რებროვმა საქართველოსთან გასვლითი მატჩის წინ უკრაინელებს პირობა მისცა

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში საქართველოს ნაკრების მეტოქეებისა უკრაინისა და ჩეხეთის დაპირისპირება ფრედ 1:1 დასრულდა.

მატჩის შემდეგ უკრაინელთა მთავარმა მწვრთნელმა სერგეი რებროვმა განაცხადა, რომ ძალიან რთული მატჩი გამოდგა, რადგან ჩეხეთი ფიზიკურად ძალიან ძლიერი გუნდია, ცუდად დაიწყეს, მაგრამ თამაში გამოასწორეს და საბოლოოდ ქულას დასჯერდნენ.

მანვე პირობა დადო, რომ მომდევნო ორ შეხვედრაში უკრაინელები A დივიზიონის საგზურისთვის ბოლომდე იბრძოლებენ და ამისთვის ყველაფერს გაიღებენ.

რებროვის გუნდის შემდეგი მეტოქე სწორედ საქართველოს ნაკრებია და ეს დაპირისპირება 16 ნოემბერს ბათუმში გაიმართება, რის შემდეგაც უკრაინა გასვლაზე ტირანაში ალბანეთს ეთ
ამაშება. 

ამ დროისთვის ჯგუფს 7 ქულით ჩეხეთი ლიდერობს, საქართველოსა და ალბანეთს 6, ხოლო უკრაინას 4 ქულა აქვს.
მკითხველის კომენტარები / 10 /
დიდება მარტო უფალს შეშვენის,საქართველოს,უკრაინას და მთელ მსოფლიოს კი მშვიდობას და ქრისტეს ერთგულებას ვუსურვებ,ვინც გვანიჭებს ჭეშმარიტ მშვიდობას.
2
მაისურის მოქაჩვა არ დაგავიწყდეთ კოლხოზებს!!!
კოკა
15:32 15-10-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული