საქართველოს ეროვნული ნაკრების განცხადება

AutoSharing Option
საქართველოს ეროვნულ საფეხბურთო ნაკრებს სადებიუტო ევროპის ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე წარმატებით ასპარეზობისა და მერვედფინალში გასვლის აღსანიშნავად ბიძინა ივანიშვილისა და ფონდ “ქართუსგან”, ჯილდოს სახით, 30 მილიონი ლარი გამოეყო. აღნიშნული თანხა ნაკრების წევრებმა პრემიის სახით უკვე მიიღეს.

საქართველოს ეროვნული გუნდის კაპიტანი გურამ კაშია, გუნდის სახელით, მადლობას უხდის ბიძინა ივანიშვილს, ფონდ “ქართუს” და ქართველ გულშემატკივარს ფეხბურთის მხარდაჭერისთვის.

გურამ კაშია (ეროვნული ნაკრების კაპიტანი): „ნაკრების სახელით, მსურს მადლობა გადავუხადო ბიძინა ივანიშვილს და ფონდ “ქართუს” ჩვენი შრომის დაფასებისთვის და ფეხბურთის მხარდაჭერისთვის. ეს ძალიან მნიშვენლოვანია
ჩვენი ქვეყნისთვის და ჩვენი საყვარელი სპორტის სახეობის კიდევ უფრო მეტად განვითარებისთვის.

მინდა მადლობა გადავუხადო ყველას, თითოეულ გულშემატკივარს ბოლო თვეების განმავლობაში გამოხატული მხარდაჭერისთვის. ის, რაც 2 ივლისის საღამოს თბილისის ქუჩებში ხდებოდა, უდიდესი ბედნიერების და ენერგიის მომტანი იყო ჩვენი გუნდის თითოეული წევრისთვის. სწორედ თქვენი მხარდაჭერით და ერთიანობით მივიღეთ ეს ისტორიული შედეგი, რასაც ევროპის ჩემპიონატზე თამაში და 16 საუკეთესო გუნდს შორის მოხვედრა ჰქვია. ამ ერთიანობით და გუნდურობით უნდა გავაგრძელოთ ჩვენი გზა და ახალი წარმატებებისთვის შრომა“.

nakrebi.ge

altარშავინმა ევრო 2024-ზე "ჯვაროსნების" წარმატების მიზეზი განმარტა

alt"ჩემი აზრით, ახლა სანიოლის ნაცვლად სხვა მწვრთნელი ამიტომ უნდა მოიყვანონ" - სანდრო ცნობილაძემ საქართველოს ნაკრების დამრიგებელზე ისაუბრა

altსაქართველოს შემდეგი მიზანი მსოფლიო ჩემპიონატია - რა აქვს დასამტკიცებელი სანიოლს და ველოდოთ სიახლეებს...

მკითხველის კომენტარები / 71 /
მადლობა ეკუთვნის დინამოს აკადემიას ნაკრების ბირთვის აღზრდისთვის!
გია
23:04 04-07-2024
6
ბიძინა ივანიშვილზე,როგორც პოლიტიკოსზე,შესაძლოა სხვადასხვა აზრი გვქონდეს,მეც უამრავი პრეტენზია მაქვს,დღევანდელი მთავრობის მიმართ,მაგრამ რაც მას ქართული კულტურისა და სპორტის წინაშე დამსახურება აქვს,ამის უარყოფა,დიდი უმადურობაა.ვიღაცამ შესაძლოა მადლობა არ გადაუხადოს,მას არც არასოდეს უთხოვია ვინმესათვის,მადლობა გადამიხადეთო,მაგრამ როცა აგინებთ,ჯერ ცას შეხედეთ.საქართველოში,საკმაოდ ბევრს აქვს ბევრი ფული,მაგრამ ვინმე ეხმარება სახელმწიფოს,ან გაჭირვებულებს?კიდევ ერთი მილიარდერი გვყავდა საქართველოში,რომელიც ასევე ეწეოდა საქველმოქმედო საქმიანობას,მაგრამ ვინც ახლა ივანიშვილს აგინებს,მაშინ მას დაუპირისპირდა,ის საიქიოში გაისტუმრეს და მისი ქონება ისე გაწეწეს,მისი ოჯახი დღესაც ვერ პოულობს მის კვალს.12 მილიარდი ჰქონდა ცხონებულ ბადრი პატარკაციშვილს.არ ვიცი,რამდენი დარჩა მის ოჯახს,მაგრამ ფულის მეტი ნაწილი რომ მავანთა ჯიბეებში გადაიქაჩა,ამ ფულით რაიმე სასიკეთო გაუკეთეს ქვეყანას?გაუკეთონ ბატონო და მერე თქვან აუგი, ბიძინა ივანიშვილის ქველმოქმედებაზე,ათასობით კულტურის თუ სპორტის მოღვაწე რომ გადაარჩინა შიმშილით სიკვდილს და ქვეყანას შემოუნახა უამრავი კულტურის ძეგლი.
სოსო
22:37 04-07-2024
45
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული