დე ლაურენტისი "კვარას" დილაუთენია ეახლა და ორი საათი ესაუბრა

AutoSharing Option
იტალიური მედია დეტალურად გადმოსცემს "ჯვაროსნების" ევრო 2024-ზე მიღწეულ წარმატებას და აღწერს, თუ როგორი სიხარული სუფევს ამჟამად საქართველოში. ხვიჩა კვარაცხელიას პორტუგალიასთან დიდებულმა თამაშმა და ნამატჩევს მისმა Rai Sport-თან ნათქვამმა, რომ არ იცის, დარჩება თუ არა "ნაპოლიში", იმდენად დააფრთხო კლუბის პრეზიდენტი აურელიო დე ლაურენტისი, რომ მეორე დილით 7 საათზე გადაფრინდა გერმანიაში და თან სპორტული დირექტორი ჯოვანი მანა, გენერალური დირექტორი ანდრეა კიაველი და ადვოკატი მატია გრასანი იახლა.

დე ლაურენტისთან დაახლოებულმა ჟურნალისტმა კარლო ალვინომ განაცხადა, რომ შეხვედრა დიუსელდორფის აეროპორტის მახლობლად სასტუმროში შედგა, ორ საათს გასტანა
და პოზიტიური შედეგი გამოიღო.

ANSA-ს მტკიცებით, მინი-სამიტზე კვარაცხელიას ხელფასის მნიშვნელოვნად გაზრდა და კონტრაქტის განახლების სანაცვლოდ მასში გაწყვეტის პუნქტის შეტანა შესთავაზეს, რაც ძალიან მაღალი თანხის გადახდის შედეგად იქნება შესაძლებელი და რაც მომავალში სატრანსფერო ბაზარზე დიდი წინადადებების მიღების საშუალებას მისცემთ.

"რეპუბლიკის" ცნობით, შეხვედრამ დადებითი შედეგები გამოიღო, რადგან საკმაოა ფეხბურთელის პსჟ-ის მიერ გადაბირების საშიშროება და მხარეები მოლაპარაკებებს ევროპირველობის შემდეგ განაახლებენ.

ჟურნალისტი ფაბრიციო რომანო წერს, რომ დე ლაურენტისმა ახალი მწვრთნელის, ანტონიო კონტეს მოთხოვნა გააჟღერა, რომელიც "კვარას" გუნდის პროექტში ცენტრალურ ფიგურად მოიაზრებს და ქართველს ვერ შეელევიან.

ამასთან დაკავშირებით რადიო Marte-ს ეთერში ჟურნალისტმა ენრიკო ფედელემ ისაუბრა: "წარმოგიდგენიათ, "ნაპოლის" ოთხი ხელმძღვანელი გერმანიაში ხვიჩასთან სასაუბროდ ჩავიდა. ამ სიშორეზე ხელშეკრულების გასახანგრძლივებლად წავიდნენ. წინასწარი შეთანხმება რომ არ ჰქონოდათ, არ გაემგზავრებოდნენ. ასეთ საკითხებში საკმაო გამოცდილება მაქვს, ვიცი, ადრე შეცდომები იქნა დაშვებული, ეს ცუდი მმართველობის შედეგია, ზოგიერთი დეტალი კონფიდენციალურად უნდა დარჩეს, მაგრამ ყველაფრის გამოსწორებაა შესაძლებელი და მთავარი კვარაცხელიასა და დი ლორენცოს გუნდში დატოვებაა".

მკითხველის კომენტარები / 38 /
დე ლაურენტისი,ნიჭიერი ბიზნესმენია,თეთრი და შავი პოზიციებიდანაც,მყარად ძლიერი,ფიქრობს მხოლოდ მაქსიმალურ ფულად მიგებაზე,სადაც გამოუვა მაქსიმუმით,და სადაც ზოგჯერ ნაკლებად, და მცირედად,როდესაც სულ ვერ გამოსდის.კვარაცხელიას გარემოცვა ნაკლებად პროფესიონალებია ამ სახის ბიზნესში, და და მესამე წელია იღებენ მინიმუმს ანაზღაურუბით,ფეხბურთელის უნარების სიძლიერის გათვალისწინებით.მაგრამ ხვიჩამ შეიძლება მოიგოს ბიზნეს ბრძოლა დე ლაურრენტისთან,ორი ნაბიჯით,პირველი ნაბიჯი უკვე გადადგა,პორტუგალიასთან ღირსეულად,თამაშით, და დარჩა ესპანეთთანაც ღირსეული თამაშის ჩატარება და ამგვარად საქმესთან მიდგომით,ყველაფრითაც დაიჯაბნება ნებისმიერი ფულის მკეთებელი,თეთრად თუ შავად, ძლიერი მოწინააღმდეგე,წინ ქართველებო,სამშობლოს სიყვარულით და უშიშრად გარჯით .
დიდი ბრიტანეთი
28 ივნისი 2024 12:20
1
ძაან ცუდი დროა ბიზნესისთვის... მოეთმინა ორი დღეც და მერე ჩასულიყო...
ID
28 ივნისი 2024 12:20
2
ბოსმანის წესის შესახებ იცის ხვიჩას მხარემაც და მიტომაა არხეინად. იცის სოვდაგარმაც და იმიტომ ცდილობს ახალი კონტრაქტის დადებას, რომ სამწლიანი საშეღავათო პერიოდის ათვლა ახლიდან დაიწყოს.
მირიან
28 ივნისი 2024 12:15
1
ვინც ვერ ან არ იგებს იმათთვის ვიმეორებ:ბოსმანის წესი ისაა, რომ დავუშვათ ფეხბურთელს აქვს ხუთწლიანი კონტრაქტი, თუ ის 28 წლამდეა, კონტრაკტის შეწყვეტა შეუძლია, მისი დადებიდან, სამი წლის შემდეგ. ოღონდ დაედება ფინანსური სანქცია, რომელიც ტოლია დარჩენილი მისაღები ხელფასისა.ხვიჩას შემთხვევაში-მას შეუძლია კონტრაქტი შეყვიტოს ცალმხრივად 2025 წლის 1 ივლისიდან და გადაიხდის ორი წლის ხელფასის ტოლ თანხას 2.88 მილიონს და ჩიტივით თავისუფალია.
ამის გარდა ნებისმიერ ფეხბურთელს,ნებისმიერ დროს შეუძლია კონტრაკტის დარღვევა და გარდა ფინანსურისა დაედება აგრეთვე სპორტული სანქცია-ოთხთვიანი(განსაკუთრებულ შემთხვევაში-ექვსთვიანი) დისკვალიფიკაცია.
ამათ გარდა არსებობს აგრეთვე იტალიის შრომის კანონი, რომლიც საკმაოდ ლიბერალურია დაქირავებულის მიმართ, ოღონდ ამას დასჭირდება სასამართლო და გარკვეულ დროს წაიღებს.
მირიან
28 ივნისი 2024 12:06
1
ლაურენტისი ისეთი კაცია,რომელიც მხოლოდ თავისკენ წველის და სხვას ყოველთვის აძლევს მინიმუმს.ასეთი კაცი,როცა ხედავს რა სლაბი და უავტორიტეტოა ხვიჩას აგენტი,იმიტომაც მიდის პირდაპირ ხვიჩასთან სალაპარაკოდ.ფიქრობს ალბათ,რომ ჯუღელი ბევრს ვერაფერს წყვეტს და ჯობია პირდაპირ კვარა დაკეროს.აქ უკვე ხვიჩასა და მამამისზეა დამოკიდებული რა გზას ამჯობინებენ განსავითარებლად.
მირო
28 ივნისი 2024 11:29
8
ლაურენტისი ძალიან ცუდად მოექცა ინსინიეს,კულიბალის, ზელინსკის,ისევე როგორც ელმას,ლოზანოს და სხა არაერთ ვარსკვლავს ვინც მას არ ემონა. ან რატომ გაიქცა სპალეტი? კაცმა რომელმაც ასეთი ბრძოლისუნარიანი კლუბი შექმნა!?
kaxa
28 ივნისი 2024 11:28
2
გასაგებია, რომ 21 საუკუნეში ფეხბურთი დიდი ბიზნესია და აქ მეგობრობა არ არსებობს, თუმცა უნდა არსებობდეს ადამიანობის და სინდისის მინიმალური სტანდარტი. პირდაპირ ვთქვათ, კაპიკებში ნაყიდი პერსპექტიული ახალგაზრდა ვინგერი, პირველივე წელს რომ ხდება სერია ა-ს საუკეთესო მოთამაში, საუკეთესო დრიბლიორი, საუკეთესო ასისტენტი, ჩემპიონთა ლიგის საუკეთესო ახალგაზრდა მოთამაშე და ამის შემდეგ შენ მაინც ამბობ, რომ მას 4 მილიონზე მეტს არ მისცემ, მაშინ როცა იმდენივეს წლების განმავლობაში იღებდა ნაპოლის არაერთი ფეხბურთელი, რომელთა მარგი ქმედების კოეფიციენტი კვარასაზე მინიმუმ 10 ჯერ ნაკლები იყო - ხარ უნამუსო! უნამუსო ადამიანები არ ვარგა, არც მეგობრობაში, არც სპორტში და არც ბიზნესში, შესაბამისად, ეს საგანგებოდ ჩასვლა გერმანიაში, საკუთარ ჯიბეზე და კვარასთვის თავის მოქონვაზე ზრუნვაა და სხვა არაფერი. პრინციპულად არ უნდა დარჩეს ნაპოლიში, ყველა ზემოთ ჩამოთვლილი მიზეზის გათვალისწინებით და თუ დარჩება, იმ ზომის ანაზღაურება უნდა წაგლიჯოს, რომ გასული ორი წელიც სრულფასოვნად დაუკომპენსირდეს და ღიმილით ერთი შალაბანიც ჩაადოს დე ლაურენტისს...
ABARA
28 ივნისი 2024 11:24
2
აქაც, იქაც, მამლუქივით ქორვაჭრების წნეხშია ჯერ ხვიჩა.

გაძლება და წარმატება.
ვანდა ჯიქია
28 ივნისი 2024 11:08
1
ისე კი მაინც არ მინდა კვარა პსჟ-ში
მაინც დაბალი დონეა საფრანგეთის ლიგა.
თუ ვერ გადადის სუპერ გრანდში ისევ ჯობია დარჩეს ნაპოში, ნუ რათქმაუნდ არა კაბალური ხელშეკრულებით
d
28 ივნისი 2024 10:41
9
ეს მაგარი თუქსუსია.
იმის ეშინია საქართველო ევროპის ჩემპიონი არ გახდეს და კვარა არ ამახიონო.
და თადარიგს იჭერს :)
d
28 ივნისი 2024 10:39
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული