"საქართველო ჩვენთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა" - ალბანური მედია

AutoSharing Option
ალბანეთში საქართველოსთან მატჩზე დიდი მოლოდინია. syri.net-მა წერილი გამოაქვეყნა სათაურით - ალბანეთი ფავორიტად მიიჩნევა, მაგრამ სტატისტიკა სრულიად სხვას მეტყველებს.

"ჟენევაში ერთა ლიგის კენჭისყრისას საქართველო ყველაზე ადვილ მეტოქედ მოჩანდა, თუმცა ევროპის ჩემპიონატზე მათმა პირველმა ასპარეზობამ საპირისპირო დაამტკიცა. B1 ჯგუფში ისინი იოლი მოწინააღმდეგეები კი არა, "კვარა" და მისი გუნდი ჩეხეთის დამარცხების შემდეგ ფავორიტებად მიიჩნევიან.

საქართველო ალბანეთისთვის ადვილი მეტოქე არასოდეს არ ყოფილა. ამას სტატისტიკა ადასტურებს, რამეთუ 15 ჩატარებული შეხვედრიდან მხოლოდ 3 მოვიგეთ, 8 წავაგეთ, 4 კი ფრედ დასრულდა. რა თქმა უნდა, ახლა ყველაფერი სრულიად
სხვაგვარადაა, რადგან რაც ნაკრებს სათავეში სილვინიო ჩაუდგა, სიტუაცია რადიკალურად შეიცვალა, გუნდს უზარმაზარი პოტენციალი გააჩნია და წარმატების სჯერათ.

საბუკმეკერო კანტორები მასპინძელთა შესაძლო გამარჯვებას 2.30 კოეფიციენტით აფასებენ, ხოლო სტუმართა მოგებას - 3.10-ით. პირველ ტურში ორივე გუნდმა 3 ქულა მოიპოვა და ეს თამაში ჯგუფის ფავორიტთა დაპირისპირებად განიხილება".

მკითხველის კომენტარები / 11 /
საქართველო ალბანეთის მატჩის ყურებისას აშკარად ვიგრძენი საქართველოს ნაკრების გუნდურობა,უცბად გამახსენა ამან ესპანეთის გუნდის ულამაზესი თამაში გუნდურობით.ისინი ტყუილად არ დარბიან და არ იღლებიან. .გუნდურობის მაღალი დონე გააჩნიათ თამაშში .ეს არის ზუსტად ის რაც აგებინებთ მათ და სტრესის გარეშე შეუძლია მაყურებელს სიამოვნება მიანიჭოს თავისი თამაშით.ყველამ იცის თამაშში რა უნდა აკეთოს.დროს და ძალას არ კარგავენ ტყუილად. ალბანეთთან საქართველოს ლამაზი თამაში ჰქონდა მათი აგრესიულობის ფონზეც და ისედაც.და ბოლოს ჩვენმა ბიჭებმა შემაყვარეს ფეხბურთის თამაშის ყურება.დარბაისლები და სუფთები არიან.წარმატებებს ვისურვებდი და ურყევ ჯანმრთელობას.მყვარხართ და ვამაყობ თქვენით.მისაბაძი ქართველები ხართ კაცობით. მთავარი ხომ ეს არის ცხოვრებაში თორემ თამაშში მოგება და წაგება ძმები არიან.
მარინე მუმლაური
17:04 11-09-2024
0
მჯერა საქართველოს ნაკრებს მსოფლიოზე გასვლა შეუძლია!!! ამისთვის საქართველოდან მილიონობით ადამიანის ხმა დაგეხმარებათ!!!
წინ საქართველი!
19:22 10-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული