საქართველოსა და ჩეხეთის მატჩის ბილეთების გაყიდვა ხვალიდან დაიწყება

AutoSharing Option
სფფ-ის ინფორმაციით, ერთა ლიგის B ჯგუფის მატჩის შეხვედრის ბილეთების გაყიდვა, სადაც საქართველოს ნაკრები ჩეხეთს დაუპირისპირდება, ხვალიდან, 15 აგვისტოდან 12:00 საათიდან დაიწყება.

შეხვედრაზე დასასწრები ბილეთები მხოლოდ ონლაინ რეჟიმში გაიყიდება და მის რეალიზაციას TKT.GE უზრუნველყოფს.

საქართველო-ჩეხეთის თამაშის ბილეთის ფასი 10, 30 და 50 ლარი იქნება. თითოეულ მომხმარებელს მატჩზე დასასწრები მაქსიმუმ ორი ბილეთის შეძენა შეუძლია.

ინფორმაციისთვის, აღნიშნული დაპირისპირება "მიხეილ მესხზე" 7 სექტემბერს გაიმართება.
მკითხველის კომენტარები / 9 /
ფული აქვს, არა აქვს ,კი არა მესხზე რატომ ატარებენ თამაშს, ცოტა მაყურებელმა რომ ნახოს იმიტომ? ეს რა ჭირი მთავრობა გვყავს! ეხლა გამოვლენ და იტყვიან ამორტიზირებულია პაიჭაძე და ამიტომო. ვაი და უი თქვენს პატრონს! ამით ქურდიანებსაც აყენებენ შეურაცხყოფას
დავით 67
02:53 16-08-2024
0
რიგში ვიყავი 7741-ე. თუ ტკტ.გე საიტი და მათი მფლობელები არაფერს "ეშმაკობენ", რატომ არ შემხვდა 25000 ბილეთიდან ორი ბილეთი? ერთ შემსვლელზე ხომ მხოლოდ ორი ბილეთი იყიდებოდა?
გიორგი
13:50 15-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული