არშავინმა ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" წარმატების მიზეზი განმარტა

AutoSharing Option
„არსენალისა“ და რუსეთის ნაკრების ყოფილმა ფეხბურთელმა ანდრეი არშავინმა ევროპირველობაზე საქართველოს ნაკრების წარმატების მიზეზი ახსნა.

„როგორ შეძლო საქართველომ ევროპის ჩემპიონატზე თავის წარმოჩენა? ოთხი ფეხბურთელის ძალისხმევით. ესენი არიან: მეკარე (მამარდაშვილი), ხვიჩა, მიქაუტაძე და ქოჩორაშვილი. სანიოლის დისციპლინა - მან აიძულა ქართველები, ჩვენ კი გვაქვს საყოველთაოდ მიღებული აზრი, რომ ისინი ისეთი ზარმაცები არიან, მხოლოდ შეტევაში თამაშობენ.

აი, ამ ფაქტორებმა მისცა საქართველოს პორტუგალიის დამარცხების საშუალება. ამ მოგებამ მათი ჯგუფიდან გასვლა განსაზღვრა“, - განაცხადა არშავინმა Матч ТВ-ის ეთერში.

alt"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ

უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

altსაქართველოს შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია - რა აქვს დასამტკიცებელი სანიოლს და ველოდოთ სიახლეებს...

მკითხველის კომენტარები / 14 /
სამწუხაროდ სიზარმაცესთან დაკავშირებით მართალს ამბობს. უნიჭიერესი ერი ვართ მართლა ყველაფერში,რასაც ხელს მოვკიდებთ ყველაფერი გამოგვდის უბრალოდ ზარმაცი ხალხივართ და ვინც არ იზარმაცა აგერ ვნახეთ ევროპაზე როგორი თამაშებიც ჩაატარა
ქართველი
23:27 04-07-2024
4
გია_544

თვითონ არშავინია არის ზარმაცი ჩაკვეს და კიტეს გვარი რომ ვერ დაიმახსოვრა. ბრმა უნდა ყოფილიყავი ასე გამორჩეულად მოთამაშე ფეხბურთელები რომ ვერ დაინახო.
G.LA
22:12 04-07-2024
4

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული