ჯონ ვან ტ'სხიპი: საქართველოს ნაკრები სამაგალითოა - რატომ არ ვაძლევდი დიდ სათამაშო დროს მიქაუტაძეს?

AutoSharing Option
20 მარტს, ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველ მატჩში, სომხეთის ნაკრები საქართველოს ეროვნულ გუნდს უმასპინძლებს. შეხვედრის წინ პრესკონფერენციაზე ჩვენი მეტოქის მწვრთნელმა ჯონ ვან ტ'სხიპმა ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა:

"საქართველოს ნაკრებს ჯერ კიდევ საბერძნეთის ნაკრებში მუშაობის პერიოდიდან ვიცნობ. მათ უკანასკნელ წლებში დიდ პროგრესს მიაღწიეს, ევრო 2024-ზე მიიღეს მონაწილეობა. საკმაოდ რთული მოწინააღმდეგეა. პატარა ქვეყნის მიერ წარმატების მიღწევის მაგალითია. ჩვენთვის ეს დიდი გამოწვევაა.

"აიაქსში" მიქაუტაძეს დიდ სათამაშო დროს ვერ ვაძლევდი და სხვადასხვა პოზიციაზე ვათამაშებდი, რადგან თავდასხმაში ბრობი და ჩუბა აკპომი გვყავდა. საფრანგეთში დაბრუნება უნდოდა, კარგი შეთავაზება
მიიღო და ორივე მხარე კმაყოფილი დარჩა. მიხარია, რომ "ლიონში" მაღალ დონეზე ასპარეზობს.

მოსამზადებლად ძალიან ცოტა დრო გვქონდა, თუმცა ფეხბურთელების მხრიდან დიდი მონდომება და პოზიტიური ენერგია დავინახე. აქ უკვე სამი თუ ოთხი კვარაა ვართ, ადგილობრივი ჩემპიონატის ბევრი მატჩი ვნახეთ, ზოგიერთი მოგვეწონა. ვინც ღირსია, ნაკრების კარი ყველასთვის ღიაა. დაკვირვებას გავაგრძელებთ.

შეკრებაზე საკუთარ მომზადებაზე უნდა ვიყოთ კონცენტრირებული. მთავარი ამოცანა მსოფლიოს ჩემპიონატის შესარჩევი ციკლისთვის მომზადებაა, უახლოესი ამოცანა კი - ხვალინდელი შეხვედრა. ვეცდებით კარგად ვითამაშოთ. სამწუხაროდ, სპერციანი და სელარიანი ვერ დაგვეხმარებიან. თუმცა, ეს სხვა ფეხბურთელებისთვის თავის წარმოსაჩენად კარგი შესაძლებლობაა. მინდა ჩვენმა ფეხბურთელებმა კარგ ლიგებში იასპარეზონ ".

მკითხველის კომენტარები / 12 /
ბრობის და ჩუპას იმიტომ კი არ ათამაშებდა რომ მიქაუტაძეზე ძლიერები იყვნენ იმიტომ რომ ისინი შავები იყვნენ ! ყველამ იცის რომ ჰოლანდია და ამსტერდამი ლიბერასტიზმის სამშობლო და ცენტრია ჯერ კიდევ მე-20 საუკუნის 50-ან წლებში დაიწყო იქ ლიბერასტიზმი და ფემინიზმი და მაშინ ლიბერლიზმ-ფემინიზმის ლენინი კორნელის ჰოენი (თუ სწორად მახსოვს) ამბობდა--დრო მოვა და მსოფლიო შეიცვლება და ყველა ჩვენ მოგვბაძავს და შავებს და ქალებს უფრო მეტი უფლებები და გასაქანი ექნებათ ვიდრე თეთრებს და კაცებსო ! და თავისი"ქალიშვილი" შავს მიათხოვა და ამაყობდა ამით ! როგორც აქაური გიჟი ლიბერასტი კორბენაა (აქ სხვადასხვა სახელები და წინადადებები რომ უწერია ნიკებად) თავის და რომ მიათხოვა ორჯერ შავებს და ამაყი და ბედნიერი რომაა ამით !
zura222
04:20 20-03-2025
7
ამას აიაქსში არაფერი გამოუვიდა,გამოაპანღურეს და სომხეთში გახდება პროფესორი???მეეჭვება,არაა ეს ის დონე,რომ ციდან ვარსკვლავები წყვიტოს.
მირო
03:03 20-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული