ჩანაწერები გერმანიიდან - მგზავრობა ქეცბაიასთან, ქართველი გულშემატკივრების ამაღლებული ხმა და გუცაევი ფეხბურთის მუზეუმში...

AutoSharing Option
პირველი მატჩი

თურქეთამდე...

ევროპის ჩემპიონატი საქართველოში ყოფნისას დაიწყო. თუკი ადრე ამ დღისთვის განსაკუთრებულად ვემზადებოდით, ახლა მთელი ყურადღება 18 ივნისისკენ იყო გადატანილი, როცა საქმეში დებიუტანტი საქართველოს ნაკრები ჩაერთვებოდა.

გერმანიაში გაფრენისთანავე მოლოდინი დიდი იყო. წამები თითქოს ჩერდებოდა და იმაზე ნელა გადიოდა, ვიდრე რეალურად. საგანგებო რეისით ბევრნი ვმგზავრობდით და ეს ერთიანობის განცდას აძლიერებდა. აქ იყვნენ ნაკრების ყოფილი ფეხბურთელები და მწვრთნელები, თემურ ქეცბაია და კახა ცხადაძე. მათ ოცნებები პირადად ვერ აისრულეს, თუმცა ისეთივე ემოციებში არიან - საქართველო ევროპის ჩემპიონატზეა! ქეცბაია ტრაპზე სწრაფად, სხვებზე ადრე
და მრავლისმთქმელად ავიდა...

კიოლნში ჩაფრენილ ჟურნალისტებს დიდი გზა გვქონდა, ჯერ ვუპერტალში "ჰოლიდეი ინი" უნდა გვენახა, სადაც საქართველოს კულტურისა და სპორტის სამინისტროსა და საქართველოს სპორტულ ჟურნალისტთა ასოციაციას მხარდაჭერით ვიცხოვრებდით, შემდეგ კი დორტმუნდის გაცნობის, კუთვნილი აკრედიტაციის მიღების, პრესკონფერენციაზე დასწრებისა და "სიგნალ იდუნა პარკის" სრულფასოვნად აღქმის დრო იყო.

Sportall.Ge

დორტმუნდს აშკარად ეტყობოდა, მათი საყვარელი გუნდი სულ ცოტა ხნის წინ ჩემპიონთა ლიგის ფინალში რომ თამაშობდა. სტადიონზე შევედით, რათა ის ატმოსფერო მაქსიმალურად შეგვეგრძნო, რაც მეორე დღეს გველოდა - აქ ქართველი გულშემატკივრები მოკრძალებულად იქნებიან, თურქებს კი ბევრს ველით - მოლოდინი უკვე პიკს მიუახლოვდა...

მატჩის დღე

ქალაქში თურქი გულშემატკივრების აშკარა მრავალრიცხოვნობა შეინიშნება, ცოტანი კი არც ქართველები ვიყავით.

Sportall.Ge

საგანგებოდ შექმნილ მაისურზე ხვიჩა კვარაცხელიას იოლად არჩევენ, აი, დავით ყიფიანისა და დავით აღმაშენებლის ამოცნობა კი უჭირთ. შეხვედრამდე ორი საათით ადრე ემოციების ნამდვილი მოზღვავებაა. დორტმუნდში წვიმს, წყალი იმ ადგილს საკმაოდ ესხმება, სადაც ჩვენი გულშემატკივრები სხედან. ცუდი ამინდი ამ ბოლოს თითქოს წესად გვექცა...

საქართველოს ნაკრები დებიუტანტისთვის დამახასიათებელ წნეხში მაინც მოექცა, გოლის გაშვების შემდეგ კი თურქი გულშემატკივრები ბედნიერების ოკეანეში გადაეშვნენ. ამას მეორე გოლიც მოჰყვა, რომელმაც სანამ მსაჯი გააუქმებდა, თურქები ექსტაზში გადაიყვანა. მალე გიორგი მიქაუტაძე გაიტანს და ლეგენდარულ სტადიონზე ქართველების ხმა ჭარბობს. ჩვენი თამაში ვიპოვეთ და საგოლე შანსებიც გვაქვს. გიორგი ქოჩორაშვილის შესანიშნავმა მოძრაობამ და ბურთის ხარიხაზე მორტყმამ მეტოქის ფანების ხასიათის გაფუჭება აშკარად გამოიწვია... ნიდერლანდელი ჟურნალისტები ქართველი კოლეგებით ინტერესდებიან და ქართული ფეხბურთის მომავალზე გვესაუბრებიან...

გარდამავალ ემოციებში ბოლოს დავმარცხდით. ფინალი ნაკლებად სამართლიანი ჩანდა, თუმცა დებიუტანტებმა დასამახსოვრებელი სანახაობა შემოგვთავაზეს!..

დორტმუნდის ფეხბურთის მუზეუმი

გერმანიაში წარსულს განსაკუთრებულ პატივს სცემენ და ინახავენ, ეს მათთვის საუკეთესო მოსაგონარია თუ არა. გერმანული ფეხბურთის მუზეუმში ყველაფერია აღბეჭდილი, რაც მათ უკავშირდება საკლუბო თუ სანაკრებო დონეზე.

Sportall.Ge

აქვე ნახავთ ვლადიმერ გუცაევის გოლის ფოტოს "კარლ ცაისის" კარში. ეს სტენდის ის ადგილია, სადაც ქართველები ამაყად დავაბიჯებთ. ფეხბურთის მუზეუმი არის იდეა, რომელიც საქართველოშიც უნდა განვავითაროთ...

პირველი მატჩის შემდეგ ხმა აღარ გვაქვს... წავაგეთ, მაგრამ დასაწყისი მართლაც ღირსეული და ოპტიმისტური იყო!..

altვილი სანიოლი: მარცხის მიუხედავად, ამაყები ვართ - გამოცდილება უახლოეს მატჩებში გამოგვადგება

altვინ არის მამაკაცი თურქეთ-საქართველოს მატჩიდან, რომელიც თურქი გულშემატკივრის სექტორში საქართველოს დროშას აფრიალებდა? - "არ ინერვიულოთ, კარგად ვართ“

altრას გადაურჩა საქართველოს ნაკრები, რა იყო კარგი, როგორ შევაფასოთ "კვარას" თამაში და სანიოლის გადაწყვეტილებები...

მკითხველის კომენტარები / 5 /
სად არის სპორტის მუზეუმი?
მისამართი დაგვიწერეთ.
მადლობა.
უსახელოს
19:27 05-07-2024
0
ავტორს მადლობა. შეუძლებელია ადამიანმა შეიგრძნო ჩემპიონატის ატმოსფერო იქ ყოფნის გარეშე. Eრთადერთი რაც დაგეხმარება, ესაა შთაბეჭდილებიანი რეპორტიორის თვალით დანახული ევრო 24.
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული