ჩეხების მწვრთნელი: საქართველოსთან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ - რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია. 19 ნოემბერს ჩეხეთი საქართველოს, ხოლო ალბანეთი უკრაინას უმასპინძლებს.

ჩეხეთს ფრე ხელს არ აძლევს, ვინაიდან თუ ალბანეთმა სახლში უკრაინას სძლია, პირველ ადგილს დაიკავებს, ამიტომ ჩეხებს მიზნის მისაღწევად სახლში ჩვენი გუნდის დამარცხება სჭირდებათ. მოგების შემთხვევაში ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვა. "ჯვაროსნების" მომავალი მეტოქის მწვრთნელი ივან ჰაშეკი ალბანეთთან თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და
ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"რა თქმა უნდა, ტირანაში გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ფრით დაკმაყოფილება მოგვიწია. სამწუხაროდ,  როდესაც პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, რამდენიმე კარგი მომენტები ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს გოლის გატანის შანსები არ მივეცით, თავსაც საიმედოდ ვიცავდით. ვაცლავ ემელკას გამოვყოფ, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია. მან ტომაშ ჰოლეშთან ერთად მეორე სართულზე ყველა ბრძოლა მოიგო. საქართველოსთან დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაგვეხმარებიან. სოუჩეკის შემცვლელის მოძებნა რთულია, რაღაც ვარიანტები მაქვს და რამეს მოვიფიქრებ.

ახლა ჯგუფში სიტუაცია ჩვენს ხელთაა. აქედან გამომდინარე, მჯერა, ბოლო მატჩში ჩვენსას მივაღწევთ და პირველ ადგილზე გავალთ. თბილისში წავაგეთ და საქართველოსთან რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ. ეს ჩვენი ყველაზე უარესი თამაში იყო. შესაძლოა, ისეთივე შეხვედრა გამოვიდეს, როგორც ალბანეთთან გვქონდა, ალბათ, დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და კონტრშეტევებზე გადმოვლენ. ძალიან მოტივირებულები ვართ, თან სახლში ვითამაშებთ და მჯერა, გულშემატკივრების თანადგომით დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. როდესაც ოლომოუცში ვთამაშობდით, იქ ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო".

მკითხველის კომენტარები / 43 /
თბილისშიც დიდ გულზე იყო ეს კაცი. რომ მოვუგეთ, მაშინ დავწერე, გაანთავისუფლებენ მეთქი. წერას ყავს ატანილი. მიდით რა ბიჭებო, ერთი მასტერ-კლასი კიდევ ჩაუტარეთ ამ ბაქი-ბუქას, რომ საქართველოს ხსენებაზე მთელი ცხოვრება ტანში აჟრიალებდეს!))))
ხვალ კი ნამდვილად მოხსნიან ამ კაცს!
01:03 18-11-2024
1
დიდი მონდომების და კარგი ტაქტიკის წყალობით სრულებით შესაძლებელია ჩეხეთის დამარცხება..... ძირითადად სტანდარტულებიდან და შორეული დარტყმებით შეგვაწუხებენ. დიდი არაფერი ნაკრებია შეიძლება მოგება
4
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული