დიუსელდორფში კვარაცხელია "ნაპოლის" ხელმძღვანელობას შეხვდა - ეს მოლაპარაკებების პირველი რაუნდი იყო

AutoSharing Option
"კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ადგილობრივი დროით 07:00 საათზე "ნაპოლის" პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი გერმანიაში ხვიჩა კვარაცხელიასთან და მის აგენტთან, მამუკა ჯუღელთან შესახვედრად გაფრინდნენ.

მიზანი კვარაცხელიასთან კონტრაქტის გაგრძელებაა და მას წლიურ გასამრჯელოდ 5.5 მილიონ ევროს შესთავაზებენ. თუმცა პსჟ მზადაა, ხვიჩას გაცილებით მეტი გადაუხადოს.

Sky-ს სატრანსფერო ექსპერტი ჯანლუკა დი მარციო იტყობინება, რომ მხარეებს შორის შეხვედრა დიუსელდორფში შედგა, ჯერ არაფერი არ გადაწყვეტილა, ეს მოლაპარაკებების მხოლოდ პირველი რაუნდი იყო, თუმცა ქართველმა "ნაპოლის"
მიმართ თავისი დადებითი დამოკიდებულება გამოხატა, რაც კლუბის ხელმძღვანელობას ოპტიმიზმის საფუძველს აძლევს.

ფიფას აგენტმა გაბრიელე ჩიონომ რადიო 1 Station-ის ეთერში განაცხადა, რომ ქართველის წასვლის შანსი არსებობს, რამეთუ დიდი ევროპული კლუბი იწვევს და მისი შეცვლა ფედერიკო კიეზას შეუძლია.

"ნაპოლის" ახალი მწვრთნელი ანტონიო კონტე კატეგორიულად მოითხოვს "კვარას" დატოვებას.

მკითხველის კომენტარები / 21 /
zura222-ს

ვითომ კვარას მხარდამჭერი ხარ და ძალიან წუხარ. შენ წერდი რომ ჩვენი ბიჭები ყველა თამაშს წააგევდნენ. შენ არც ქართველი ერი გიყვსრს და არც ნაკრები. თესავ ნიჰილიზმს და ზიზღს აქ, შენ ხარ მტერი საქართველოსი. ახლა წამოყავი თავი ვითომ ძალიან წუხარ კვარაზე. საქართველო ჯგუფიდან გავიდა და შენ გულის გასახეთქად ყველა თამაში არ წააგო. დაიბოღმე ახლა და გასკდი შურით.
შემოკედლებულ მტერს რააა?
27 ივნისი 2024 21:44
1
მე კი არა შენ და შენნაირი სექტა წერდით ჩემი სახელით იმ სისულელეს @ თქვენ ლანძღავდით და აგინებდით კვარას შენგელიას ტალახაძეს და სხვებს და მე კი ვიცავდი იმათ ! ! ვისაც არ ჯერა გადახედოს ისტორიას ! ზუსტად თქვენ ხართ სექტა გულგასიებულები ეხლა და ცოტაც და გასკდებით და ჰაერს აამყრალებთ @@
ნაც სექტას და მართლა საქართველოს დაუძინებელ მტრებს რაააა
27 ივნისი 2024 23:29
5
ფიფას წესებით ფეხბურთელს ცალმხრივად შეუძლია კონტრაქტის დარღვევა. ამისთვის დაედება ფინანსური სანქცია, რომელიც ტოლია არსებული კონტრაქტით გათვალისწინებული მისაღები თანხისა და სპორტული სანქცია(თუ გუნდი მოითხოვს) ოთხთვიანი დისკვალიფიკაცია, რომელიც არ ეხება ეროვნულ ნაკრებს.კვარას გადასაწყვეტია-ოთხი თვე დაისვენოს და მოცილდეს ამ სოვდაგარს თუ სამუდამოდ მისი მონა იყოს.
მირიან
27 ივნისი 2024 22:43
4
აი რა დონის არაკაცები არიან @ ჯერ ერთი რა დროს კონტრაქტზე ლაპარაკია დააცადონ ჩემიონატს დამთავრება ყურადღებას რომ უფანტავენ @ და მერე --ისევ 5.5 მილიონს სთავაზობენ როცა პსჟ ორჯერ მეტს სთავაზობს ! და მესამე გამოსასყიდი თანხის ჩაწერასაც არ აპირებენ ახალ კონტრაქტში @ არანაირად არ უნდა დათანხმდეს კვარას მხარეს და ნაპოლი ვერაფერს ვერ იზამს და ძალით ვერ დააკავებს ! მაქსიმუმ რაც შეიძლება მოხდეს კვარა დასაჯოს უეფამ კონტრაქტის გაწყვეტისთვის და დააკისროს ჯარიმა იმდენი რასაც გადაუხდიდა კვარას ნაპოლი დარჩენილ 3 წელში ანუ 3.3 მილიონს და ამ ჯარიმას სიამოვნებით გადაუხდის კვარას პსჟ და მერე სულ უფასოდ წაიყვანს !
zura222
27 ივნისი 2024 21:17
12
არაა ეგრე. კონტრაქტის გაწყვეტად არავინ აპატიებს. აუკრძალავენ ფეხბურთის თამაშს მთელი დარჩენილი პერიოდი
მინდია
27 ივნისი 2024 21:31
5
მოიცადა სხვა პროფესიის ხალხს თუ შეუძლიათ კონტრაქტის გაწყვეტა ფეხბურთელები მონები არიან ? კი ბატონო სანქციები მოყვება იმ გაწყვეტას და იქნება ჯარიბაც მაგრამ ის ჯარიმა არ იქნება 20-30 და 50 მილიონი და რომც იყოს პსჟ ან სხვა დიდი გუნდი სიამოვნებით გადაუხდის კვარას იმ 50 მილიონს და მერე უფასოდ წაიყვანს ! და საქმე საქმეზე რომ მივიდეს და სასამართლომდეც მივიდეს საქმე კვარას მხარე ასიანი გაიმარჯვებს მითუმეტეს რომ დაუდებენ იმ მტკიცებულებებს როგორ არ უნდა ადეკვატური ხელფასის გადახდა იმ ფულისტს და როგორ არ უწერს კონტრაქტში ადეკვატურ გამოსასყიდ თანხას ! ეს ევროკავშირია და არა რომელიღაცა ბანანის რესპუბლიკა დიქტატურა ! ევროკავსირში პირველ ადგილზე დგას ადამიანის უფლებები(ყოველ შემთხვეაში დიდი ასოებით უწერიათ კანონმდებლობაში და კონსტიტუციებში) და ვერცერთი სასამართლო ვერ გაბედავს ამაზე თვალის დახუჭვას !
zura222
27 ივნისი 2024 23:23
3
ეს ბებერი რა ნაგლი ნ....ზარი არის აზზე ხართ? აი ეგ კონტრაქტი უნდა დაახვიოს კვარამ და მაგის სასტავმა კიდე მიმართულება მისცეს!!!
T.q
28 ივნისი 2024 00:09
2
ეგ არის. zura222

ეგ ბათუმი ქათქათა არის იგივე. zura222 რომელიც ყოველთვის თესავს ზიზღს, ხან ნაცების ხან ასე ცდილობს ბათუმი ან სხვა რაღაც დაპირისპირება შემოიტანოს აქ. თავისი უტვინობით სადაც არ თამაშობენ და ასეთი მთიანი რეგიონი ბევრია საქართველოში ასევე ქალაქებიც, მათ უფლებას ართმევს ეგ არამზადა საქართველოს მტერი.
შემოკედლებულ მტერს რაა??
27 ივნისი 2024 22:49
2
მე არ ვიცი, რა, კვარას პირადად ჩემი ორი გოლი ემართა და ბოლო ვადა დღეს ქონდა -შეღავათით: ერთი გუშინ 23-დან 24 საათამდე , და ერთიც დღეს დილის პირველ საათამდე , ვერ ჩამაბარა ვალი, ვერც გავუყოფ ვალს, ვერც "გავურაშოთებ", დამიბრუნოს 30 ივნისს ორივე, იმას კიდევ, ლობოს, არცერთი არ ჩაუბარებია და ოცდაათში ბოლო ვადა აქვს მაგასაც-ორი გოლი მინდა! მიქაუტაძეს არ აქვს ვალი, მაგრამ გოლი მაინც მინდა !
ალექს
27 ივნისი 2024 21:40
1
ხვიჩა უნდა წავიდეს ნაპოლიდან, ერთადერთი, რამაც შეიძლება შეაკავოს, ეს ნაპოლის მაცხოვრებლები არიან, რომელთაც გულით უყვართ კვარა. თუმცა დარწმუნებული ვარ, მათ არც ლაურენტისის ღორული საქციელი არ გამოჰპარვიათ. კვარა წავა პსჟ_ში, მოიგებს ლიგას, მერე გადავა რეალში, იქაც მოიგებს ტიტულებს და დაუბრუნდება ბოლოს ნაპოლის, ეს იქნება მათზე პატივის მიგება.
ბადრი
28 ივნისი 2024 14:16
1
ამის მიზანია კვარას კონცენტრირებადაუკარგოს და ევროზე არ გამოუვიდეს, რომ სხვა კლუბება ინტერესი დაეკარგოთ, ჩვენი ნაკრების მტერია ეს უაზრო წვერებიანი
გიო
28 ივნისი 2024 12:20
1
რა დროს ნაპოლია ეს წუწურაქი ესპანეთთან თამაშის წინ ტვინის ასარევად ჩავიდა, როგორ ბედავს? ნაკრების ხელმძღვანელობა რას აკეთებს?
გუო
28 ივნისი 2024 12:16
0
ქათქათას-ს
ბიძი გაკვრაგამოკვრისხევში ფეხბურთი არასდროს უთაშიათ 15% დაღმართია და არ უნდა ეზეიმათ გუშინ?
Levani
27 ივნისი 2024 22:18
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული