უკრაინელთა წამყვანმა ფეხბურთელმა შეიძლება საქართველოსთან ვერ ითამაშოს

AutoSharing Option
თავდამსხმელი არტიომ დოვბიკი შეიძლება უკრაინის ნაკრებს საქართველოსთან და ალბანეთთან ერთა ლიგის მატჩებში ვერ დაეხმაროს.

დღეს დოვბიკი ეროვნულ გუნდს ბელეკში შეკრებაზე შეუერთდა, მაგრამ მუხლის ტრავმა აქვს. "კორიერე დელო სპორტის" ცნობით, ის "რომას" ბოლო შეხვედრაში დაშავდა, სერიოზული არაფერი სჭირს, მაგრამ მისი თამაში მაინც საეჭვოა.

დოვბიკის მდგომარეობას ნაკრების სამედიცინო შტაბი შეამოწმებს და შემდეგ იქნება მიღებული გადაწყვეტილება - დარჩება თუ იტალიაში დაბრუნდება.

მკითხველის კომენტარები / 1 /
ეშველება მგონი კაშიას
კარგია
19:02 12-11-2024
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული