საქართველო - ჩეხეთი | ინფორმაცია ბილეთების შესახებ

AutoSharing Option
7 სექტემბერს საქართველოს ეროვნული საფეხბურთო ნაკრები უეფას ერთა ლიგის გათამაშების პირველი ტურის შეხვედრას გამართავს. ვილი სანიოლის გუნდი თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე, ჩეხეთის ნაკრებს დაუპირისპირდება. ცნობილია შემოდგომაზე დაგეგმილი კიდევ ორი საშინაო მატჩის მასპინძელი სტადიონი. პირველი ტურის მსგავსად, 14 ოქტომბერს საქართველო-ალბანეთის მატჩი "მესხის სტადიონზე" გაიმართება; 16 ნოემბერს კი საქართველო-უკრაინის თამაში ბათუმის "აჭარაბეთ არენაზე" შედგება.

"დინამო არენის" ადმინისტრაციის მიერ მოწოდებული ინფორმაციით, ამ პერიოდისთვის სტადიონის რამდენიმე სექტორისა და ტრიბუნის გამოყენება შეზღუდულია. შესაბამისად, სტადიონის ტევადობის სრულად ათვისება ვერ მოხდება. ამიტომ ერთა ლიგის პირველი ტურის
მატჩი "მიხეილ მესხის სტადიონზე" გაიმართება.

7 სექტემბრის საქართველო-ჩეხეთის მატჩზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინრეჟიმში გაიყიდება და მისი რეალიზაცია TKT.GE-ზე 15 აგვისტოს დაიწყება. ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება.

ცნობილია საქართველოს 21-წლამდელთა ნაკრების საშინაო მატჩების გამართვის ადგილი.

U21 | ევრო 2025-ის საკვალიფიკაციო ეტაპი

5 სექტემბერი | საქართველო-მოლდოვა | ბათუმი, აჭარაბეთ არენა
15 ოქტომბერი | საქართველო-ჩრდ.მაკედონია | ქუთაისი, შენგელია არენა

nakrebi.ge

მკითხველის კომენტარები / 3 /
უკრაონასთან გასამართი თამააში თბილისში უნდა გაიმართოს და არ ბათუმში. უკრაინელებით გადაჭედილია ბათუმი და ბევრ უკრაინელი მივა მხარდასაჭერად.

პ.ს. დინამოს სტადიონი უკვე იმსხვერპლა საქოცეთმა? მშენებლობა ალბათ დააპროექტეს ბინების და რუსებს ჩასსახლებენ კარგი ადგილია, კარგად გაიყიდება.
G.LA
01:49 09-08-2024
8
ჯამბული, ჯუმბერი, ჯემალი...
გენა
18:17 08-08-2024
9
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული