ჩეხების მწვრთნელი: საქართველოსთან დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ - რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ

AutoSharing Option
ერთა ლიგის B1 ჯგუფში, ბოლო ტურის წინ 8 ქულით ლიდერი ჩეხეთია, საქართველო 7 ქულით მეორე ადგილზეა, ამდენივე ქულით და უარესი დამატებითი მაჩვენებლით მესამე პოზიციაზე ალბანეთია, უკრაინა კი 5 ქულით აუტსაიდერია. 19 ნოემბერს ჩეხეთი საქართველოს, ხოლო ალბანეთი უკრაინას უმასპინძლებს.

ჩეხეთს ფრე ხელს არ აძლევს, ვინაიდან თუ ალბანეთმა სახლში უკრაინას სძლია, პირველ ადგილს დაიკავებს, ამიტომ ჩეხებს მიზნის მისაღწევად სახლში ჩვენი გუნდის დამარცხება სჭირდებათ. მოგების შემთხვევაში ჯგუფის გამარჯვებული საქართველოს ნაკრები გამოვა. "ჯვაროსნების" მომავალი მეტოქის მწვრთნელი ივან ჰაშეკი ალბანეთთან თავისი გუნდის თამაშით კმაყოფილია და
ოპტიმისტურადაა განწყობილი:

"რა თქმა უნდა, ტირანაში გამარჯვება გვინდოდა, მაგრამ ფრით დაკმაყოფილება მოგვიწია. სამწუხაროდ,  როდესაც პირველ ტაიმში უდიდეს უპირატესობას ვფლობდით, რამდენიმე კარგი მომენტი ვერ გამოვიყენეთ. მეტოქეს გოლის გატანის შანსები არ მივეცით, თავსაც საიმედოდ ვიცავდით. ვაცლავ ემელკას გამოვყოფ, რომელიც ფანტასტიკურ ფორმაშია. მან ტომაშ ჰოლეშთან ერთად მეორე სართულზე ყველა ბრძოლა მოიგო. საქართველოსთან დისკვალიფიკაციის გამო ნახევარმცველი
ტომაშ სოუჩეკი და თავდამსხმელი ტომაშ ხორი ვერ დაგვეხმარებიან. სოუჩეკის შემცვლელის მოძებნა რთულია, რაღაც ვარიანტები მაქვს და რამეს მოვიფიქრებ.

ახლა ჯგუფში სიტუაცია ჩვენს ხელთაა. აქედან გამომდინარე, მჯერა, ბოლო მატჩში ჩვენსას მივაღწევთ და პირველ ადგილზე გავალთ. თბილისში წავაგეთ და საქართველოსთან რეპუტაცია უნდა აღვიდგინოთ. ეს ჩვენი ყველაზე უარესი თამაში იყო. შესაძლოა, ისეთივე შეხვედრა გამოვიდეს, როგორც ალბანეთთან გვქონდა, ალბათ, დაცვით ტაქტიკას აირჩევენ და კონტრშეტევებზე გადმოვლენ. ძალიან მოტივირებულები ვართ, თან სახლში ვითამაშებთ და მჯერა, გულშემატკივრების თანადგომით დიდ გამარჯვებას ვიზეიმებთ. როდესაც ოლომოუცში ვთამაშობდით, იქ ყოველთვის კარგი ატმოსფერო იყო".

მკითხველის კომენტარები / 12 /
დიდი მონდომების და კარგი ტაქტიკის წყალობით სრულებით შესაძლებელია ჩეხეთის დამარცხება..... ძირითადად სტანდარტულებიდან და შორეული დარტყმებით შეგვაწუხებენ. დიდი არაფერი ნაკრებია შეიძლება მოგება
2
თუ ცოტას მაინც ვერკვევით....არავითარ შემთხვევაში დაცვაში "ჩაჯდომა" ,არ უნდა მოხდეს...მატჩს წაგვაგებინებს დაცვითი ვარიანტი.,ჩეხეთი ტრამვის მიყენებადე
ადვილად,მოწინააღმდეგისათვის,ძალისმიერი თამაშით მოქმედი,ხისტი გუნდია,და თუ მსაჯი ნორმალური იქნება,შეიძლება წითელი "ავკიდოთ"რაც ადრე,მით უკეთესია, ვითამაშოთ კი საწყისი წუთებიდან მაღალი დაცვით,პირველ ნომრად შეცილებით, სწრაფად თამაშით.აუცილებლად,თუ იქნება შესაძლებლობა,გოგლიჩიძით,გველესიანით,დავითზშვილით მიქაუტაძით სასტარტოში, შენგელია ვერაა მზად ... ხვიჩამ კი მარცხენა ფლანგზე გადაწევით უფრო მეტად პასემით და მწვავე ჩაწოდებებით,ნაკლებად კარში დარტყმებით ცენტრში შესვლით,უფრო მეტად უნდა მოამარაგოს მიქაუტაძე და მეტად ათამაშოს დავითაშვილი,დავითაშვილმა კი თავის მხრიდან კვარაცხელია,რომ გამოუვიდეთ დაცვისთვის შეუცნობადი შორეული დაუფარებელი დარტყმები კარში.ჩაკვეტაძე, მეტად უნდა ჩადგეს "ტანდემი" ქოჩორაშვილთან,ბურთის სწრაფად ამოტანაში მეტოქის ნახევრისკენ,დაცვაში კი ყველამ უკლებლივ უნდა ითამაშონ ბოლომდე ბურთი წართმევის დიდი პროცენტით,მოგებაა საჭირო,გუნდურად,"ცხვირიდან სისხლის დენით",თავდაუზოგავად თამაშით,უშიშრად,ფეხების "არ გაფრთხილებით",ამ წელს ეს თამაში უმთავრესი და გადამწყვეი იქნება ეროვნული ნაკრებისთვის,სხვაგვარად ჩეხებს ვერ მოვუგებთ და თანაც მათ მოედანზე,და თანაც ამ ქალაქის არც თუ კარგი საფარის მოედანზე და მყვირალა გულშემატკივრების გარემოში....
მ.ზ.
23:37 17-11-2024
2

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული