ფრე უკრაინასთან - საქართველოს ნაკრები პირველი ადგილისთვის ბრძოლას აგრძელებს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
ერთა ლიგის მეხუთე ტურში საქართველოსა და უკრაინის ნაკრებების მატჩი 1:1 დასრულდა.

მატჩი მასპინძლების შეტევებით დაიწყო, ზივზივაძის დარტყმული ბურთი მიკოლენკომ დაბლოკა, კვარაცხელიას გატანა მეკარე ტრუბინმა არ დაანება, სწრაფი კონტრშეტევისას კი მუდრიკის ჩაწოდებული ბურთი საკუთარ კარში კვირკველიამ ჩაჭრა. წვიმის გამო გაზონი მძიმე იყო, „ჯვაროსნები“ უპირატესობას ფლობდნენ, თუმცა მეტოქის კარზე სახიფათო იერიშების მიტანა უჭირდათ. სტუმრებს მეორე გოლის გატანა შეეძლოთ, როდესაც პირისპირ გასულ მუდრიკს მამარდაშვილმა არ გაატანინა და პირველი ტაიმი 0:1 წავაგეთ.

შესვენებაზე ჩვენი გუნდის მწვრთნელმა სანიოლმა ჩაკვეტაძე დავითაშვილით შეცვალა და ზურიკოს ხვიჩას გარღვევის
შემდეგ მაშინვე მიეცა შანსი, მაგრამ მიზანს ვერ უწია. საქართველოს ნაკრები ბევრ შეცდომას უშვებდა, ფეხბურთელები ბურთის დაჭერას და ზუსტი გადაცემების გაკეთებას ვერ ახერხებდნენ, ხოლო უკრაინელებს ზონები გადაკეტილი ჰქონდათ და თავს უნარაინად იცავდნენ. კვარაცხელია გასცდა მეურვეებს, დაარტყა და ბურთი ხარიხას მოხვდა. მერე ბრაჟკოსთან ბრძოლაში საჯარიმოში ქოჩორაშვილი წაიქცა, თუმცა მსაჯმა პენალტი არ დანიშნა. სანიოლმა სამმაგი ცვლილება განახორციელა - კვირკველიას, შენგელიას და ზივზივაძის ნაცვლად მოედანზე გოჩოლეიშვილი, წიტაიშვილი და მიქაუტაძე შეუშვა. ცვლილებებმა გაამართლა და „ჟორჟმა“ ანგარიში გაათანაბრა. მასპინძლებმა მოწინააღმდეგეზე ზეწოლა გააძლიერეს, რამაც შედეგი ვერ გამოიღო, კონტრშეტევისას მამარდაშვილმა ორჯერ გადაგვარჩინა - 1:1, საქართველო 7 ქულით ამ მომენტისთვის ლიდერია და დაველოდოთ ალბანეთისა და ჩეხეთის შეხვედრას.

19 ნოემბერს, ბოლო ტურში საქართველოს ნაკრები ოლომოუცში ჩეხეთს, უკრაინა კი ტირანაში ალბანეთს დაუპირისპირდება.

ბათუმი. „აჭარაბეთ არენა“

საქართველო - უკრაინა 1:1
გოლები: 0:1 კვირკველია (7, საკ. კარში), 1:1 მიქაუტაძე (76)

საქართველო: მამარდაშვილი, კაკაბაძე, კაშია, კვირკველია (გოჩოლეიშვილი 67), ლოჩოშვილი, შენგელია (წიტაიშვილი 67), ქოჩორაშვილი, კიტეიშვილი (მექვაბიშვილი 86), ჩაკვეტაძე (დავითაშვილი 46), კვარაცხელია, ზივზივაძე (მიქაუტაძე 67)

altმატჩის დღე. საქართველო VS უკრაინა - დაწინაურებისა და დაქვეითების ალბათობები

მკითხველის კომენტარები / 63 /
ბრავო კვარა თავგანწირული ბრძოლისთვის,ასევე არ შემიძლია არ შევაქო ჟორჟი,ძალიან აქტიური იყო და აშკარად ეტყობა მაღალი კლასი. ბოდიში ბუდუსთან მაგრამ ის სამართლიანად იმსახურებს სკამს.
Რერო
23:10 16-11-2024
1
კაცი ხარ ხვიჩა
ჯეჯე
23:01 16-11-2024
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული