შანსი დასვენებულ ესპანეთთან? - მეტოქე ფავორიტია, თუმცა საქართველოს ნაკრებისგან აღარაფერია გასაკვირი

AutoSharing Option
გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია. ამჟამად ყველა, ვისაც ფეხბურთი ესმის და არ ესმის, ფეხბურთით და იმედით ცხოვრობს.

ქართული ფეხბურთი ასეთ მაღალ სიმაღლეზე 1981 წლის შემდეგ არ გასულა. მაშინ სულ სხვა ვითარება იყო, თბილისის „დინამო“ 1976 წლიდან თანმიმდევრულად მიიწევდა დიდი გამარჯვებისკენ, თუმცა შეეძლო უფრო დიდი წარმატებისთვის 1979/1980 წლების სეზონში ჩემპიონთა ლიგის მოგებით მიეღწია. ახლა კი ყველაფერი რაღაც უეცრად მოხდა, მოულოდნელად, გუნდმა, რომელმაც ევროპის ჩემპიონატზე საკვალიფიკაციო ეტაპზე ჯგუფში მეოთხე ადგილი დაიკავა, ტურნირზე
ერთა ლიგიდან გააღწია და პლეი-ოფში სრულიად დამსახურებულად გავიდა. მთელი საზღვარგარეთული მედია ქართველების თამაშით აღფრთოვანებულია და გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, ამას განსაკუთრებული ხიბლი გააჩნია. პატარა ქვეყანიდან, სადაც ეკონომიკური სიტუაცია არცთუ სახარბიელოა, თავისი ნაკრების გერმანიაში საქომაგოდ უამრავი ადამიანი გაემგზავრა. ეროვნული გუნდის ყოველ შეხვედრას დაახლოებით 20 ათასი ქართველი გულშემატკივარი ესწრება და ამაში არის რაღაც რომანტიკული, რაც ალამაზებს ევრო 2024-ს.

გერმანიის ნაკრების მწვრთნელმა იულიან ნაგელსმანმა თქვა, რომ პატარა ქვეყნებისთვის ასეთ დიდ ტურნირებზე მონაწილეობა მნიშვნელოვანია, ეს ყოველთვის საინტერესოა, ერთ-ერთი მაგალითი საქართველოს ეროვნული გუნდია, რომელიც ყოველი თამაშის შემდეგ სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება, რაც წარმოუდგენელია. ქართული ზღაპარი ყველას მოსწონს და ამას გარდა, ტურნირის ორგანიზატორებისთვისაც ყოველმხრივ სასარგებლოა, მათ შორის ფინანსური თვალსაზრისით. გამუდმებით ვწერ არსებულ წყალქვეშა დინებებზე და კიდევ ერთხელ გავუსვმ ხაზს - უეფა საქართველოს წინსვლის წინააღმდეგი არაა, მსაჯობა ჩვენს მიმართ მაქსიმალურად ობიექტურია, VAR-იც, რაც ძალიან, ძალიან მნიშვნელოვანია, ეს შემთხვევით არ ხდება და ამაში უთუოდ სფფ-ის დიდი დამსახურებაცაა. წინააღმდეგ შემთხვევაში თამაშისას სადავო სიტუაციებში სხვაგვარი გადაწყვეტილებები იქნებოდა მიღებული და ვერც მოედავებოდი. ამით სანიოლის კრებულის უდიდეს დამსახურებას როდი ვაკნინებ, უბრალოდ წარმატება ერთობლივი ძალისხმევით მიიღწევა.

ჩვენმა გუნდმა შეუძლებელი შეძლო, მაქსიმალურად დაიხარჯა და კონტინენტის 16 საუკეთესოს შორის მოხვდა. ეს გუნდი უკვე ჩვენი გულების ჩემპიონია, მაგრამ ქართული ანდაზისა არ იყოს - მადა ჭამაში მოდის და ჩვენც ჩვენი მაქსიმალისტური ბუნებიდან გამომდინარე, ზღაპრის გაგრძელების იმედით აღსავსენი ვართ.

მერვედფინალში ისეთი მეტოქე შეგხვდა, რომელიც ტურნირზე საუკეთესოა და თითქოს უშანსოდ ვართ, თუმცა საქართველოს ნაკრები გუნდი აღმოჩენაა, გუნდი სიურპრიზი და მორიგი სასწაულის შემოთავაზება ძალუძს, მით უმეტეს მარცხის შემთხვევაში ვერავინ გააკრიტიკებს და ყოველგვარი წნეხის გარეშე ითამაშებს. ესაა ჭეშმარიტად ერთიანი გუნდი, ფიზიკურად მომძლავრებული, საკუთარ შესაძლებლობებში დარწმუნებული, დისციპლინირებული და აგორებული ზვავის მსგავსი.

„ფურია როხასთან“ 1:7 წაგებაც მწარედ გვახსოვს, 1:0 მოგება სასიამოვნოდ და სხვა დაპირისპირებებიც, როდესაც ბოლომდე შევებრძოლეთ. ახლა მოედანზე სრულიად განსხვავებული გუნდები გავლენ და ასე მგონია, გერმანიასთან ან მისი მსგავსი ძალისმიერი სტილის გუნდთნ თამაშს, ისევ მათთან დაპირისპირება სჯობია. რა თქმა უნდა, სულ სხვა დონეა, მაგრამ თუნდაც ჩეხეთთან შეხვედრა გავიხსენოთ. ისიც გავიხსენოთ თვით ძველ, დიად „დინამოს“როგორ უჭირდა გერმანულ გუნდებთან თამაში. ლუის დე ლა ფუენტეს შეგირდები თავადაც თამაშობენ და მეტოქესაც აძლევენ თამაშის საშუალებას. თუ დავმარცხდებით, არც ეგ იქნება ტრაგედია, ჩვენ ხომ თავაწეულები და უკეთესის იმედით დავტოვებთ ტურნირს.

შანსები? ძნელია იყო ობიექტური, რა თქმა უნდა, ესპანეთი აშკარა ფავორიტია, რომლის ძირითად შემადგენლობას წინა შეხვედრაში დასვენების საშუალება მიეცა, მაგრამ „ჯვაროსნებისგან“ უკვე აღარაფერია გასაკვირი. ღმერთი შეეწიოს ჩვენს ბიჭებს და გაუმარჯოს საქართველოს!

მიმომხილველი

მკითხველის კომენტარები / 46 /
!5-ს, რას შემოაგდე პოლიტიკა, რას ბოდიალობ, უყურე და დატკბი ფეხბურთით, დღესაც გაგვიმართლებს, მაგრამ შენ რა გეშველება ბოღმიან კაცს
პატრიოტი
30 ივნისი 2024 18:12
0
უცხოელი ჟურნალისტები სანიოლთან ინტერვიუს დროს კიტეთი ინტერესდებოდენ და აღნიშნავენ, რომ ერთ-ერთი საუკეთესო იყო. ასევეა რუსული პრესაც. თქვენ რა გჭირთ ქართველო ჟურნალისტებო მარტო "მიდის სანახავაად" გვეყოფა?
ვაჟა მასწავლებელი
30 ივნისი 2024 16:58
0
'გასკდა გული ნერვიულობისა და საქართველოს ესპანეთთან მატჩის მოლოდინისგან. ვცდილობ ემოციებს გავუმკლავდე, თუმცა ეს ძნელი მოსახერხებელია' - რატომ ფიქრობ, რომ ვინმეს აინტერესებს შენი განცდები? წაიღეს ტვინი ამ საკუთარი თავით გატაცებულმა ტიპებმა. გაკლიათ ყურადღება სახლში და ჩვენგან გინდათ მიიღოთ? მოდი ჩაგეხუტებით :)
odala
30 ივნისი 2024 13:18
4
სამყაროში თუ რამ ენერგია ტრიალებს ქართველებმა დღევანდელ თამაშზე მოვუყარეთ თავი! უნდა მოვიგოთ!
წინ საქართველო!
30 ივნისი 2024 12:43
0
სანიოლთან დაკავშირებით გარკვეული უნდობლობა მქონდა და მისმა ბოლო გადაწყვეტილებებმა თითქოს შემიცვალა მასზე წარმოდგენა. თუ ამ თამაშსაც თავს გაართმევს, მზად ვარ მის გულითად გულშემატკივრადაც კი ვიქცე. ესპანეთთან სანიოლს პირადი ანგარიში აქვს გასასწორებელი. მის კომპეტენციაში ეჭვი პირველად სწორედ ესპანელებთან წარმოიშვა. მაშინ თითქოს მიგნებული სქემა მოულოდნელად შეცვალა და ოთხი მცველით ითამაშა, რამაც რაც მოგვიტანა ცნობილია, სწორედ მაშინ აითვალწუნა აზაროვიც და გოჩოც. მაგრამ დღეს ეს უკვე წარსულია და დღევანდელი თამაშით ვართ შეპყრობილი. ვილიმ სიახლეები იქნებაო და ძალიან საინტერესოა რა ქონდა მხედველობაში. ესპანელებთან მგონია რომ უმთავრესი იქნება ფლანგების საკითხის მოგვარება. უილიამსი და იამალი არის პირველი თავისტკივილი. შესაბამისად როგორ გადაიჭრება ჩვენი ფლანგები, დიდწილად გადაწყვეტს თამაშის ბედს.სხვა მიმართულებებით გადაუჭარბებლად შეიძლება ითქვას, რომ შეგვწევს ძალა ღირსეულად დავდგეთ. რაც ამ ტურნირზე მახარებს, არის ის რომ დარწმუნებული ვარ იმაში, რომ ჩვენი ბიჭები სულსა და გულს მინდორზე დადებენ.ეროვნული ნაკრების თამაშისას კი შედეგზე მეტად ეს მგონია მნიშვნელოვანი. წარმატებები ლომებს! დასასრულს დავწერ ჩემეულ გადაწყვეტას ფლანგებზე სისწრაფეების ოდნავ მაინც გასათანაბრებლად: მამარდაშვილი
კაკაბაძე დვალი ლოჩოშვილი
გოჩოლეიშვილი ქოჩორაშვილი ჭაკვეტაძე კიტეიშვილი წიტაიშვილი
მიქაუტაძე კვარაცხელია
ამატაკი
30 ივნისი 2024 12:40
1
სულ ვიძახდი,რომ ოღონდ ევროპაზე გავიდეთ და თუგინდა ყველა თამაში წავაგოთთქო,მერე ვიძახდი ნეტა ჯგუფიდან გავიდეთ და არააქვს მნიშვნელობა პლეიოფში რას ვიზამთ თქო, ეხლა პლეიოფში ვართ და უკვე ძალიან მეშინია გავარდნის და სახლში წამოსვლის. მადა ჭამაში მოვიდა რავართ ესეთი ქართველები სულ მეტი და მეტი გვინდა, ღმერთო დღესაც მოგვაგებინე და პირობას ვდებ მეოთხედფინალში აღარ გთხოვ მოგებას
1-0
30 ივნისი 2024 12:12
1
არაფერს საერთოდ არაფერს არ აქვს ისეთი ძალა როგორიც ფეხბურთს და ვისაც ამაში ეჭვი ეპარებოდა დარწმუნდა ბოლო 2 კვირის განმავლობაში. ფეხბურთი არარის უბრალოდ სპორტი ეს არის ერის გაერთიანების რწმენის და სიყვარულის გაძლიერების მთავარი ინსტრუმენტი ვისაც არ გჯერათ გაიხსენეთ რახდებოდა ქუჩებში 26 მარტს და 26 ივნისს, ღმერთმა ინებოს,რომ დღეს ღამე კიდევ ერთხელ გავიხაროთ მთელი ქვეყნის ქუჩებში ეს იქნება რთული მისია მაგრამ ჩვენ უკვე მთავარი გვაქვს რწმენა. აღარ გვჭირდება 81 წლის თამაშის გახსენებები ჩვენი თვალით ვნახეთ ქართული ნიჭის უდიდესი გასროლა ამ ჩემპიონატზე
ქართველი
30 ივნისი 2024 12:09
1
ამ საიტს პატივს ვსცემ, იმიტომ რომ სხვა ქართულ სპორტულ გვერდებთან შედარებით უფრო საინტერესოდ მიმაჩნია. მიუხედავად ამისა ასეთი სტატიები არა მგონია მატებდეს რაიმე ღირებულს. ეს თუ გულშემატკივრის ნააზრევია პრობლემა არაა, ყველას თავისი შეხედულება და მრწამსი გააჩნია.თუმცა სპორტული ჟურნალისტი, რომელსაც ჰგონია, რომ სფფ-ს რაღაც ზეგავლენა აქვს var-ის მუშაობაზე, წესით ჟურნალისტიკასთან მწყრალად უნდა იყოს. ამ კატეგორიებით გადმოცემული პოზიციით, ვერ იქნება საიტი პოზიტიურად აღქმული, ყოველ შემთხვევაში ნამდვილად მხოლოდ სპორტით დაინტერესებული მკითხველისათვის. თუ დამიჯერებთ თქვენი აუდიტორიის უმრავლესობას სწორედ ასეთი ადამიანები შეადგენენ.
ამატაკი
30 ივნისი 2024 12:01
0
Walter White, ქოცები სულ ცოტათი, სულ ცოტათი მავნებლები არიან ვიდრე ნაცები და ვითომ არა ნაცები. ქოცების მომხრე არასოდეს ვიქნები, აი შენ კი ქოცებზე უარესის მხარდამჭერი ხარ. ბიუჯეტსაც შენი საყვარელი ნაცები ხრავდნენ, ახლა რომ 5 პარტიად არიან დაშლილი. შენ რომ ტელევიზიებს უყურებ და მოგწონს, ისინი ბიუჯეტიდან მოპარული ფულით ფინანსდებიან. ლიბერალური მსოფლმხედველობა კი არის ცუდი და ეს პუტინის შემოგდებული რაღაც რომ გგონია მაგიტომაც ხარ ქოცებზე უარესების გულშემატკივარი. პუტნის კი საერთოდ არ აქვს იდეოლოგია, მის რუსეთსაც ეს მშვენივრად ეტყობა. ლიბერალ-ფაშისტები ხართ, თითქმის ყველა თქვენი ნაბიჯი არის ფაშიზმის გამოვლინება. რეიგანმაც სწორად დაგახასიათათ, ამერიკაში თუ ფაშიზმი მოვა მისი სახელი ლიბერალიზმი იქნებაო. უი ბოდიში 1986 წელს ეს პუტინის გავლენით თქვა რეიგანმა როგორ დამავიწყდა?! ასეთი უსუსურები ხართ ლიბერალები. Walter White ქვეყნის პატრიოტი და მოყვარული თუ გინდა მართლა იყო, მაშინ ლიბერალიზმი დაივიწყე , თუ არა და ნებით თუ უნებლიედ ყოველთვის დარჩები მავნებელად.
!5
30 ივნისი 2024 11:24
4
დახმარება გჭირდება სასწრაფოდ.
თხოვე პუწიკას იქნებ გიშველოს, გულით გამეხარდება შე ქოცებზე უარესების მხარდამჭერო
ბათუმელი ექსპერტი
30 ივნისი 2024 12:00
4
თასი ჩვენია, გინდ დაიჯერეთ, გინდ არა!
უეჭველი
30 ივნისი 2024 10:43
0
ოცნებაა არაა, მთავარი მამოძრავებელია თვითრწმენა, მუხტი და სწორი სტრატეგია, ეს დავინახე ჩვენს ბიჭებში. მთავარია ერთი წამითაც კი ეჭვი არ შეეპაროთ რომ რაღაც არ გამოვა. სწორი ტაქტიქით მივდივართ, ორგანიზებული დაცვა და სწრაფი კონტრშეტევა. ამ ტაქტიკით შესაძლებელია ფეხბურთში გრანდების დამარცხება. თვითრწმენა დაეხმარებათ მაქსიმალურ კონცენტრაციაში დაცვასა თუ შეტევაში და იღბალიც მათ ხელში ოქნება. აი ლობჟანიძემ რომ ააცილა, დარტყმის წინ მოასწრო ეფიქრა -ვაი რომ ავაცილო? და ააცილა კიდეც.
გიორგის
30 ივნისი 2024 12:10
0
ძალიან ქართული ოცნებაა :-)))

წინააღმდეგი არ ვარ მაგრამ, ძალიან არარეალური ოცნებაა! მეორეს მხრივ, დანიელებმა თავის დროზე შეძლეს რაღაც მსგავსი ;-)))

ვნახოთ, ბევრი დრო აღარ დარჩა!
გიორგი
30 ივნისი 2024 11:16
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული