"საუკეთესოები დონარუმა და მამარდაშვილი იყვნენ" - მიაჩნია რინატ დასაევს

AutoSharing Option
საბჭოთა კავშირის ნაკრების ყოფილმა მეკარემ, რინატ დასაევმა, ევრო 2024-ზე მეკარეების თამაშზე გამოთქვა საკუთარი მოსაზრება.

"თუ მეკარეებს გამოვყოფთ, მაშინ მე დონარუმა მომეწონა, რომელმაც ურიგოდ არ ითამაშა. აგრეთვე ჩემზე შთაბეჭდილება მამარდაშვილმა მოახდინა. აი, პიკფორდი კი არ მომწონს. ის რაღაცნაირად, დემონსტრაციულად შთაბეჭდილების მოხდენას ცდილობდა. ხანდახან გუნდს გადაარჩენს, უფრო მეტად კი თავს იწონებს, ვიდრე ოსტატობას აჩვენებს. ევროზე ერთი მეკარის გამოყოფა ძნელია, ამიტომ დონარუმას და მამარდაშვილს ავირჩევ", - განუცხადა დასაევმა Sport24-ს.

მკითხველის კომენტარები / 11 /
თითქმის ყველა ძირითად თამაშს ვუყურე 100% ვეთანხმები დასაევს დონარუმა და მამარდა საუკეთესოები იყვნენ ...
ლადო
22:33 20-07-2024
0
მეკარის თამაშში ოთხი მთავარი კომპონენტია და მამარდას ასეთ შეფასებებს დავუწერდი: პოზიციის შერჩევა -9, კარის ხაზზე თამაში- 10, გამოსვლაზე-8, ფეხით თამაში დამცველის სტილში-7. უბადლო რეაქცია და რეფლექსები აქვს ამ ბიჭს.
რეალისტი
10:23 17-07-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული