ქართველების გარეშე - უეფამ ევრო 2024-ის სიმბოლური დაასახელა

AutoSharing Option
უეფამ ევროპის ჩემპიონატის სიმბოლური გუნდი დაასახელა, რომელშიც ვერ მოხვდნენ საქართველოს ნაკრების ფეხბურთელები - გიორგი მამარდაშვილი და გიორგი მიქაუტაძე.

მამარდაშვილმა მეტოქეთა 29-ჯერ დარტყმული ბურთი მოიგერია, რაც საუკეთესო შედეგია, ხოლო მიქაუტაძე თანაბომბარდირი გახდა. ქართველი მეკარე WhoScored-მა, Opta-მ და სხვა გამოცემებმა სიმბოლურ ნაკრებში შეიყვანეს, თუმცა უეფამ სხვანაირი გადაწყვეტილება მიიღო.

მეკარე: მაიკ მენიანი (საფრანგეთი)

მცველები: კაილ უოკერი (ინგლისი), ვილიამ სალიბა (საფრანგეთი), მანუელ აკანჯი (შვეიცარია), მარკ კუკურელია (ესპანეთი)

ნახევარმცველები: როდრი (ესპანეთი), დანი ოლმო (ესპანეთი), ფაბიან რუისი (ესპანეთი)

თავდამსხმელები: ჯამალ მუსიალა (გერმანია), ლამინ იამალი (ესპანეთი), ნიკო
უილიამსი (ესპანეთი)

მკითხველის კომენტარები / 20 /
ჩემი აზრით თურქი დემირალი აუცილებლად იმსახურებს დამცველთა სიაში მოხვედრას. ავსრიასთან 9.6 შეფასებით. თამაშის დროს 10ბალი ჰქონდა დიდი ხანი. ტყუილად "დაადიკვალიფიცირეს"
დავით 67
03:28 18-07-2024
0
37 ჯერ დაურტყეს კარში 29 აიღო 8 გაუშვა და თქვენ ამბობთ წარმატებული იყო ნაკრებისთვის?დაასახელეთ ნაკრები 4 თამაშში 37 ჯერ რომ დაურტყეს არაფერს ვამბობ აცილებულ და ბლოკირებულ დარტყმებზე, ჩვენ პრესას რომ დაუჯეროთ თურმე გავაოცეთ ევროპა თუ ესეა რატომ არ არის მოხსენიებული თუნდაც ერთი ფეხბურთელი კანდიდატად საინტერესოა სომხებისგან ხომ არ გადაგვედო რამე მაინც მეზობლები არიან
მურთაზა
14:28 17-07-2024
11
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული