უნგრელთა მწვრთნელი: ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია

AutoSharing Option
უნგრეთის ნაკრების მწვრთნელმა მარკო როსიმ გერმანიასთან მატჩის შემდეგ (0:2) განაცხადა, რომ მსაჯი მოედანზე ყველაზე უარესი იყო და მასპინძლებს ევროპის ჩემპიონატის მოსაგებად არბიტრების დახმარება არ სჭირდებათ. შოტლანდიასთან შეხვედრის წინ ამის შესახებ მან "გარდიანთან" ისაუბრა:

"მე იმასვე ველი, რასაც მსაჯებისგან მუდამ ველოდი: რომ პირველიდან ბოლო წუთამდე თანმიმდევრულნი იქნებიან. სამწუხაროდ, ნიდერლანდელი არბიტრი გერმანიასთან ჩვენი დაპირისპირებისას ასეთი არ იყო. აი, ყველაფერი.

თავს არ ვიმართლებ. პირველ გოლამდე, ჩემი აზრით, ნაღდი ფოლი იყო. გერმანია, სავარაუდოდ, მაინც მოიგებდა, რადგან პირველ ტაიმში კიდევ ერთი გოლი გაგვიტანეს. საქმე ამაში არ არის.

არსი იმაშია, რომ ასეთ ტურნირზე, განსაკუთრებით VAR-ის გამოყენებისას, ნაკრების სტატუსს მნიშვნელობა არ უნდა ჰქონდეს. ჩვენ ან საქართველო ისევე უნდა ვიყოთ დაცულები, როგორც გერმანია, ინგლისი და იტალია".

მკითხველის კომენტარები / 31 /
ცოტაც რომ წაგვეხმარონ არ იქნება ცუდი.ძლიერს რად უნდა დახმარება,უფრო სუსტ გუნდებს უნდათ ცოტა მხარდაჭერა.
მერა
23 ივნისი 2024 19:45
5
,,მარადისობის კანონი"-დან ერთი ქალის მონოლოგი დაახლოებით ასე ჟღერდა:
თუ აბიტურიენტმა მსოფლიო ისტორია იცის, ვეფხისტყაოსანი ზეპირად ისწავლა, საზღვარგარეთის ლიტერატურა იცის . . . მასეთს მე სულ არ მივიღებდი ინსტიტუტში. უცოდინარს სჭირდება სწავლა. :))
ფორინერი
23 ივნისი 2024 23:01
2
ოჰ დაურიგებია ორბანს. კოჩაღ.დდდდ
ეეე
23 ივნისი 2024 18:18
66
"მართალია", არაა იუმორით საუბარი მისაღები !
ჰოდა, შესაბამისად, ორბანის კრიტიკა(ც) უნდა აიკრძალოს !
ეგრე, მაა..შ !
თაზო -ს
23 ივნისი 2024 23:10
8
ორბანს მაინც როგორ დაცინით
თაზო
23 ივნისი 2024 20:45
4
ყველა გამოხმაურება

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული