"ასეთ შემთხვევაში მამარდაშვილი განვითარებას შეაფერხებს..." - პოლ რობინსონმა გიორგის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერზე ისაუბრა

AutoSharing Option
ბრიტანულ მედიაში გიორგი მამარდაშვილის "ლივერპულში" შესაძლო ტრანსფერი ერთ-ერთი მთავარი განსახილველი თემაა.

The Telegraph-ის ჟურნალისტმა ლუკ ედვარდსმა BBC Radio 5 Live-ის ფეხბურთის ყოველდღიური Podcast-ში საუბრისას, ყურადღება სწორედ ჩვენებურის შესახებ გაამახვილა.

"დარწმუნებული არ ვარ, რომ "ლივერპულს" ამ ზაფხულს მეკარის პოზიციაზე ამდენი ფულის დახარჯვა ესაჭიროება.

თუ მამარდაშვილი პრემიერ ლიგაში გადავა და "მერსისაიდელთა" ფორმას მოირგებს, მაშინ ის იჯარით წავა, მაგრამ ის ძალიან ნიჭიერი მეკარეა, ყველა საჭირო ინგრედიენტით", - თქვა ედვარდსმა.

თავისი აზრი დააფიქსირა ცნობილმა მეკარე პოლ რობინსონმაც, რომელსაც ინგლისის ნაკრების ფორმა 41 შეხვედრაში მოურგია,
პრემიერ ლიგაში კი "ლიდსის", "ტოტენჰემის", "ბლექბერნისა" და "ბარნლის" ღირსებას იცავდა. 

"თუ მამარდაშვილის კვირიდან კვირამდე არ ითამაშებს, ეს როგორც მისი მეკარის განვითარებას შეაფერხებს, ასე, რომ მისი იჯარით გაფორმებას არ ვეთანხმები.

ჩემთვის მამარდაშვილი საუკეთესო ტალანტი და გამორჩეული ნიჭის პატრონია, რომელიც გასულ სეზონში "ვალენსიაში" ლა ლიგის საუკეთესო მეკარე გახდა.

გიორგიმ 90 მატჩი ჩაატარა "ღამურების" მაისურით, ის სულ უფრო და უფრო უკეთესი ხდება. ჩვენ ვნახეთ მისი ბრწყინვალე ასპარეზობა ევროპის ჩემპიონატზეც.

ქართველი დიდი აღნაგობის მქონე ადამიანია, რომელიც აკონტროლებს თავის ველს, ის ძალიან მოქნილი მეკარეა, მაგრამ მას უკავშირებდნენ მადრიდის "რეალს", "ბარსელონას" და "იუვენტუსს", ამიტომ მას არ სურს "ლივერპულში" წასვლა და სათადარიგოთა სკამზე დაჯდომა და უყუროს ალისონს ყოველ კვირას.

ის არის ევროპის ერთ-ერთი ყველაზე მაგარი ახალგაზრდა მეკარე, ამიტომ მას სურს თამაში და ეს ფაქტორი გადამწყვეტი იქნება", - თქვა რობინსონმა.
მკითხველის კომენტარები / 11 /
ყუკი იჯარით ბორნმუთში ითამაშებს ეს არიქნება ცუდი რადგანაც პრემიერლიგა ერთ ერთი საუკეთესოა და იჯარითს შემდეგ ეგრევე ლივერპულის ძირითადში მშვენიერი პერსპექტივაა. თანაც ბორნმუთი არაფრით არაა ნაკლები დღევანდელ ვალენსიაზე
ბათუმელი ექსპერტი
12:42 15-08-2024
6
ჩემი აზრით არ უნდა წავიდეს ლივერში ასეთი დათქმით. ვალენსიაში დარჩენა აჯობებს იჯარით სადმე გასხვისებას. რა სჭირს გასასხვისებელი მამარდას? ერთ ერთ საუჯეთესო ახალგაზდა მეკარეა მსოფლიოში. ვალენსიას გასგებია რომ ფული აინტერესებს, მაგრამ მამარდამ თავისი ინტერესები უნდა დაიცვას. საჩქარო მამარდას არაფერი აქვს. მას ძალიან გრძელი კარიერა აქვს წინ.
G.LA
16:10 15-08-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული