"საქართველოს ნაკრები თავდაჯერებულია - მძიმე მატჩები გველოდება" - უკრაინის ნაკრების ყოფილი ფეხბურთელი

AutoSharing Option
11 ოქტომბერს, ერთა ლიგის მესამე ტურში საქართველოს ნაკრები პოზნანში უკრაინას დაუპირისპირდება. მომავალი მატჩის წინ Sport-express.ua-სთან ინტერვიუში უკრაინის ეროვნული გუნდის ყოფილმა მცველმა ალეკსანდრ კუჩერმა ისაუბრა:

- ყველაზე დიდი თავსატკივარი საყრდენი ზონაა, რადგან ვერც ბრაჟკო ითამაშებს და ვერც სტეპანენკო. როგორ აფასებენ კალიუჟნის სადებიუტო გამოძახებას?
- დიახ, ამ პოზიციაზე სერიოზული პრობლემებია. სტეპანენკოს და ბრაჟკოს გარეშე თამაში ადვილი არ იქნება, მაგრამ ვხედავთ, რომ "ალენკსანდრია" აღმავლობის გზაზეა და ჩემპიონატზე ურიგოდ არ ასპარეზობს. კალიუჟნი იქ საკვანძო ფიგურაა, რომელმაც თავისი გუნდის წარმატებაში სერიოზული წვლილი შეიტანა. მისი გამოძახება იმას ნიშნავს,
რომ სამწვრთნელო შტაბი ყველას აკვირდება და რებროვის აზრით, კალიუჟნი სტეპანენკოს და ბრაჟკოს შემდეგ თავის პოზიციაზე საუკეთესოა.

- ჩვენს ნაკრებს ამ დანაკლისების გარეშეც უჭირდა ქულების მოპოვება, ახლა კი რისი იმედი უნდა გვქონდეს? თუ ახალწვეულები ენთუზიაზმის ხარჯზე საქართველოსთან და ჩეხეთთან დადებითი შედეგის მიღწევაში დაგვეხმარებიან?
- სხვადასხვანაირად შეიძლება მოხდეს. ნებისმიერ შემთხვევაში ნაკრებს ვუქომაგებთ და მხარს დავუჭერთ. ცხადია, რთული იქნება, ვინაიდან ეს ტურნირი ცუდად დავიწყეთ, მოგება კი გვინდა. ქართველებმა პირიქით, ორი გამარჯვებით დაიწყეს და საკუთარ თავში დარწმუნებულნი არიან.

ორი ძალიან რთული მატჩი გველოდება. ვფიქრობ, ნაკრებში ბოლო შეხვედრებთან დაკავშირებით დიალოგი იქნება, შეცდომების ანალიზი. შესაძლოა, ახალი ფეხბურთელების დიდი მონდომებით დადებითი შედეგის მიღწევა მოხერხდეს.

მკითხველის კომენტარები / 3 /
ისეთი საინფორმაციო გარემოა თითქოს უკვე მოგებული გვაქვს ხუთი წამყვანი მოთამაშე დააკლდებაო მაგრად გვეშინიაო ვფიქრობ მძიმე რთული მატჩი იქნება ჩვენთვის ასე ფიქრობენ ტოტალიზატორებიც აძლევენ რა სოლიდურ კოეფიციენტს მოგებაზე საქართველოს
გიორგი
08:00 08-10-2024
0
აბა თქვენ იცით ბიჭებო,დაფახეთ უკრაინა.ან და რა ეფეხბურთებათ,ქვეყანა თავზე აქვთ დამხობილი.
ტასი
16:04 08-10-2024
2
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული