The Sun-ის ცნობით, ჩაკვეტაძე შეიძლება ნაახალწლევს პრემიერლიგის კლუბმა შეიძინოს

AutoSharing Option
"სანი" იტყობინება, რომ ფორმის პიკზე მყოფი "უოტფორდის" 25 წლის ნახევარმცველით, გიორგი ჩაკვეტაძით პრემიერლიგის რამდენიმე კლუბი დაინტერესდა, რომელთა შორის ყველაზე მეტად "ვულვერჰემპტონი" აქტიურობს

"ვულვერჰემპტონი" პრემიერლიგაში ბოლოსწინა, მეცხრამეტე ადგილზეა, მდგომარეობის გამოსწორებას შემადგენლობის გაძლიერებით შეეცდება და ამისთვის ერთ-ერთი პრიორიტეტული ვარიანტი ჩაკვეტაძეა.

"ვულვზის" წარმომადგენლები ქართველის თამაშზე დასაკვირვებლად "უოტფორდის" "ლიდსთან" მატჩს დაესწრნენ და იანვარში მის 20 მილიონ ფუნტად შეძენას იმედოვნებენ.

გიორგიმ გასულ თვეში "უოტფორდთან" კონტრაქტი 2029 წლის ზაფხულამდე გააგრძელა.

მკითხველის კომენტარები / 8 /
ჯერ ოქტომბერია!არაფერია საჩქარო.თვითონაც ჯერ კიდევ მოუმატებს,უოტფორდში და შესაძლოა უკეთეს კლუბში გადაინაცვლოს.აუტსაიდერში გადასვლას შესაძლოა უარესი შედეგიც კი მოჰყვეს.სად საკუთარ ძალებში დარწმუნებული,თუნდაც მეორე ლიგის ძლიერი გუნდის ფსიქოლოგია და სად გასავარდნად განწირული კლუბის აგონიური მცდელობა,გავარდნას თავი დააღწიოს.
სოსო
22:36 27-10-2024
0
ხო მაგრამ ვულვერჰემპტონი წელს პრემიერ ლიგას დატოვებს და ისევ ჩემპიონშიპში მოუწევს თამაში ჩაკვეტაძეს. სჯობდა სხვა გუნდებზე გააკეთოს აქცენტი მისმა აგენტმა
დავით 67
20:00 27-10-2024
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული