მამა?

altსაუკეთესო მამარდაშვილი - როგორი შეფასებები მიიღეს "ჯვაროსნებმა" ჩეხეთთან მატჩში?

მკითხველის კომენტარები / 95 /
მარცხენა გარემარბზე დგას და პერიოდულად ცენტრში იწევს, რანაირად არ თამშობს საკუთარ პოზიციაზე?
ლაშა
22 ივნისი 2024 21:47
13
რას ქვია იქ არ თამაშობ? მარცხენა გარემარბის ადგილზე ვინ თამაშობს თუ არა შენ? თურქეთთან ორივე გოლისას პასიური იყავი არ იბრძოლე და იმათაც დაარტყეს. დღეს ერთხელ გაექეცი მეურვეს და ორი ყვითელი აკიდე ტიპებს, კარგი იყო მაგრამ ცოტაა შენგან, ერთიც საშინლად აცილებუოი დარტყმა, ეგ არი სულ კვარა შენი მონაგარი. მეტს ვითხოვთ და თვითონაც მეტზე გაქვს პრეტენზია.
ბს
22 ივნისი 2024 21:43
7
Კვარა შენ რო შიგ ევროპელებს დაგვდგომოდი გვერდით დღეს ასე ცუდათ არ ითამაშებდი
დავით 67
22 ივნისი 2024 21:35
39
პოლიტიკურად რომ გააჭუჭყიანეს იმიტომ ვეღარ თამაშობს
გიო
22 ივნისი 2024 21:44
6
უფრო კონკრეტულად მითხარი. ვერ გავიგეო კვარამ
ვანჩოპე
22 ივნისი 2024 21:43
7
იმხელა ზეწოლაა ამ ბიჭზე არც მიკვირს რომ თამაში არ გამოსდის… გუნდს ნეტა ფსიქოლოგი არ ყავს ასეთ დროს რომ საჭირო განწყობაზე მოიყვანოს ფეხბურთელი? თუ ყავს აშკარად ვერაა კარგი პროფესიონალი, კვარას რაც შეუძლია ნანახი გვაქვს და დარწმუნებული ვარ ამ უდიდესი წნეხის მოხსნის შემთხვევაში ისევ ისეთი ლაღ და გუნდისთვის პროდიქტიულ ფეხბურთს ითამაშებს რითაც მოგვხიბლა და შეგვაყვარა თავი… აშკარად დახმარება ჭირდება ფსიქოლოგიური კუთხით და ეს პრობლემა რომ არსებობს იმ ვაიგულშემატკივრების დამსახურებაცაა ვისაც ფეხბურთი საერთოდ კიდიათ და ყველაფერს აპოლიტიზირებენ, რა დღეში ჩააგდეს ბიჭი ბულინგით და შეურაცყოფებით, თან ზედ ევროპის ჩემპიონატის წინ და ამ ყველაფერმა რომ ეს შედეგი გამოიღო კი ვხედავთ აგერ… და კიდევ ზოგიერთები რომ წერთ ფეხებს უფრთხილდებაო, ნეტავ კვარასნაირი პატრიოტი და სამშობლოს მოყვარული ბევრი გვყავდეს, ბოლომდე რომ იხარჯება მხოლოდ დაუნახავი ვერ დაინახავს
ზოლა
22 ივნისი 2024 21:34
4
ხვიჩა თავის ადგილზე არ თამაშობს და ამ ადგილზე მოთხოვო ის რასაც როგორც წესი ახერხებს, ძალიან უსამართლობაა, როდის იყო ხვიჩა ბურთის ამომტანის პოზიციაზე? ან რა უნდა ჩაკვეს მარჯვენა ნახევარმცველის პოზიციაზე? ან რა შუაში იყო 4 ბოლო ნაკრების თამაშში უთამაშებელი ლობჟანიძე? ან ვინ იტყვის რომ ლოჩოშვილი აზაროვზე უკეთესი იქნებოდა რომელიმე კომპონენტში? ვილის აქვს ახირებები და ძალიან გაუგებარი. დისციპლინა 10 და 9 მაგრამ სამწვრთვნელო უნარები 10 დან 6-7 მაქს.
nika
22 ივნისი 2024 21:33
4
Კვარა თუ გინდა რო ფეხბურთს დაუბრუნდე ან ფეხბურთი დაგიბრუნდეს,სასწრაფოდ(როგორც დავით ბანანაშვილი იტყვის ხოლმე ,,ჩაეხსენი") მოიშორე ის პრედლაჟენია კაცი და მამაშენის მაგივრად მოძებნე ვინმე სერიოზული, ფეხბურთის მცოდნე მრჩეველი.
jordan beli
22 ივნისი 2024 21:30
7
გეყოთ რა სხვის პირადში ჩარევა… ის როგორც შენ ეძახი “პერეგავორა” კაცი ფაქტიურად ოჯახის წევრია მათი იმდენხნიანი ახლობლობა აკავშირებთ და დღეს კვარა რაცაა მაგ კაცის დიდი წვლილია მაგაში… ალბათ კმაყოფილი არიან იმ შედეგებით რასაც დებს ეგ “ პერეგავორა” კაცი და თუ რაღაცას თავს ვერ გაართმევს მომავალში როგორმე თვითონ დალაგდებიან და დარწმუნებული ვარ ეგ კაციც ისე მოიქცევა როგორც საქმისთვის იქნება საჭირო.
ზოლა
23 ივნისი 2024 07:15
1
გოიმი კალაძის ამბებია კვარას ბუდუთი რომ არ ცვლი სანიოლ??
ზურა
22 ივნისი 2024 21:27
34
ბუდუ რატომ არ შემოიყვანე ვილი ორივე თამაშში კვარას ნაცვლად, აკრძალული გაქვს???????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????????
dato
22 ივნისი 2024 21:25
24
შენს წინააღმდეგ ყველა მცველმა ისწავლა და განვითარდა ფეხი არ გაგანძრევიეს....შენ საერთოდ ვერ განვითარდი 2 დამცველის წინააღმდეგ
ადამიანი
22 ივნისი 2024 21:10
23
შენი თამაში აქ არის და ნაპოლი რაც შეგიძლია ეგ არის
ადამიანი
22 ივნისი 2024 21:08
19
ამ დროისათვის უკვე სამი მოწონება -ლაიქი გაქვს , მარა ...
მომწონებლებმა, ალბათ გაიგეს და ამიტომაც მოიწონეს, მარა
მე პირადად ვერ გავიგე რა წერია, რის დაწერა გინდოდა ამ კომენტარში !
ანუ რა, კვარა დაბალი დონეა და "რაც არი, ეგ არი" ?
კვარა ძალიან ნიჭიერი და მაგარი ფეხბურთელია და კიდე ბევრს "იტყვის" და გააკეთებს !
არა და
22 ივნისი 2024 21:32
3

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული