კიტეიშვილი: ნაკრების კაპიტნობა ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია

AutoSharing Option
სომხეთის ნაკრებთან ერთა ლიგის პლეი-ოფის პირველი მატჩის წინ ჩატარებულ პრესკონფერენციაზე კომენტარი საქართველოს ეროვნული გუნდის ნახევარმცველმა ოთარ კიტეიშვილმა გააკეთა:

"საქართველოს ნაკრების კაპიტნობა მართლაც ახდენილი ოცნებაა, ჩემს კარიერაში განსაკუთრებული მომენტია. რთულია, ისეთი კაპიტანი შეცვალო, როგორიც კაშიაა.

სავარაუდოდ, მეტოქე გუნდი თავს კარგად დაიცავს და სწრაფი კონტრშეტევები ექნებათ. ზუსტად არ ვიცით, როგორ ითამაშებენ, იქნებ მაღალი პრესინგიც შემოგვთავაზონ. პირველ რიგში, საკუთარ თამაშზე უნდა ვკონცენტრირდეთ.

კაპიტნობა საპასუხისმგებლო და განსაკუთრებული ამბავია. ჩვენი ნაკრები ყველას განსხვავებულად გვიყვარს, ამ გუნდისა და ფეხბურთელების კაპიტნობა ჩემთვის ბედნიერი გრძნობაა. მადლობა მთავარ მწვრთნელს
ნდობისთვის და იმედია, წარმატებული თამაში გამოგვივა".

ღვთისავარ ანთაძე სპეციალურად sportall.ge-სთვის ერევნიდან

მკითხველის კომენტარები / 12 /
გილოცავ ოთარ.ჩემი აზრით მერეც შენ უნდა დარჩე კაპიტნად.კაშიას თუ ნამუსი აქვს აღარც უნდა ქონდეს პრეტენზია.წარმატებები ნაკრებში, გუნდში და საერთოდ ცხოვრებაში.ღირსი ხარ !!!
ნუკრი
10:04 20-03-2025
8
ზოგადად,არც ლივერპულში და არც ნაკრებში ერთი კონკრეტული ფეხბურთელი არ მყავს ამორჩეული,თუმცა არჩევანი თუ მომიწევს,მაშინ ავირჩევ ლივერპულში მაკ ალისტერს და ნაკრებში კიტეიშვილს. რა საერთო აქვთ ამ ფეხბურთელებს იცით,ორივე ხო მაგარი მებრძოლი და მუშა ბიჭია,მერე 10 ნომრები არიან და სიტუაციურად ორმაგ ექვსიანში უწევთ თამაში და ამას ძალიან მაგრად აკეთებენ. კიტე ძალიან მაგარი ბიჭია,როგორც პიროვნულად,ისე საფეხბურთო თვალსაზრისით. ბევრის წერა მომიწევს მის უნარებზე საუბრის დროს,ჯობია თვითონ დააკვირდეთ და ნახოთ რა აზროვნების ფეხბურთელი გვყავს. რეალურად,მისი პოზიცია არის 10 ნომერი,აქ ავლენს ყველაზე კარგად თავის უნარებს.ის რო ორმაგ 6 ნომერში უწევს თამაში,მისი რაღაც უნარები იზღუდება,დაცვაში უფრო მეტი ხანი უწევს ყოფნა და ჩვენი ნაკრების გაქანების გათვალისწინებით,ხშირად უწევს დაცვითი ფუნქციების შესრულება.თუმცა იმ ფეხბურთელების კატეგორია,ვისაც ერთი გასროლით შეუძლია თამაშის მოგება. ტყულად არ ვახსენე მაკ ალისტერი,მსოფლიო ჩემპიონატზე რო შემოუშვეს,მერე ვთქვი რო მესის ქონდა შანსი მოეგო მსოფლიო.მესი სულ მაგარი იყო და არის,თუმცა მას არ ყავდა ისეთი ფეხბურთელი,როგორიც მაკ ალისტერია.კიტეიშვილის არ იყოს,სულ მოძრაობს და ერთი წუთით არ ჩერდება,ნებისმიერ ბურთზე მიდის და ნებისმიერ დროს ვარდნას აკეთებს.აი,ეს დაეხმარა მესის მოეგო სანატრელ ტიტული და იმედი მაქვს რო კვარას დაემხარება კიტე,სასურველი შედეგების ჩვენებაში. ყველა მესის და კვარას გააღმერთებს,ეს უეჭველად ესე იქნება,თუმცა ღმერთებსაც სჭიდებათ ადამიანი,ვინც რაღაცეების გაკეთებაში დაეხმარება. ამიტომაც,ძალიან კარგია კიტესთვის კაპიტნობის მიცემა ამ თამაშში,ის იმსახურებს დაფასებას მწვრთნელისგანაც და ფანებისგანაც. დარწმუნებული ვარ რო არაფერში სჭირდება ეს ამბავი,სულ რო აგინონ ამ ბიჭს,თავისი ნაკრებისთვის და ქვეყნისთვის ყველაფერს გააკეთებს. მე რო მწვრთნელი ვიყო,მენდომებოდა რო მყოლოდა კიტეს მსგავსი 22 ფეხბურთელი,ბევრს არ საუბრობს,თავმდაბალი და შრომისმოყვარე. მაგალითად,ასეთი კიდევ ერთი არის ნაკრებში,ნომინალური 6 ნომერი და მაგარი მუშა კაცი. ქოჩოროშვილს ვგულისხმობ,თუმცა მისი ბუნებრივი პოზიცია არის ეს და ამ პოზიციის ხალხი ბუნებრივად შრომისყვარები არიან.წარმატებები კიტე,გოლით აღგეღნიშნოს კაპიტნობა ძმაო.
იასონას უდარი
07:58 20-03-2025
2
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული