კიდევ ერთი დებიუტანტი უკრაინის ნაკრებში? - საქართველოსთან მატჩში რებროვი სერიოზულ ცვლილებებს გეგმავს

AutoSharing Option
ჟურნალისტ იგორ ბურბასის ინფორმაციით, უკრაინის ნაკრებს საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ შესაძლოა, კიდევ ერთი დებიუტანტი ჰყავდეს.

ეროვნული გუნდის მთავარი მწვრთნელი სერგეი რებროვი "შახტარის" 23 წლის ნახევარმცველის, დმიტრო კრისკივის მიწვევას აქტიურად განიხილავს.

ახალგაზრდა ფეხბურთელმა მიმდინარე სეზონში დონეცკელთა ფორმა ყველა ტურნირზე 9 შეხვედრაში მოირგო, სადაც 2 გოლი გაიტანა და 1 შედეგიანი გადაცემა გააკეთა. 

შეხსენებისთვის, გუშინ Sport.ua-მ თავის წყაროებზე დაყრდნობით გვაუწყა, რომ ოქტომბრის სანაკრებო მატჩებისთვის უკრაინის ნაკრებს კიდევ ერთი დებიუტანტი ეყოლება და ეს დონეცკის "შახტარის" 24 წლის ნახევარმცველი არტიომ ბონდარენკო იქნება.

მოკლედ, უკრაინის ნაკრები 11
ოქტომბერს ერთა ლიგის B ჯგუფში პოზნანში საქართველოს, 14 ოქტომბერს კი ვროცლავში ჩეხეთს დაუპირისპირდება და შესაძლოა, რებროვის განკარგულებაში ორი დებიუტანტი იყოს.
მკითხველის კომენტარები / 2 /
მაინცდამაინც ჩვენთან მოიკლავენ თავს ხოხლები ეხლა
მამუკა
18:42 26-09-2024
0
ძალიან მძიმე თამაში გველის... უკრაინა უაღრესად ხისტი და უხეში გუნდია. თანაც ათლეტური და ფიზიკურად ყოველთვის კარგად მომზადებული. დიდი ვალერი ლობანოვსკის სკოლაა!!!
tngh
16:58 26-09-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული