"ცუდი ხასიათი ჰქონდა... მან ეს ყველაფერი საქართველოს ნაკრებში გაიაზრა..." - საფრანგეთის ნაკრების ყოფილმა მწვრთნელმა სანიოლზე ისაუბრა

AutoSharing Option
საფრანგეთის ნაკრების ყოფილამ დამრიგებელმა რაიმონ დომენეკმა footamateur-ს ინტერვიუ მისცა, სადაც სთხოვეს იმ ფეხბურთელების საუკეთესო თერთმეტეული ჩამოეთვალა, რომელსაც თავად წვრთნიდა.

მან სიაში საქართველოს ნაკრების ამჟამინდელი მენეჯერი ვილი სანიოლიც შეიყვანა, რომელიც ასე დაახასიათა:

"სანიოლს ცუდი ხასიათი ჰქონდა, მას ყოველთვის ვეუბნებოდი, რომ ის საქმის გაფუჭების ნამდვილი მეფე იყო. ახლა როცა ის საქართველოს ნაკრების მწვრთნელია, მან ეს ყველაფერი გაიაზრა", - თქვა დომენეკმა.

შეხსენებისთვის, დომენეკი საფრანგეთის ნაკრებს 2004/10-წლებში ავარჯიშებდა და მისი ხელმძღვანელობით მამლები 2006 წელს მსოფლიოს ჩემპიონატზე ვერცხლის მედალოსნები გახდნენ.
მკითხველის კომენტარები / 17 /
ვილი მადლობა ისტორია დაწერე თქვენ ხართ პირველი მერსი ბოკუ მონ სენიორ
მერაბი ბებია გარახა чხოროცყუ
17:45 15-08-2024
0
ნაწილობრივ ვეთანხმები იმ აზრს, რომ ვილი საშუალო დონის მწრთვნელია და რისკის ეშინია. მაგრამ ამ ყველაფერმა კარგად იმუშავა და წარმატება მოგვიტანა. ასევე დავამატებდი იღბლიანიც არის სანიოლი და ესეც მნიშვნელოვანია. მისი დარჩენით კმაყოფილი ვარ, მიუხედავად ზოგჯერ ჩემი უკმაყოფილებისა მის მიმართ. კიდევ ერთხელ მადლობა ვილი და წარმატება.
G.LA
16:34 15-08-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული