"როგორც უნდა დასრულდეს ტურნირი, საქართველოს ნაკრები იქნება მთავარი აღმოჩენა" - თემურ ქეცბაია

AutoSharing Option
ქართველი ვეტერანი ფეხბურთელი და კვიპროსის ნაკრების მთავარი მწვრთნელი თემურ ქეცბაია სოციალური ქსელის საშუალებით ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" ასპარეზობას გამოეხმაურა.

"მიჭირს იმ სიხარულის ბოლომდე გამოხატვა, რასაც ვგრძნობ, რასაც მთელი 10 დღის განმავლობაში, გერმანიის სხვადასხვა ქალაქში ქართველ გულშემატკივართან ერთად ვგრძნობდი. როგორც უნდა დასრულდეს ევროპის ჩემპიონატი, საქართველო იქნება ამ ტურნირის მთავარი აღმოჩენა და ალბათ, გამარჯვებულიც, რადგან ძნელი წარმოსადგენია, სადმე ისე გააერთიანოს ხალხი ამ წარმატებამ, როგორც ჩვენთან.

ფეხბურთის ფედერაციის ხელმძღვანელებს, მწვრთნელებს და რა თქმა უნდა, ფეხბურთელებს, მადლობას ვუხდი წლების განმავლობაში გაწეული შრომისთვის და ამ ტურნირამდე
მოსვლისთვის. ცხოვრებაში ბევრი რამ მინახავს, მაგრამ ჩემთვის ეს 10 დღე ყველაზე ბედნიერი და ემოციური პერიოდია, რომლებიც ჯგუფური ეტაპის პერიოდში გერმანიაში გავატარე.

მადლობა გულშემატკივარს ასეთი მხარდაჭერისთვის.

წარმატებები ჩვენს ქვეყანას!", - წერს ქეცბაია სოციალურ ქსელში.

შეგახსენებთ, საქართველოს ნაკრები ევროპის ჩემპიონატის მერვედფინალში ესპანეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. შეხვედრა 30 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე დაიწყება.

alt"ამაზე ღირებული არაფერია... ეს მომენტი ჩემთვის ძალიან ემოციური იყო" - თემურ ქეცბაია თურქეთთან მატჩის დროს ქართველი ფანების სკანდირებაზე წერს

altთემურ ქეცბაიასა და შოთა არველაძის ემოციები საქართველოს ნაკრების ჰიმნის მოსმენისას - ვიდეო, რომელსაც ემოციების გარეშე ვერ უყურებთ [VIDEO]

alt"გუშინდელი დღით ამაყი ვარ!" - თემურ ქეცბაია ევროპის ჩემპიონატზე საქართველოს ნაკრების დებიუტს ეხმაურება

მკითხველის კომენტარები / 17 /
ყოველთვის ასეთინაღდი იყავი, ხარ და იქნები თემურ ქეცბაია, ქვეყნისა და ხალხის სიყვარულით სავსე ვაჟკაცი გულით.
საბა
11:03 28-06-2024
0
თემური შენ ქართული სული და გული ხარ!
ვახო
10:44 28-06-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული